თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2020, 20:16
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1730,
კომენტარები: 27
ბერბატოვმა დეხეას შეცდომებზე ისაუბრა
როცა ფიქრობ, რომ ხელშეუხებელი ხარ, მაშინ უშვებ შეცდომებს.
ბერბატოვმა დეხეას შეცდომებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი დიმიტარ ბერბათოვი თვლის, რომ დევიდ დე ხეას კონკურენცია სჭირდება, რათა არ დაკარგოს მეკარის საუკეთესო თვისებები.

"დევიდ დე ხეას უკეთესად უნდა ეთამაშა მეორე გოლის ეპიზოდში, მან ეს იცის. ჩემი აზრით, იგი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში, მიუხედავად შეცდომებისა, რომელიც მან ამ სეზონში დაუშვა. ყველა მეკარე, თუნაც წარსულში შესანიშნავი მეკარეები უშვებდნენ შეცდომებს."

"დარწმუნებული ვარ, რომ ის აცნობიერებს, რომ ის არ არის ძალიან კარგი და შეუძლია ბევრად უკეთესი. არ ვიცი რა სურს ხალხს, თუმცა, ალბათ, ზოგჯერ მას შეუძლია გამოვიდეს და თქვას: "დიახ, მე შეცდომა დავუშვი", მაგრამ აშკარაა, რომ ეს მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ თამაშის შემდეგ სახლში მისვლისას ის ნანობს."

"თუ კლუბი გადაწყვეტს ჰენდერსონის "შეფილდ იუნაიტედიდან" დაბრუნებას, ვფიქრობ, რომ ეს იქნება დე ხეას სასარგებლოდ - ფეხბურთელებს სჭირდებათ ასეთი შეჯიბრი, ჰენდერსონი კი ჩემი აზრით კარგ ფორმაშია. ის 23 წლისაა, მეკარისთვის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მას წინ თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა აქვს. თქვენ ხედავთ, რომ მას თამაშის დიდი სურვილი აქვს. მე მჯერა, რომ მას შეუძლია დე ხეა გამოაცოცხლოს. "

"ზოგჯერ, როდესაც საკუთარ პოზიციებში დარწმუნებული ხარ, ამ მომენტში ხდება შეცდომების დაშვება. იგივე ხდება ყველა მოთამაშესთან, როდესაც ფიქრობს, რომ ხელშეუხებელია. უფრო მეტ შეცდომას უშვებთ მაშინაც, როცა ნომერ პირველობაში ხართ დარწმუნებული . როდესაც მეორე ხართ, თქვენ იცით, რომ თქვენ მეორე ნომერი ხართ, მაგალითად სერხიო რომეროს შემთხვევაში. ის შესანიშნავი მეკარეა და კარგად მახსოვს ის დღეებიდან, როცა მასთან ერთად ვთამაშობდი "მონაკოში". მე ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია და როდესაც "იუნაიტედში" თამაშის შანსი მიიღო, მან შესანიშნავი სამუშაო გაწია."


http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
27 კომენტარი
№11
ავტორი: onlyred
22 ივლისი 2020 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ციტატა: ALEXFERGUSON
ისევ გადამწყვეტ მომენტში და ისევ ბოლო თამაშებში მოიშალა გუნდი. დავრჩით მემგონი ისევ ლიგის გარეშე.

და რას ამბობ ლიგაზე ხო გაიბდღვნიან რა.
1 თამაშს მოიგებენ და თავი ჩემპიონი ეგონებათ.
დალაგებულად წინსვლა სჭირდებათ.
რამდენადაც კარგია ოლე რო არეულობის გარეშე გადააქვს ეს კრიზისები სამაგიეროს გუნდის გამართვა და სტაბილური ლამაზი თამაში სამწუხაროდ არ გამოდის.
ასეთ დროს ტაქტიკურად უნდა ჩაგრავდეს გუნდებს რა.
მომწონს მეც მაგრამ ზოგჯერ ოლეც ურევს განსაკუთრებით მაშინ როცა იმატებს წნეხი.

რეალურად რომ შეხედო თავიდან ქო და კარგი სერია, მერე სეზონის საწყისში მოიგო რამდენიმე თამაში, პოგბა დააკლდა და აირია, მერე ბრუნომ გაქაჩა.
ახლა ორივე ყავს რამდენადაც ი არადა თითქმის ყველა მაგრამ მაინც ჭირს.
აქ უკვე ფსიქოლოგიის ამბავია, იმდენად დიდია ეს გუნდი ვესტჰემზე რომ უნდა ჭამდეს ახლა მათი კლასით თუნდაც.
ოღონდ კლასი უნდა ჩანდეს და ასე კი არა ბურთი რო უგორდებათ მერამდენე თამაშია ხან ჰარის, ხან ბისაკას და აგერ უკვე ბრუნოსაც.
წარმატებები და ხასიათის დანახვა მინდა მოედანზე, იმ ხასიათის რომლითაც მიჯრით ჰანდიკაპებს დებდნენ.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
22 ივლისი 2020 21:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვფიქრობდი მალე თუ არ გაიტანეს მერე იგივე მოხდება რაც სოტონთანთქო...

მეორე ტაიმში თუ ვერ შემოაბრუნეს თამაში არც არიან ლიგაზე გასვლის ღირსები
0
№13
ავტორი: G100000
22 ივლისი 2020 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
3-1 მორჩება არ იდარდოთ ბიჭებო ;)
0
№14
ავტორი: Bruno18
22 ივლისი 2020 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
დღეს თუ წავაგეთ 100 % დარწმუნებული ვარ რო ლესტერი ბოლო ტამაშში შუაზე გაგვხევს. ნიჩია მაინც უნდა გავაგოროთ, რო იქ უეჭველი მოსაგებად არ ჩავიდეთ თორე ამათ სადაც უეჭველი მოსაგები აქვთ იქ ვერ იგებენ.
0
№15
ავტორი: onlyred
22 ივლისი 2020 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ციტატა: SANDROGRIGA
ვფიქრობდი მალე თუ არ გაიტანეს მერე იგივე მოხდება რაც სოტონთანთქო...

მეორე ტაიმში თუ ვერ შემოაბრუნეს თამაში არც არიან ლიგაზე გასვლის ღირსები

გაიტან ვერ გაიტან ეგ მეორე საკითხია.
ვესტხემზე დიდი რო ხარ ეგ უნდა ჩანდეს მოედანზე.
რო შეგიძლია გადაუარო ეგ უნდა ჩანდეს თორე თუ უნდათ 2-1 მოიგონ.
მთავარია მათი ხასიათი ჩანდეს და ასე ბურთი არ უგორდებოდეთ ფეხიდან.
0
№16
ავტორი: ALEXFERGUSON
22 ივლისი 2020 21:54
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ასე მგონია ლიგაზე გასვლის შიში აქვთ თუ რა ჯანდაბა ჭირთ? კაი რა ვესთხემი რა. ძლივს გადარჩა გავარდნაა,ან რას დადიან ეს ჩემისები,სეირნობენ მოედანზე.
0
№17
ავტორი: საბურთალო
22 ივლისი 2020 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ლიგაზე თუ ვერ მოვხვდით ყველაზე ცუდი ისაა რომ შეიძლება პოგბა წავიდეს, კაცი მსოფლიო ჩემპიონია, უდიდესს იმედებს ამყარებდნენ, ბევრ რამეს ელოდნენ და ამოუვა ალბათ ისეთ გუნდში ყოფნა ყელში რომელიც ლიგაზე ხან ხვდება ხან არა, უფრო ვერ ხვდება, კაცი მსოფლიო ჩემპიონია, ტოპ ნახევარმცველობაზე აქვს პრეტენზია და აღარ მოუნდება ამდენი წელი ევროპა ლიგაზე თამაში და პოგბას გარდა შეიძლებბა სხვებმაც დაგვტოვონ.
0
№18
ავტორი: Methadon
22 ივლისი 2020 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Ჩვენი ოქროს ბიჭი, დაამხო რუნის რეკორდი :))
0
№19
ავტორი: ILoveUtd
22 ივლისი 2020 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ციტატა: The red devi11
ყველაზე საშინელი რა არის იცი ჩემს გუნდს ასეთი ფანები რომ ყავს ვხედავ ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ. როგორ უნდა გიყვარდეს გუნდი თუ ერთი გაშვებული გოლის შემდეგ ასე შეგიძლია ასხა. ჩემი შეფასება ასეთია ყველაზე არამისაღები ფანობა ჩემთვის. არა და ლივერპულს აქვს ასეთი სიმღერა შენ არასოდეს ივლი მარტო. ვენაცვალე იმათ ფანობაში და სიყვარულში. აი ჩემს გუნდს უბანძეაი ფანობა ყავს რაც ძაან ტეხავს. ვინც გინდათ როგორც გინდათ ისე მიიღეთ


გეთანხმები 100% :)
0
№20
ავტორი: T0nn1111
22 ივლისი 2020 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
კაი რა ბიჭო რაა ან მოტივაცია არ გაქვთ ლიგაზე გასვლის ან მუღამი მაინც არ გაქვთ ტო, რო თამაშობთ ტოტალიზატორის ყომარს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top