როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სანჩოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, "ტელეგრაფმა" დაადასტურა, რომ "ბორუსია დორტმუნდი" ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სანჩო შეიცვლის კლუბს. ეს ძალიან კარგი იქნება გერმანელებისთვის, რომლებმაც მასში მხოლოდ 7 მილიონი გადაიხადეს და ახლა 100 მილიონზე მეტს მიიღებენ.
"ფაქტია, რომ მას სურს დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და ის კლუბი რომელშიც ის ითამაშებს "მანჩესტერ იუნაიტედია". ასევე სანჩო ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და ის თამაშში სათადარიგო სკამიდან ერთვება, რაც ჭორებს მისი წასვლის შესახებ კიდევ უფრო რეალურს ხდის."
"ზემოთხსენებული წყაროს თანახმად, "წითელი ეშმაკები" დათანხმდნენ 120 მილიონის გადახდას. ეს სწორედ ის თანხაა, რასაც გერმანული მხარე ითხოვდა."
"უფრო მეტიც, მედია ირწმუნება, რომ სანჩოს ანაზღაურება წელიწადში 12 მილიონი იქნება, ასე რომ სანჩო "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებს."