თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2020, 11:47
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1802,
კომენტარები: 12
მთელი ყურადღება სანჩოზე
სკაი სპორტი: გრილიში გამოირიცხა, სანჩოზე მოლაპარაკბები გადამწყვეტ ფაზაშია.
მთელი ყურადღება სანჩოზე
Sky Sports- ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაკარგა ინტერესი "ასტონ ვილას" ნახევარმცველის ჯეკ გრილიშის მიმართ, ხოლო ოლე გუნარ სოლსკაიერი მთლიანად გადართულია სანჩოს ტრანსფერზე.

ის ფაქტი, რომ "ასტონ ვილა" პრემიერ ლიგაში დარჩა, სერიოზულად გაზარდა 24 წლის ინგლისელის ღირებულება და სატელევიზიო არხის ცნობით, ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რომ გრილიში შემდეგ სეზონში "იუნაიტედში" ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ სოლსკიაერი მოთამაშის დიდი გულშემატკივარია.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ "ვილას" უფროსები მზად არიან განიხილონ მხოლოდ ის შემოთავაზებები, რომლებიც აღემატება 80 მილიონ ფუნტს.

ამავდროულად, Sky Sports ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "დორტმუნდი" ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ სანჩოს ტრანსფერზე მიიღონ გადაწყვეტილებები. ამ ეტაპზე ორი კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ორ საკითხზე მიმდინარეობს - კომპენსაციის ოდენობა და გადახდის სტურქტურა.

ტრანსფერის დასრულება "დორტმუნდმა" 10 აგვისტომდე მოითხოვა, რადგან მალევე შეძლონ სანჩოს ჩანაცვლება.

https://www.skysports.com/
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: onlyred
30 ივლისი 2020 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ციტატა: David_Beckham7
მოიცა ამ კეინს ესე რო ვახსენებთ სადმე რამე დაიწერა და რეალურია? რას ამბობთ კეინის გამო ვუყურებ ტოტნეჰემის თამაშებს მარსოზე გული დამწყდება მაგრამ კეინი ბევრად მაღლა დგას

კი მაღალია თავით უკეთესია დაყენებული დარტყმაც კარგი აქვს და პლუს შესრულებაშიც ჯობს.
მაგრამ მომენტებს ვერ იქმნის და მაგ მხრივ მარსიალი მომწონს.
ბევრი ფორვარდი არაა რომელიც მოკლე მანძილზე გაითამაშებს ან წავა მოტყუებაზე, ან შორიდან პატარა სივრციდან გაისვრის.
პროსტა ვარჯიში უნდა უფრო მარსიალს და დაღვინდება კიდე მგონია.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივლისი 2020 17:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სხვა გუნდები რა უცებ აკეთებენ ტრანსფერებს და ესენი...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top