თბილისი:
მანჩესტერი:
22-06-2020, 20:52
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1738,
კომენტარები: 11
დე ხეა ნომერ მეორე
ჰენდერსონი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, თუ...
დე ხეა ნომერ მეორე
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ჰენდერსონს შესთავაზოს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი, მაგრამ ფეხბურთელი მზად არის გააფორმოს იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მეკარის სტატუსი ექნება.

"თუმცა, არ სურს განმეორდეეს სემ ჯონსტონის სიტუაცია, რომელიც ასევე რეგულარულად აგრძელებდა კონტრაქტს, მაგრამ არასოდეს ჩაუტარებია ერთი ოფიციალური მატჩიც კი."

"ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰენდერსონი მზად არის "იუნაიტედში" დარჩეს შემდეგ სეზონში, თუ მას უბრალოდ შესაძლებლობა მიეცემა კონკურენცია გაუწიოს დე ხეას პირველი ადგილისთვის. ის მზად არის იჯარით არ წავიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ესპანელზე უფრო მაღალი სტატუსი ექნება კლუბში."

"გამოცემის თანახმად, ჰენდერსონს აქვს სხვა კლუბების შეთავაზებები, მაგრამ 23 წლის ინგლისელი არ ელოდება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დათანხმდება მის გაყიდვას, რადგან იცის, რომ ის ადრე თუ გვიან გუნდის პირველი ნომერი გახდება. ახლა მთავარი ისაა მისთვის, თუ როდის მოხდება ეს."


გასათვალისწინებელია ისიც, რომ დევიდ დე ხეამ, 2019 წლის სექტემბერში "იუნაიტედთან" გააფორმა ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი, რომელიც კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.


http://www.manutd.ru/
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: makaveli
23 ივნისი 2020 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
de xea ხელშეუხებელია .. მართლა არარი დღეს ჰენდო მანიუს დონის და მითუმეტეს შეცდომის შთხვევაში ეს არ მგონია იმ წნეხისთვის იყოს მზად რაც აქ ელოდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top