თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2020, 14:06
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1552,
კომენტარები: 11
სოლსკიაერი სანჩოს შეძენას ითხოვს
ოლე სანჩოს მოყვანას ითხოვს, ვუდვორდი ალტერნატივებს თავაზობს.
სოლსკიაერი სანჩოს შეძენას ითხოვს
"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდიხანია ცდილობს სანჩოს შეძენას, თუმცა გერმანულ კლუბთან ვერაფრით ახერხებს შეთანხმებას. თავად დორტმუნდშიც საკმაოდ გაბრაზებულები არიან "იუნაიტედის" წარმომადგენლების ასეთი არასერიოზული მიდგომით.

სანჩოს გაყიდვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. "დორტმუნდი" არასდროს ყოფილა ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი. ახლაც კი შესაძლებელია უმტკივნეულოდ ახალგაზრდა ინგლისელის შეძენა, თუმცა ყველაფერს მანჩესტერული მხარე ართულებს.

სოლსკიაერი ითხოვს სანჩოს შეძენას, თუმცა ედ ვუდვორდი მას სხვა, ალტერნატიულ ვარიანტებს თავაზობს. შეთავაზებული ფეხბურთელებიდან ერთერთი ივან პერეშიჩია, თუმცა როგორც ჩანს ნორვეგიელ სპეციალისტს დიდად არცერთი შეთავაზებული ვარიანტი ხიბლავს.

თავის მხრივ სანჩო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან გუნდის ხელმძღვნელებს თხოვა ინგლისში გაშვება.

"ბედნიერი ვიქნები თუ "იუნაიტედში" გადავალ."

პრინციპულ პოზიციაზე დგას ევ ვუდვორდიც და არ აპირებს 120 მილიონის გადახდას პანდემიის პირობების ფონზე.

https://talksport.com/
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Scottland
21 სექტემბერი 2020 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Moiyvanet
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top