"მანჩესტერ იუნაიტედი" სასოწარკვეთილია ჯეიდონ სანჩოსთან დაკავშირებით და კლუბში მზად არიან სატრანსფერო საკითხები "დორტმუნდის ბორუსიასთან" შემდეგ ზაფხულამდე გადადონ.
სანჩო თავიდანვე "იუნაიტედის" ნომერ პირველი სამიზნე იყო ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, მაგრამ "დორტმუნდმა" მათი ვარსკვლავი 108 მილიონ ფუნტით შეაფასა და უარი განაცხადა თანხის შემცირებაზე.
მოთამაშის კონტრაქტი და აგენტებზე გასაცემი საკომისიოები "ეშმაკებს" დამატებით კიდევ 100 მილიონი ფუნტი დაუჯდებოდა, ამიტომ კოროვირუსის პანდემიის ფონზე, კლუბში ტრანსფერი არარეალურად შეაფასეს.
როგორც Daily Mirror- ი ექსკლუზიურ სტატიაში აცხადებს, 20 წლის ინგლისელმა კვირაში 300 ათასი ფუნტამდე ხელფასი მოითხოვა, ხოლო თუ არც გერმანელები და თავად სამჩო მკვეთრად არ შეამცირებენ მათ მოთხოვნებს, ეს ტრანსფერი ამ ზაფხულს არ განხორციელდება.
ამიტომ, "იუნაიტედი" დაელოდება და მკაფიოდ დააკვირდება კლუბის და ფეხბურთელის დამოკიდებულებას მომდევნო ზაფხულამდე, მაგრამ ამავე დროს ეს ლოდინი დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან შემდეგ სეზონში, როდესაც საფეხბურთო ეკონომიკა გამყარებას დაიწყებს, "ეშმაკებს" შესაძლოა კონკურენციის გაწევა მოუწუოთ ისეთ დიდ კლუბებთან, როგორებიც "მადრიდის რეალი", "ბარსელონა", "პსჟ", "ლივერპული" და "ჩელსი" არიან.