იუნაიტედის ლეგენდარულმა მცველმა გარი პალისტერმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რომ რიო ფერდინანდზე უარი თქვა.
''თუ თქვენ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მაშინ რიო აუცილებლად უნდა თამაშობდეს ნაკრებში. საკმაოდ დიდი დარტყმა მივიღეთ, როდესაც ჯონ ტერიმ განაცხადა სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. ამიტომ, გუნდს აუცილებლად უნდა შეენახა რიო ფერდინანდი. რიოს და ტერის წასვლის შემდეგ, გუნდმა დიდი გამოცდილება დაკარგა, რაც შემდეგ დაცვის ხაზზე აისახება. მე არ ვთვლი, რომ კეჰილი და ლესკოტით ინგლისის ნაკრებს არანაირი საშიშროება არ ემუქრება დაცვაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ადრე ვთქვით უარი რიოზე. მის თამაშს ყოველ კვირას ვაკვირდები და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ჰოჯსონმა შეცდომა დაუშვა. რა თქმა უნდა, იგი უკვე ასაკოვანია და სისწრაფე დაკარგა, მაგრამ ეს არ არის ცენტრალური მცველისთვის აუცილებელი. მე და სტივ ბრიუსი არასდროს არ გამოვირჩეოდით სისწრაფით, არამედ პოზიციური თამაშით ვთამაშობდით. მე ვფიქრობ, რომ რიო ფერდინანდი ყველაზე კარგად კითხულობს თამაშს მთელ ინგლისის მცველებთან შედარებით. სერ ალექსი ძალზედ მოხარული იყო, როდესაც გაიგო რომ რიო ნაკრებიდან წამოვიდა, მაგრამ არამგონია იგივე შეგრძნება ჰქონოდა ფერდინანდსაც."