მეისონ გრინვუდი, ჯეიმს გარნერი და ენჯელ გომესი მოხვდნენ ყოველწლიური Golden Boy Award- ის ნომინანტთა შორის, რომელიც მიენიჭება 21 წლამდე ასაკის საუკეთესო მოთამაშეს.
"მანჩესტერელებს" საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ყავთ. ერლინგ ჰოლანდი, იადონ სანჩო, ანსუ ფატი, ედუარდო კამავინგა, ფერან ტორესი და კალუმ ჰადსონ-ოდო.
ადრე ეს ჯილდო წილად ხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოთხ მოთამაშეს - ვეინ რუნი, პოლ პოგბა, ანდერსონი და ენტონი მარსიალი, ხოლო ხმების რაოდენობით მეორე ადგილიზე მარკუს რაშფორდი გავიდა.
კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ევროპაში წამყვანი სპორტული გაზეთებისა და ჟურნალების 30 ჟურნალისტი.