როგორც ცნობილი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბომბარდირი რობინ ვან პერსი სრულიად გამოჯანმრთელდა და მზად არის უკვე ხვალ მიიღოს მონაწილეობა მატჩში "ნორვიჩის" წინააღმდეგ.შეგახსენებთ რომ რობინმა კურიოზული ტრავმა მიიღო მატჩში "ქფრ"-ს წინააღმდეგ,ის ერთ-ერთ გადამღებ კამერას მიეჯახა.იმ დღესვე გაჩნდა ხიფათი იმისა რომ ვან პერსი ვერ ითამაშებდა "ნორვიჩთან" და "რეალ მადრიდთან" თუმცა სერ ალექს ფერგიუსონმა საბოლოოდ დააწყნარა გულშემატკივრები.
ბოსი:"რობინ ვან პერსიმ ივარჯიშა ამ კვირაში და ის იქნება მომდევნო მატჩის განაცხადში,მისი ტრავმა მოვლას საჭიროებდა თუმცა ახლა ის სრულ მწყობრშია"
რაც შეეხება ფილ ჯონსს:"ფილი დღეს ნელ-ნელა ვარჯიშს შეუდგა,მან ბევრი უნდა იღონოს იმისთვის რომ მოხვდეს მატჩში სამშაბათს (რეალის წინააღმდეგ) მაგრამ ჩვენ მზად ვართ მივცეთ მას შანსი.ხვალ ის არ ითამაშებს".