მან თავისი სიტყვა შეასრულა, ჩამოაგდო და წავიდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი პირველი ოფიციალური თამაში 1880 წელს, "ბოლტონის" სარეზერვო გუნდთან ითამაშა და 0-6 დამარცხდა. იმ დროს კლუბს "ნიუტონ ჰიტი" ერქვა.
1902 წელს "ნიუტონ ჰიტი" ფაქტიურად გაკოტრებული იყო. გუნდის გადასარჩენად კაპიტანი ჰერი სტეფორდი საკუთარ ძაღლს ბერნარდს საყელოზე მოწყალების ყუთს აბავდა და ხალხში უშვებდა. მას იმედი ქონდა, რომ შეაგროვებდა თანხას და კლუბს გადაარჩენდა.
ერთ დღესაც ძაღლი დაიაკრგა და ძებნის შედეგად ჰარიმ ძაღლი ლუდის ბარში იპოვა. იმ დღეს კაპიტანმა საკმაოდ ბევრი დალია და მთვრალმა ჰარიმ დაარწმუნა ბარის მეპატრონე, რომ ფული გაკოტრებულ კლუბში ჩაედო.
აი ასე იხსნა ძაღლმა ბერნარდმა "მანჩესტერ იუნაიტედი". გახარებულმა კლუბის გულშემატკივრება მოგვიანებთ ძაღლს "წმინდა ბერნარდი" შეარქვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე დიდმა მწვრთნელმა კლუბის ისტორიაში, ფერგის შემდეგ რათქმაუნდა, სერ მეტ ბასბიმ, თავისი მთელი საფეხბურთო კარიერა "იუნაიტედის" დაუძინებელი მტრების "მანჩესტერ სიტის" და "ლივერპულის" რიგებში გაატარა.
"ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ მოიგო, ხოლო "იუნაიტედმა" სამჯერ. რაც შეეხება ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ის "მანჩესტერ იუნაიტედია". გარდა ამისა "იუნაიტედი" ერთადერთი ინგლისური კლუბია, რომელმაც ტრიპლეტი დადო.
ინგლისურ კლუბებში თამაშის დროს ოქროს ბურთი მხოლოდ 6-მა ფეხბურთელმა მოიგო და აქედან 4 სწორედ "მანჩსტერ იუნაიტედში" თამაშობდა.
ბობი ჩარლტონი
დენის ლოუ
ჯორჯ ბესტი
კრიშტიანუ რონალდო
ეს არის კლუბი, რომელსაც არათუ ტიტულების არამედ "მასკოტების" დიდი ისტორიაც აქვს: ბატი მაიკლი, წმინდა ბერნარდი, თხა ბილი, ცალფეხა ჯარისკაცი ჰობი თორნი, ქოლგიანი კაცი ჯეკ აირონსი და ეშმაკი ფრედი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩს ყველაზე მეტი 83 260 მაყურებელი 1948 წელს, "არსენალთან" შეხვედრაში დაესწრო და ეს თამაში გაიმართა "მანჩესტერ სიტის" სტადიონზე, "მეან როუდზე"
"ოლდ ტრაფორდის" უდიდესი ნაწილი, მეორე მსოფლიო ომმა დაანგრია და მაშინ კლუბი მეტოქეებს "სიტის" სტადიონზე მასპინძლობდა.
რაიან გიგზმა 24 წლიანი მანჩესტერული კარიერის შედეგად იმაზე მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე "მანჩსტერ სიტიმ". უელსელმა 35 ტიტული მოიგო, ხოლო "სიტიმ" არსებობის 140 წლიანი ისტორიის მანძილზე 26 ტიტული.
1995 წელს "ლივერპულის" ფეხბურთელმა ალან ჰანსენმა კლასს 92-ზე თქვა:
"ბავშვებით ვერასდროს ვერაფერს მოიგებ."ამ ექვსეულმა ჯამში კი 126 ოქრო მოიგო.
2001 წელს ლეგენდარულმა შოტლანდილემა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა და ამის შესახებ ოჯახს აცნობა.
რაზეც ცოლმა ქეთიმ ფერგის უთხრა:
"დიდ სისულელეს აკეთებ. დავიწყოთ იმით, რომ ჯანმრთელი ხარ, მოერე მთელი დღე სახლში არ ხარ და ტვინს არ ჭამ და მესამე და მთავარი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ." მეორე დღესვე სერ ალექსმა გადწყვეტილება შეცვალა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა.
ცალკე განსახილველია ფერგის დამოკიდებულება ყველასთან და ყველაფერთან:
დევიდ ბექემს ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა.
უეფას კენჭისყრის გაყალბებაში დასდო ბრალი.
მანჩესტერის ერთერთ აქციონერს ცხენის გამო სასამართლოში უჩივლა.
ბიბისის ზუსტად 7 წელი ინტერვიუს არ აძლევდა.
როცა მისი შვილი დარენი "პრესტონის" მწვრთნელობიდან მოხსნეს, იქ განათხოვრებული ყველა ფეხბურთელი შუა სეზონში უკან "იუნაიტედში" დააბრუნა და ტონი პულისიც კი დაარწმუნა გუნდი დაეტოვებინა. საბოლოო ჯამში ეს უკანასკნელი ჩემპიონშიპიდან გავარდა.
მსაჯების შეურაწყოფისთვის ჯამში 75 000 ევრო გადაიხადა და 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ბოლოს კი ალან ჰანსენს მიმართა: ჩემი მთავარი მიზანი ლივერპულის ჩამოგდებააო - ჩამოაგდო და წავიდა.