გამომდინარე იმ შედეგებიდან რასაც ოლეს გაწვრთნილი გუნდი აჩვენებს, ინგლისში მის წასვლაზე ალაპარაკდნენ. ცნობილი ჟურნალისტი სემ პილგერი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ პოჩეტინო ელოდება შეთავაზებას "მანჩესტერ იუნაიტედისგან" და სწორედ ამიტიმ იუარა ყველა შეთავაზება.
სემ პილგერი ისეთი გამოცემების ჟურნალისტია, როგორებიც Forbes, FourFourTwo, The Athletic, Bleacher Report, Optus Sport, The Times Magazine და Esquire არიან. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აქვს თავისი წყაროები. ასევე უკვე ცობილია, რომ თავად კლუბის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა პოჩეტინოს და სამომავლო გეგმები და მისი ხედვა მოისმინეს.
ამასთან სოლსკიაერი ყველა დროის ანტი-რეკორს ამყარებს. მან ვერცერთი თამაში ვერ მოიგო პრემიერ-ლიგაში საკუთარ მოედანზე, რაც ბოლოს 1972/1973 წლებში დაფიქსირდა და "იუნატედმა" 18 პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა.
ჯერჯერობით კლუბი სრულ ნდობას უცხადებს სოლსკიაერს, თუმცა ასე გაგრძელების შემთხვევაში მას კარისკენ ნამდვილად მიუთითებენ.