თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2020, 12:57
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1945,
კომენტარები: 12
ვინ შეცვლის სოლსკიაერს
ოლე გუნარ სოლსკიაერის პოტენციური შემცვლელები.
ვინ შეცვლის სოლსკიაერს
პრესაში აქტიურად იწერება, რომ ნოვერგიელის დღეები დათვლილია. საკმაოდ ცუდი სტარტი პრემიერ ლიგაში და მოულოდნელი მარცხი სტამბოლში. შესაბამისად არც აქ არის გადაწყვეტილი, რომ ისინი ჯგუფიდან გავლენ.

თუ სხვადასხვა გამოცემებს დავუჯერებთ, ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო კანდიდატების შერჩევა.


ვინ შეცვლის სოლსკიაერს


1. მოურისიო პოჩეტინო - 48 წლის სპეციალისტი, რომელსაც პრემირ-ლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ბოლო გუნდი "ტოტენჰემი" იყო. იმის ფონზე, რომ კლუბი ფეხბურთელებს ყიდდა და სანაცვლოდ არავის ყიდულობდა, მისი გუნდი საკმაოდ სტაბილური იყო. ის ყოველთვის ახერხებდა შესვლას ოთხეულში და ასევე შეძლო და "დეზები" ლიგის ფინალში ათამაშა.

"მე მზად ვარ დასაბრუნებლად და იმედი მაქვს მალე დავბრუნდები. მიყვარს ფეხბურთი და მზად ვარ დავუბრუნდე ჩემ საქმიანობას." - განაცხადა მან.


ვინ შეცვლის სოლსკიაერს


2. მასიმილიანო ალეგრი - 53 წლის სპეციალისტი, ვისი ხელმღრვანელობითაც "იუვენტუსმა" 5-ჯერ მოიგო სერია A, ხოლო ლიგის ფინალში "ბებერი ქალბატონი" ორჯელ გაიყვანა. შთამბეჭდავია ასევე მისი ტაქტიკა, ის პოლ პოგბას საუკეთესოდ იყენებდა ორი სეზონის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მან დაიწყო ინგლისურის სწავლა, რადგან არ ქონდეს კომუნიკაციის პრობლემა. მისმა აგენტმა დაადასტურა, რომ მის კლიენტს უცხოეთში სურს კარიერის განახლება. "ველოდებით შეთავაზებებს იმ კლუბებისგან, რომლებიც გადაწყვეტენ ამჯამინდელი მენეჯერების შეცვლას."


ვინ შეცვლის სოლსკიაერს


3. იულიან ნაგელსმანი - 33 წლის სპეციალისტი, რომელიც თავისი ახალაგრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია. მან შეძლო და "ჰოფენჰაიმი" გაიყვანა ჩემპიოთლა ლიგის ჯგუფურ ეტაბზე. ასევე "ლაიფციგი" ათამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში. მხოლოდ 4 წელი დაჭირდა, რომ შესულიყო მსოფლიოს ელიტარულ მწვრთნელებში. მან თქვა, რომ ის უყურებდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თითქმის ყველა თამაშს. ასევე აღნიშნა საკუთარი ინეტერესი იმის მიმართ, თუ როგორ განვითარდა სერ ალექს ფერგიუსიონი. შესაძლოა ის იყოს მომდევნო დამრიგებელი.


ვინ შეცვლის სოლსკიაერს


4. რალფ ჰაზენჰუტლი - 53 წლის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად "საუთჰემპტონს" უდგას სათავეში. მიიჩნევენ, რომ მას ამ სეზონში მაღალი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა. ის საკმაოდ კარგ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს და არის მოსაზრება, რომ "იუნაიტედის" ვარსკვლავური შემადგენლობით დიდ შედეგებს მიაღწევს.


ვინ შეცვლის სოლსკიაერს


5. ლორან ბლანი - 54 წლის სპეციალისტი,"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ხშირად მოიაზრებოდა მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად. ის მუშაობდა საფრანგეთში. მან "ბორდოს" და "პსჟ" მოაგებინა ეროვნული ტიტულები. მას სურს დაბრუნება დიდ ფეხბურთში და დიდ პროექტში მონაწილეობის მიღება, სადაც ტიტულებს მოიგებს.


ვინ შეცვლის სოლსკიაერს


6. დიეგო სიმიონე - 50 წლის სპეციალისტი, ქარიზმატული, ფიცხი, რომელსაც აქვს დიდი ავტორიტეტი. მას შეუძლია ის, რაც არ შეუძლია სოლსკიაერს, ეს არის ლიდერობა. 10 წელია იბრძვის ლა ლიგაში ისეთ გიგანტებთან, როგორებიც არიან "რეალი" და "ბარსელონა" . მან 2013-ში მოულოდნელად ლა ლიგა მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯელ ათამაშა "ატლეტიკო". ის ცნობილია თავისი დაცვითი თვისებებით, რაც ახლა "იუნაიტედს" ნამდვილად ჭირდება. აი რა თქვა დიეგო გოდინმა მასზე: "ფეხბურთელები მოკვდებოდნენ მისთვის.ჩვენ მისი დიდი ნდობა გვაქვს და მასთან ვართ სიკვდილამდე და ასევე ის ჩვენთან."

https://talksport.com/
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
7 ნოემბერი 2020 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ასე რა ლანძღეთ, აგინეთ, კრიტიკოსებო სულშერს, გადაიდო მისი წასვლა ვინ იცის რამდენი ხნით... wink am
0
№12
ავტორი: bmw500
8 ნოემბერი 2020 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
პოტეცჰინო როგორ უნდა მოიკვანონ როცა მაურინიო ათამაშებს ტოტენჰემს პოტეჩინოზე უკეტესად.არავიტარი გრანდის გაწვტნის გამოცდილება არაკვს კაცს და არცეტი ტიტული. ალეგრიმ ათამაშა პოგბა და იუვეში კველა იგროკი, რატკმაუნდა სიმეოენს ვისურვებდი მაგრამ ეგ არარეალურია ეხლა. ისე პოტეჩინოს ჯობია დატოვონ ოლე, პროსტა პოტეჩინო ვუდვორდისტვისაც მომდევნო მოსაშორებელი ადვილი ლუკმა იკნება რომელსაც უპრობლემოდ მოიშორებს და როგორც ტოტენჰემში ჩაჯმული იკო და გუნდს ტრანფერებს ვერ თხოვდა ისევე იკნება აკ ჯერ ვუდვორდია მოსაშორებელი მერე ახალი მწვრთნელი. დზლიერი რეპუტაცის მწვრტნელი გვცჰირდება ვინ გატრაკებს და არა ისეტი ვინც ზის და ამბობს საკმარისი ფეხბურტელები მკავს და ტამასჰ ვერ იგებს და გადის წლები იმის იმედიდ ეხლა მოუმატებს ეხლა მოუმატებს, გადახედეტ გვარტიოლას და კლოპის ტრანსფერებს და ტუ გაუბედავენ ეგრე მაგატ. და პოტეჩინო ვუდვორდის შნირი იკნება ტუ დაჩირდება ვუდვორდს მოიშორებს, რატომ არ ატამაშებს ოლე ვაბდებეკს იმიტომ რომ ეს მისი ტრანსფერი არიკო და რატო უტრაკებდა მაურინიო სულ ვუდვორდს იმიტომ რომ რა ფეხბურტელებიც მოტხოვა მესამედიც არ უკიდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top