მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სადაც ერთმანეთეს "პსჟ" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. თამაში სადაც ბუკმეიკერების აზრით, "იუნაიტედი" წასაგებად იყო განწირული. 5.75 კოეფიციენტი "იუნაიტედის" მოგებას და ამას დაემატა ისიც, რომ გუნდის კაპიტანი და დაცვის ცენტრის 80 მილიონიანი მცველი, თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ასევე ტრამვირებული იყო მეორე ცენტრალური მცველი ერიკ ბაი და სოლსკიაერს თითქოს დაცვის ცენტრში არჩევანი აღარ ქონდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმიას, რომ მბაპე-ნეი-დიმარიას ტრიოს გამჩერებელი ძნელად მოიძებნებოდა.
ყველასთვის მოულოდნელად სოლსკიაერმა აქსელ ტუანზებე გაამწესა დაცვის ცენტრში, რომელსაც აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკმებრის შემდეგ, თამაში არ ჩაუტარებია. ძალიან საინტერესო იყო მატჩის 35-ე წუთი, სადაც კილიან მბაპემ სისწრაფე აკრიფა და მას უცნობი ინგლისელი ბიჭი დაედევნა...
ჯერ იყო და სისწრაფეში ტოლი არ დაუდო და შემდეგ ფიზიკურ ორთაბრძოლაშიც აჯობა.
ინგლისელი უცნობი ბავშვი, რომელმაც მბაპეს და ნეიმარს არაფერი გააბედინა.
საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ მასპინძელი გუნდი "პსჟ" იყო. მართალია გოლი გავიდა "იუნაიტედის" კარში,თუმცა ისიც კუთხურიდან და ისიც თავის კარში გაიატანა ენტონი მარსიალმა. უნდა ითქვას, რომ ტომაშ ტუხელის გუნდი იქცა სოლსკაიერისთვის სასურველ მოწინააღმდეგედ და არც ის არის გამორიცხული, რომ ეს წაგება გერმანელ სპეციალისტს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდეს.
ინგლისური უპროგნოზო გრანდი, უკვე ასე მოიხსენიებენ "მანჩესტერ იუნაიტედს" რომელიც დიდი თავის ტკივლია ბუკმეიკერებისთვის. დავიწყოთ პივრელი ტურით, სადც "ოლდ ტრაფორდზე" გუნდი "კრისტალ პალასთან" დამარცხდა, შემდეგ იყო და იმავე "ოლდ ტრაფორდზე" განადგურდა "ტოტენჰემთან" 1-6. შემდეგ "ნიუკასლს" დაუქამბექა და ახლა ფრანგები დაამწუხრა საფრანგეთში. ფაქტი ერთია, რომ რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით უფრო დიდ კომფორტს განიცდიან სოლსკიაერის შეგირდები.
მარკუს რეშფორდი კი პარიზული კოშმარი გახდა პესეჟესთვის. 2 გამარჯვების გოლის ავტორი და დამწუხრებული (Parc des Princes). კილიან მბაპეს სიტყვები, რომ რეში უდაოდ ერთერთი საუკეთესო იყო, მისი გუნდის სამწუხაროდ მართლდება.
ახლა კი "იუნაიტედს" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს -"ჩელსი" შემდეგ "ლაიფციგი" "არსენალი" და შემდეგ "ბაშაქშექირი" და იქვე "ვესტ ბრომი" და "ევერტონი" ალბათ მარტივი გამოსაცნობია, ვის გაუშრობენ სისხლს და ვისთან დაკარგავენ ქულებს.