თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2020, 01:33
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1673,
კომენტარები: 11
როგორ განვითარდება მოვლენები
საული სამ დღეში დაადასტურებს, პოგბას მომავალი გაურკვველია, სანჩოს კი "იუნაიტედში" სურს.
როგორ განვითარდება მოვლენები
დღეს საულ ნიგეზმა საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა და ფაქტიურად გუნდიდან წასვლა დაადასტურა. უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა გამოცემები ამტკიცებენ, რომ შეთანხმება მიღწეულია და ესპანელი სულ მალე ოლდ ტრაფორდზე გადავა. სატრანსფერო თანხად კი 70 მილიონი სახელდება.

ერთი კვირის უკან, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პანდემიის გათვალისწინებით, 140 მილიონი ფუნტი ისესხა და აღნიშნული თანხა სწორედ ტრანსფერებს უნდა მოხმარდეს. რა ხდება რეალურად, ამას ზუსტად 3 დღეში გაიგებს სრულიად საფეხბურთო სამყარო, როცა საულ ნიგეზი თავად იტყვის ყველაფერს.

თუმცა ახლა ყველა გამოცემა მიმართულია პოლ პოგბაზე. პოგბას არჩევანი მადრიდის "რეალია" თუმცა არსებობს მეორე ვარიანტი ტურინის "იუვენტუსი", რომელიც თავისმხრივ ძალისხმევას არ იშურებს ფრანგის გადასაბირებლად. აქ ისიც საგულისხმოა, რომ " იუვე" "მანჩესტერს" თანხასთან ერთად მეორე ფრანგს ადრიენ რაბიოს თავაზობს და საბოლოო გადაწყვეტილება ოლე გუნარ სოლსკიაერმა უნდა მიიღოს.

THE SUN კი ამბობს, რომ სანჩომ მიიღო გადაწყვეტილება და მას "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს თამაში და არა სხვა ნებისმიერ კლუბში. თუმცა აქ უკვე გასარკვევია სატრანსფერო ფასი, რომელიც პირველადი მონაცემებით 100 მილიონს აღემატება. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, საულმა საკუთარ გვერდზე წასვლა დაადასტურა, პოგბას მომავალი კვლავ გაურკვევლია, სანჩოს ირგვლივ კი სპეკულაციები არ წყდება.

შეჯამება რომ გავაკეთოთ. თუ საული დაადასტურებს, რომ მისი შემდეგი გაჩერება "მანჩესტერ იუნაიტედია", თუ სანჩოშო გუნდმა ზემოთ აღნიშნული თანხა გადაიხადა და თან იმ ფონზე, როცა კლუბმა საკმაოდ სოლიდური ვალი დაიდო, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლ პოგბა გუნდს დაემშვიდობება.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: The red devi11
2 ივნისი 2020 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ციტატა: David_Beckham7
მაგრად არ გეთანხმები red davil იმაში რო საულის მოსვლა და პოგბას წავსლა უკეთესი იქნება. პოგბას ეს სეზონი არ უთამაშია ფაქტიურად. წინა სეზონში კიდე არც დაცვა გვივარგოდა წინაც უარესად ვიყავით და ცენტრში ფრედიც რო არ მოგვქონდა ლინგარდიც და მაკტომიანიც რო ოსეთი არ იყო მაშინ იწყებდა ხო ყველას გვახაოვს. ბრუნომ როგორ გააძიერქ გუბდი ამას პლიუს საული დავუმატო და ცენტრში შენ ამბობ რო პოგბა ასეთ ფეხბურთელებთან უფრო გააფუჭებს სიტყაციას ვიდრე მეტს მისცემს გუნდს? ფეხბურთი გუნდურია ჩოგბურთი ხო არაა ერთი ერთზე. რატოა აბა ძლოერი საფრანგეთში და რატო იყო იუვეშიც ძლიერი? პირლოები და დიბალები რო ყავდა გვერდით... მოკლედ ჯერ არმგონოა წავიდეს. და თუ ოლემ.1 წელიც დაიტოვა მერე ისეთ გუნდს ვიხილავთ აღარსად წავა თვითონაც რო გააგდო

არაპროფესიონალია და ესაა დზმაო თორე მაგარი კი არა ტოპ ცენტრია უდაოდ ვინ დაობს მაგრამ რა? დაცვა არ გვყავდა თვითონ რას აკეთებდა დდადიოდა მოედანზე და მოურინიოს ბუნტს უწყობდა. ყველაზე მეტად მეზიზღება ეგ მწვრთნელი მაგრამ, პოგბას დიდი წვრილია ჩავარდნილ სეზონში. სხვებიც აიყოლია და რეები აკეთეს. შენ კარგად იცი გარედან რაც ჩანს ეს მაგარია ის მაგარია ეგ ხო მაგრამ, შენ თავად მითხარი ფეხბურთი გუნდური სპორტია და იმისათ ის რომ გუნდი იყოს მაღალ დონეზე შიდა სამზარეულო უნდა იყოს ჯანსაღი, ის რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომ ჯობია წავიდეს, მის გარეშე ყველა თამაში უკეთესი იყო არ დააკვირდი?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

16 ივლისი 2020, 23:15
კრისტალ პალასი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
18 ივლისი 2020, 18:00
იუნაიტედი
ვესტ ჰემი
პრემიერ ლიგა
19 ივლისი 2020, 21:00
იუნაიტედი
ჩელსი
ინგლისის თასი
კრისტალ პალასი16 ივლისი
ვესტ ჰემი18 ივლისი
ჩელსი19 ივლისი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

13 ივლისი 2020, 23:00
იუნაიტედი2
საუთჰემპტონი2
პრემიერ ლიგა
9 ივლისი 2020, 23:15
ასტონ ვილა0
იუნაიტედი3
პრემიერ ლიგა
4 ივლისი 2020, 18:00
იუნაიტედი5
ბორნმუთი2
პრემიერ ლიგა
საუთჰემპტონი13 ივლისი
ასტონ ვილა9 ივლისი
ბორნმუთი4 ივლისი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top