თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2020, 01:32
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2035,
კომენტარები: 11
მილინკოვიჩ-სავიჩი ზაფხულში შესაძლოა გაწითლდეს
სავიჩის მიმართ ინტერესი და კვლავ გაურკვეველი პოგბას მომავალი.
მილინკოვიჩ-სავიჩი ზაფხულში შესაძლოა გაწითლდეს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საბოლოოდ გადაწყვიტა გაიფორმოს მილნიკოვიჩ-სავიჩი, რომელიც უკვე დიდიხანია მათი სამიზნეა, რათა პოლ პოგბა შეცვალონ.


სავარაუდოდ, ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად იქნება კვლავ განაახლოს ინტერესი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან დაკავშირებით, რადგან ისინი პოლ პოგბას ჩანაცვლებას აპირებენ.

"ლაციოს" ნახევარმცველი დიდი ხანია წითელი ეშმაკების სამიზნეა. გასული წლის ზაფხულში ის თითქმის გაწითლდა, რადგან პოგბას "მადრიდის რეალში" გადასვლა თითქმის დასრულებული იყო. თუმცა პოგბას ტრანსფერი ჩაიშალა და "იუნაიტედი" იძულებული გახდა, ტრანსფერი შეეჩერებინა და საბოლოო ჯამში სავიჩი "ლაციოში" დარჩა.

მართალია სეზონი დროებით შეჩერებულია მსოფლიოში ასრებული "კორონა ვირუსის" გამო, თუმცა "მანჩესტერი" ამ დროს გამოიყენებს და ეცდება ზაფხულისთვის ყველაფერი მოგვარებული ქონდეს. "იუნაიტედის" ეს ნაბიჯი, პირდაპირ დამოკიდებულია პოგბას მომავალზე. აღსანიშნავია ისიც, რომ "ლაციომ" მოითხოვა 109 მილიონი ფუნტი, სერბის სანაცვლოდ.

"იუნაიტედი" იმედოვნებს რომ ეს ფასი დაიკლებს, თუმცა "წითელ ეშმაკებს" კონკურენციის გაწევა მოუწევს "ჩელსისთან". ფრენკ ლამპარდს სურდა მილნიკოვიჩ-სავიჩის გაფორმება იანვარში, თუმცა "ჩელისის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თანხა არ დაეხარჯათ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე.


https://metro.co.uk/
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: setera
23 მარტი 2020 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
სანჩო, კეინი და გრილიში პირველ რიგში. +უპამეკანო კულიბალიდან ერთერთი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top