თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2020, 12:35
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1773,
კომენტარები: 13
ჯესი: "ეს გუნდი ჩემი ოჯახია"
მე დავკარგე საკუთარი თავი. ვაღიარებ რომ მაქვს პირადი პრობლემები.
ჯესი:
ჯესი ლინგარდი იმედოვნებს, რომ შეძლებს ფორმის დაბრუნებას და თავისი გუნდის დახმარებას.

სეზონში ჯესიმ მხოლოდ 9 სასტარტო თამაში ითამაშა. მან აღიარა, რომ მას აქვს პირადი პრობლემები.

"მე დავკარგე საკუთარი თავი, მაგრამ არ მინდა დანებება. მახსოვს როგორი ვიყავი მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. მე მჯერა, რომ შემიძლია დაბრუნება. ისე უნდა ვმუშავო საკუთარ თავზე, როგორც ეს არასდროს გამიკეთებია და მჯერა იმ ადამიანების, რომლებმაც იციან როგორ დამეხმარონ, რომ მე ისევ ვიპოვნო საკუთარი თავი."

”ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებულები დარჩნენ, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი კლუბისადმი სიყვარული და მასთან დაკავშირებული ყველაფერი არ გამნელებია. ეს გუნდი, ეს კლუბი ჩემი ოჯახია და მე გავაგრძელებ შრომას, რათა მათ დასახული მიზნის მიღწევაში დავეხმარო".

ამასობაში, The Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლინგარდმა შესაძლოა ამ ზაფხულს დატოვოს ოლდ ტრაფორდი - 27 წლის ნახევარმცველით დაინტერესებულია "ნიუკასლი", ისევე როგორც ევროპაში რამდენიმე კლუბი, მათ შორისაა "რომა" და "მიუხენგლადბახი".

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: onlyred
30 ივლისი 2020 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ციტატა: shotkin
ციტატა: The Special One
არადა ამან რომ ჟოზესთან ის სეზონი ითამაშა,მეორეზე რო გავედით,მერე პლიუს მსოფლიოზეც ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო იყო,აი ეგ ლინგარდი როგორ დაგვხატავს სკამიდან პროსტა ერთი ტრანსფერის ტოლი იქნება...

ერთადერთი სეზონი სადაც კაი იყო მართლა, და ძაან ლამაზი გოლები უვარდებოდა მახსოვს მიდლსბროსთან შორიდან რო გაიტანა და ტაიმის მიწურულ მოუ რო გახარებული გავიდა 2 წუთით ადრე გასახდელში, წოტფორდთან სოლო რეიდი შეასრულა სერიოზული და ნებისმიერ თავდამსხმელს შეშურდებოდა და ლესტერთან ქომინითი შიელდზე არანაკლები სოლორეიდი, ნუ ჯამში მაშინაც ვიცოდით რო ესეთი ლინგარდიც კი არიყო სასტარტოს კაცი სამომავლოდ მარა აი ეგეთი ლინგარდი სკამიდან მართლა კაი იქნებოდა, უბრალოდ მაგ კაცმა გააკეთა მაქსიმუმი და გვაჩვენა რო მეტი არ შეუძლია რო განვითარდეს + არასტაბილური გახდა და იასნა რო გაუშვებენ თორე გუნდი ეგრე ბევრს უყვარს და ბევრი აკადემიელი წასულა აქედან. ახალია რაფერია.

ფიზიკაზე არ მუშაობდა.
აგერ გრინვუდი.
რა გახდა.
ეს თავაიდანა კარგი იყო ფიზიკურად და მერე სულ მოუკლო ფიზიკას.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივლისი 2020 17:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა წავა თუ არა ამ ზაფხულს
0
№13
ავტორი: Phil Jones
31 ივლისი 2020 03:37
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მე სულ მგონია რომ არაა გასაშვები, ოღონდ არც უნდა ათამაშო თორე ამის იმედზე მტერი იყოს :)))) არაა გასაშვები იმიტომ რომ თუნდაც ვიდეოებიდან ჩანს რომ ძალიან შიანურია, ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მგონია რომ პოგბაც უსმენს ამას... მოკლედ სიტუაციის დამლაგებელი მგონია გუნდში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top