"მანჩესტერ იუნაიტედმა" სიხარულით დაადასტურა დონი ვან დე ბეეკის გადმოვსლა "აიაქსიდან". ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
გასულ სეზონში ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა 37 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთეა.
დონი ვან დე ბეკმა თქვა: "მე ვერ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა წარმოუდგენელი შესაძლებლობაა ასეთ საოცარ ისტორიის მქონე კლუბში მოხვედრა."
"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო "აიაქსში". მე იქ გავიზარდე და კლუბთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მექნება." ყველამ მითხრა, რამდენად საოცარია აქ ატმოსფერო და მოუთმენლად ველოდები გულშემატკივრების დაბრუნებას."
"ამ გუნდს ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველები და მე ვიცი, რომ მათგან ვისწავლი."
"მენეჯერთან საუბრისას გავიგე, თუ რა ხედვა აქვს ამ გუნდს, კლუბის მიმართულება ძალიან საინტერესოა და მინდა, რომ ამის ნაწილი ვიყო."
"ახლა მზად ვარ კარიერაში გადავდგა შემდეგი ნაბიჯი და შევასრულო სამუშაო უმაღლეს დონეზე. "მანჩესტერ იუნაიტედზე" მაღალი სტანდარტი არ არსებობს."
ოლე გუნარ სოლსკიაერმა თქვა: "დონს აქვს ყველა ტექნიკური ატრიბუტი, რაც საჭიროა ამ გუნდში სათამაშოდ და არის ისეთი პიროვნება, რომელიც საჭიროა "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატების მისაღწევად."
"მისი უნარი დაინახოს სივრცე, მისი მოძრაობები და თამაშის წაკითხვა, ნამდვილად შეავსებს იმ სივრცეებს, რაც გვაქვს ნახევარდაცვაში და მისი ჩამოსვლა ნამდვილად გაგვაძლიერებს."
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დონი ერედივიზიონში და ევროპაში შესანიშნავი იყო და ჩვენ ყველანი ველით მასთან მუშაობას."