ხუან მატამ ახალწვეული, დონი ვან დე ბეეკი შეაქო. 32 წლის ესპანელმა თანაგუნდელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"დონი უჭკვიანესი ფეხბურთელია. მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონს, რადგან იგი თავისუფალ ზონებსა და სივრცეს ყოველთვის პოულობს. საუბარი მაქვს კედლის გათამაშებაზე, პასებზე და მოედანზე გადაადგილებაზე. მას ძალიან კარგად ესმის ფეხბურთი."
მატამ ასევე მიზნებზე ისაუბრა: "ბრაიტონს" მაღალი დონის სპეციალისტი წვრთნის და ვფიქრობ, დღეს კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მომენტები შევქმენით, რითაც ბედნიერი ვარ."
"ძალიან გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ და ტიტულები მოვიგოთ. პირადად მე რაც შემეხება, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად თავს შვენივრად ვგრძნობ და ვთვლი, რომ ჩემს ფეხებს ფეხბურთის თამაში კიდევ შეუძლიათ". - თქვა ესპანელმა.