მარკუს რეშფორდი გახდა მე-5 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც შეცვლაზე შემოვიდა და ჰეთრიკი შეასრულა. გარდა ამისა ინგლისელ ფორვარდს ამის გასაკეთებლად ყველაზე ნაკლები დრო, 27 წუთი დასჭირდა.
ასევე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ინგლისელი კლუბის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა. აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ამჟამინდელ თავკაცს ოლე გუნარ-სოლსიაერს ქონდა დაფიქსირებული. სწორედ ნორვეგიელი შემოვიდა შეცვლაზე 1999-ში და "ნოტინგემ ფორესტთან" ჰეთრიკი გააკეთა.