იტალიელი სპეციალისტი და ''მანჩესტერ სიტის'' თავკაცი რობერტო მანჩინი ფიქრობს, რომ მის გუნდს კვლავ აქვს შანსები პირველობის მოსაპოვებლად
''ჩვენ დავამარცხეთ ისეთი გუნდი როგორიც ''ჩელსია''. მოგება ნამდვილად დავიმსახურეთ და კარგადაც ვითამაშეთ, ვფიქრობ მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ყოველივე დაშვებულ შეცდომებს სხვა მატჩებზე გამოვასწორებთ და ყველაფერს გავაკეთებთ პირველი ადგილის მოსაპოვებლად.''
''წინ ჯერ კიდევ 11 მატჩია და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ 8 ქულა გვჭირდება პირველობისთვის. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.''
ბოლოსთვის კი იტალიელმა კომენტარი გააკეთა ინგლისელ მეკარე ჰარტზეც, რომელმაც ლამპარდის მიერ შესრულებული თერთმეტრმეტრიანის მოგერიება შეძლო. ''ვფიქრობ რომ ინგლისში საუკეთესო მეკარე და მთელს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას უკეთესადაც შეუძლია თამაში და თუ მოინდომებს, მსოფლიოში საუკეთესო გახდება.'' - დაასრულა რობერტომ.