დონი ვან დე ბეკი მანჩესტერ იუნაიტედში: "როგორ შეუძლია აიაქსის ნახევარმცველს სოლსკიაერის დახმარება""
ედ ვუდვორდმა საბოლოოდ უზრუნველყო სეზონის პირველი ტრანსფერი. ახალბედა დონი არის ფილ ჯონსის მსგავსი სახის ჰოლანდიელი ნახევარმცველი.
პრემიერ ლიგის ახალი სეზონი რამდენიმე კვირაში იწყება და ყველა კლუბი გაძლიერებულია ახალი მოთამაშეებით. ამრიგად, ჩელსიმ უკვე დახარჯა 200 მილიონ ფუნტზე მეტი მათი გუნდის გასაძლიერებლად. მანჩესტერ იუნაიტედს კი უკვე შეუერთდა მარკოს როხო, კრის სმოლინგი და დინ ჰენდერსონი. შესაძლებელია გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება? როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც გულშემატკივრები ვუდვორდის სახლს თავს დაესხნენ, ის საბოლოოდ მიხვდა და დაიწყო დონი ვან დე ბეკის ტრანსფერზე მუშაობა.
რატომ? დონი ვან დე ბეეკი არის ჰოლანდიელი 23 წლის ნახევარმცველი, რომელსაც მშობლიურ აიაქსში ხშირად ძირითადში იყენებდნენ. მას ჰოლანდიაში ზედმეტ სახელს ბოქსიორს ეძახიან. გასული სეზონის მიხედვით მას სტატისკიტიკის საშუალო სიზუსტე საკმაოდ მაღალი აქვს (82.2%). თუმცა, ის ყოველთვის წინ მიიწევს და ვითარდება, ასევე მას მოსწონს პარტნიორებისთვის ასისტების გაკეთება. რა პოზიციაზე უნდა გამოიყენოს იგი იუნაიტედმა ?
ვან დე ბეკი - ნახევარმცველისოლსკიაერის შეტეცით სისტემაში მატიჩი არის მოთამაშე, რომელიც ირჩევს პოზიციური შეტევის სექტორს და დაზღვევაზე მუშაობს. ვან დე ბეკს აქვს შესანიშნავი პასის ტექნიკა და ძალიან კარგი დარტყმა. ჰოლანდიელს დაცვითი მოქმედებები გარკვეულწილად კარგად ახასიათებს, რადგან იგი თავის ლიგაში ჰეგემონიურ და ფანტასტიკურ აიაქსში თამაშობს ამიტომ ბუნებრივია რომ, გუნდი უმეტეს დროს შეტევაში ატარებს, თავს კი მხოლოდ მეტოქის კონტრშეტევებისგან იცავს. აქ მხოლოდ ერთი შეუსაბამობაა: ოლე უპირატესობას ანიჭებს მაღალ თავდაცვით ფეხბურთელებს - საკმაოდ გავრცელებული მწვრთნელების მეთოდებს. სეზონში რამდენიმე თამაშში შეგიძლიათ ათი სანტიმეტრის სხვაობა ნახოთ საყრდენ ზონაში ? არა! საიდან მოდის ეს რამდენიმე თამაში? ჰკითხეთ ანდრეასს, რომელმაც გასულ სეზონში ზუსტად ორჯერ დაიწყო დაცვით ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.
ვან დე ბეკი - ცენტრალური ნახევარმცველიდონის შემთხვევაში, საუკეთესო ცენტრის ნახევარმცველი უნდა იყოს რომბისებულ ტაქტიკაში რომელიც ოდნავ მაღლა თამაშობს ცენტრში, მოკლე პასების გავლით კარამდე. ეს შეიძლება იყოს ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე პოლ პოგბას გრძელი პასები როგორიც კლასიკური ბრიტანეთის ავტობუსები წინააღმდეგ თამაშის დროს. ამ დროს კი ვან დე ბეკი გამოავლენს ბრწყინვალე დრიბლინგს მეტოქის საჯარიმო მოედანთან ახლოს.
ვან დე ბეკი - შემტევი ნახევარმცველიასეთ ვითარებაში დონი იქცევა ბრუნოს პარტნიორად. დაცვით და ავტობუსის თამაშებში, რომელშიც იუნაიტედი ხშირად ხვდება, ეს შეიძლება დიდი ნაბიჯი იყოს გუნდისთვის და როგორც პორტუგალიელის შეცვლის შემდეგ დონი ბევრად უკეთესი იქნება, ნახევარდაცვაში, ვიდრე ლინგარდი, პერეირა, ჯეიმსი და სხვა მოთამაშეები.
ვან დე ბეკი შესანიშნავია მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარდაცვისთვის. ახალგაზრდა მრავალმხრივი ნახევარმცველი, აიაქსის გულშემატკივრების საყვარელი და ერედივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. თუ ფიქრობთ, რომ მას უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია ან ვერ ითამაშებს შესაბამის დონეზე პრემიერ ლიგაში, მაშინ ბრუნო უკვე 6 თვეა გიმტკიცებთ, რომ ეს სიმართლე არაა. ჰოლანდიელი შესანიშნავად ჯდება სოლსკიაერის თამაშის შემტევი სტრუქტურაში და რთული არ იქნება პროფესიონალ ფეხბურთელს თავდაცვითი მოქმედებების სწავლება. მითუმეტეს იმ მოთამაშეს არ გაუჭირდება ადაპტირება, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე სურდა პრემიერ ლიგაში გადასვლა, იმ კლუბიდან, რომელსაც იუნაიტედის ლეგენდა უდგას სპორტულ დირექტორად (ედვინ ვან დერ საარი - აქ კი ედ ვუდვორდი) ამიტომ სულაც არ არის რთული ამოცანა დონის ტრანსფერი.
კიდევ ერთი რამ, რაც ვან დე ბეკს გამოყოფს ნიდერლანდების ნიჭიერი მოთამაშეებისგან არის ის, რომ მისი მრავალფეროვნება თითოეულ მატჩში ძალიან დიდია. იმის შანსიც მაღალია, რომ ჩვენ აღარ ვიხილავთ ფილ ჯონსს იუნაიტედში, მაგრამ მისი სახს გამომეყტველება არ შემცირდება ფოტოგენულ ასპეტქში თამაშის მთელი 90 წუთის განმავლობაში, ჯონსს ემოციების მთელი სპექტრი ასახული იქნება ჰოლანდიელის სახეზე. იგი გაიტანს გოლს, ან მისი გუნდი დაარტყამს, ის ამოძრავებს ბურთს მინდვრის ზღვარზე, ან უყურებს მეკარეების სეივებს. დონის სახის კუნთები იტვირთება არანაკლებ მისი ფეხების კუნთებისგან თითოეულ მატჩში, ამიტომ ფოტოჟურნალისტები ოლდ ტრაფორდზე ნამდვილად არ მოიწყენენ.
წარსულში, იუნაიტედი ფულს ყველა მიმართულებით ისროდა რომ სწორი ფეხბურთელი მიეღო. ახლა კი გუნდი გახდა კონკრეტულ ტრანსფერისტი. ვუდვორდი ან გენიოსია, რომელიც კლუბისთვის საუკეთესო პირობებს უბრალოდ იყენებს, იცის რომ მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს დარჩენილი ამისთვის, ან ის არის იდიოტი, რომელიც საკუთარი თავის დაცვისთვის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს იყიდის სხვა მოთამაშეების შემცვლელებს და წარუმატებლობის შემთხვევაში, როგორც ადრე მწვრთნელს უკანასკნელ გზას გაუყენებს, რაც ძალიან არასამართლიანია.