პოლ პოგბას აგენტმა დაადასტურა, რომ ფრანგის დღეები "იუნაიტედში" დათვლილია. ამ განცხადებას გამოახმაურა არაერთი ცნობილი ფეხბურთელი და პოგბა და მისი აგენტი მწვავედ გააკრიტიკა.
სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ ფრანგი "იუვენტუსში" ბრუნდება. თუმცა როგორც ჩანს პოგბას საყიდელი ფული იტალიურ გუნდს უბრალოდ არ აქვს. ის ფაქტი, რომ პოგბას თავად სურს წასვლა, იტალიელების წისქვილზე ასხავს წყალს. სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე გაცვლას შეთავაზებენ, დიბალა პოგბას სანაცვლოდ. ჯერჯერობით უცნობია მანჩესტერელთა პოზიცია.