გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის ერთერთმა კლუბმა ხუან მატას საოცარი კონტრაქტი შეთავაზა. 2 წლიან ხელშეკრეულების სანაცვლოდ არაბული კლუბი მზად იყოს 32 წლის ესპანელისთვის ხელფასის სახით 40 მილიონი გადაეხადა.
თავდაპირველი შეთავაზება წელიწადში 16 მილიონი იყო, თუმცა მატას უარის შემდეგ ეს თანხა 20 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა მატამ ეს შეთავაზებაც იუარა.
ხუანი თვლის, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თამაში და დახმარება ტიტულების მოპოვებაში.
მატას კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და კლუბი მის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ესპანელის მანჩესტერული კარიერა სრულდება.