სანჩოს საგა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და საბოლოო ჯამში ახალგაზრდა ინგლისელი საკუთარ კლუბში დარჩა. ედ ვუდვორდი დიდხანს ცდილობდა მოლაპარაკებების გამართვას, თუმცა გერმანული კლუბის და თავად ფეხბურთელის მოთხოვნები, რეალობისგან ძალიან შორს იყო.
საქმე ის გახლავთ, რომ თავად ფეხბურთელი ითხოვდა საკმაოდ მაღალ ხელფასს და თან ამ ყველაფერს ართულებდა მისი აგენტი და შუამავალი, რომელიც აგენტს ეკონტაქტებოდა. ამას გარდა თავად "დორტმუნდის" წარმომადგენლები ითხოვდნენ კიდევ ერთი შეაუმავლის ჩართვით მოლაპრაკებებს.
კლუბის ფლობელი გლეიზერები, პრინციპულ პოზიციას იჭერენ და არ აპირებენ შუამავლებს მილიონობი გადაუხადონ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა გადეხადა რამდენიმე მილიონი შუამავლისთვის, რომელიც სანჩოს აგენტს ეკონტაქტებოდა. ასევე რამდენიმე მილიონი უნდა გადაეხადა თავად აგენტისთვის. ასევე რამდენიმე მილიონს ითხოვდა შუამავალი, რომელიც ედ ვუდვორდს "დორტმუნდთან" აკავშირებდა და ამას გარდა კლუბის მიერ მოთხოვნილი 120 მილიონი.
სულ ახლახანს კლუბმა ამერიკის ბანკისგან 140 მილიონი ისესხა, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე.