თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2020, 12:18
ავტორი: The Special One,
ნანახია: 1676,
კომენტარები: 11
რაიან გიგზი დააკავეს
უელსლელი კვლავ სკანდალში გაეხვა
რაიან გიგზი დააკავეს
ვე­ტე­რა­ნი უელ­სე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რა­ი­ან გიგ­ზი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის“ ღირ­სე­ბას იცავ­და, ახლა კი უელ­სის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია, და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი მე­გო­ბარ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბაა. 46 წლის გიგ­ზი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მას შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სახ­ლში გიგ­ზის მე­გო­ბარ­მა ქალ­მა, ქეით გრე­ვილ­მა თა­ვად გა­მო­ი­ძა­ხა.

პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს 10:00 სა­ათ­ზე შე­ვი­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ქალ­მა ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა ექი­მის ჩარევა არ დას­ჭირ­ვე­ბია.

გიგ­ზი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გიგ­ზი გა­მო­ირ­ჩე­ვა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლე­ბით და ის არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა მე­დი­ის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. 2018 წელს პრე­სა­ში წერ­დნენ, რომ გიგ­ზი თა­ვის ცოლს სა­კუ­თა­რი ძმის ცოლ­თან ღა­ლა­ტობ­და.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: David_Beckham7
3 ნოემბერი 2020 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ტეხავს რა ტეხავს. რა ვერ მოუარა მაგ საოხრეს რო სკანდალში არ ამოეყო თავი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top