თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2020, 00:21
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2862,
კომენტარები: 32
მიმოხილვა: ლასკი 0-5 იუნაიტედი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
32 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
13 მარტი 2020 01:30
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
იდეალური მატჩი, ვუყურე თამაშს და ბევრი საუბარიც არ მინდა, სწორ გზაზე ვდგავართ, ეხლა ხელს მხოლოდ კორონა ვირუსი თუ შეგვიშლის ))
0
№12
ავტორი: Malboro463
13 მარტი 2020 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ყველა თამაშზე ერთი და იგივეს ხომარ დაწერ
მომატებული აქვთ ბიჭებს და აღსანიშნია ეს..
ჯეიმსის და ვილიამსის უნიჭობაზე სათქმელიც არაფერია ეგ ისედაც ნათელია....
კი იგებენ მარა მაინც ჩანს მწვეთვნელის უცოდინრობა და ამას მომამალ წელს დავინახავთ ეპლში და ლიგაზე შედეგს რომ ვერ დადებს მერე შემადგენლობას კივერ დაბრალებს.
0
№13
ავტორი: shotkin
13 მარტი 2020 03:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
ყველა თამაშზე ერთი და იგივეს ხომარ დაწერ
მომატებული აქვთ ბიჭებს და აღსანიშნია ეს..
ჯეიმსის და ვილიამსის უნიჭობაზე სათქმელიც არაფერია ეგ ისედაც ნათელია....
კი იგებენ მარა მაინც ჩანს მწვეთვნელის უცოდინრობა და ამას მომამალ წელს დავინახავთ ეპლში და ლიგაზე შედეგს რომ ვერ დადებს მერე შემადგენლობას კივერ დაბრალებს.

შენ ხარ კაცი პოზიტივი და კაცი ნათელმხილველი ძმაო :)))))
0
№14
ავტორი: levionok
13 მარტი 2020 03:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
თამაშს ვერ ვუყურე მაგრამ
მიმოხილვა საკმაოდ კარგი დევს და რაღაც შთაბეჭდილება შემიქმნა.მალადეც ბიჭებს მართლა მალადეც ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის ასეთ ნოტაზე ჩამთავრება ჯეიმსს ვაკრიტიკებთ ყველა იქნებ მოუხდეს ოლეს მოუხდა ფრედს მოუხდა და მოუხდა აი მარსიალზე არ ჭრის არანაირი ჯადო ბერ გავაცინეთ კაცი იგალომ ისეთი რამე გააკეთა გოლის მომენტში რომ გაბიფიქრე რომ ტყუილად არ მოუყვანიათ ეს კაცი პროსტა წითელი მაისური არ უხდება)))
0
№15
ავტორი: Lalana
13 მარტი 2020 04:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ახლახან მოვედი სახლში,სამწუხაროდ დღეს თამაშის ნახვის საშუალება არ მქონდა და როგორც ჩანს კარგი თამაშიც “გამიმაზავს” :დ მშვენიერია ასეთი შედეგი,პირველ რიგში მუხტისთვის,რომელიც აუცილებლად ჭირდება გუნდს სეზონის კარგად ჩამთავრებისთვის.ნამდვილად აღარ დარჩა რთული მატჩები და თუ ევროპა ლიგის მოგებისკენაც გაილაშქრებენ კარგი იქნება,თუ რა თქმა უნდა, დროზე-ადრე არ შეწყვიტეს და დიდი იმედი მაქვს ეგ არც მოხდება.

როდესაც შესაქებია გუნდი,მწვრთნელი თუ პრეზიდენტი უნდა შევაქოთ,როდესაც გასაკრიტიკებელია უნდა გავაკრიტიკოთ.ასე იყო და ასე იქნება მუდამ,რადგან გუნდი მდინარე არაა ყოველთვის ერთი მიმართულებით იაროს,ამიტომ ყოველთვის ყველაფერია მოსალოდნელი,როგორც აღმასვლა ისევე დაღმასვლა,ამიტომაც როგორც აღმასვლის დროს მოყვება ქება-დიდება,ისე დაღმასვლის დროს კრიტიკა,ეს ჩვეულებრივი მომენტია და არახალია.

რაც შეეხება კრიტიკას შეგიძლიათ რამოდენიმე კითხვაზე მიპასუხოთ?

1)გუნდს უნდა მოეყვანა თუ არა ზაფხულში თავდამსხმელი?
2)გუნდს უნდა მოეყვანა თუ არა ზაფხულში შემტევი ნახევარმცველი?

3)ვთამაშობდით თუ არა უმეტეს შემთხვევაში უხარისხოდ?
4)რატომ გადაწყვიტა გუნდმა პერეირასა და ლინგარდს დაყრდნობოდა?
5)ხდებოდა თუ არა საკმაო თამაშებში ისე,რომ პირველ ტაიმში კარშიც ვერ ვურტყამდით?
ჰქონდა თუ არა გუნდს ცუდი შედეგები?
6)დავამყარეთ თუ არა საკმაო რაოდენობის ანტირეკორდები სეზონის პირველ ნახევარში?
7)იმის და მიუხედავად რომ გუნდმა დაცვაში საკმაო რაოდენობის თანხა დახარჯა რატომ იყო რომ მაინც ამ კომპონენტში არასტაბილურები ვიყავით?
8)კიდევ ბევრი რამის კითხვა შეიძლება მაგრამ ბოლოს ვიკითხავ,რატომ აღარავინ აკრიტიკებს გუნდს,ან მწვრთნელს?იმიტომ რომ არც საფუძველია ამის და რატომ კრიტიკდებოდა სეზონის პირველ ნახევარში?იმიტომ რომ ამის მიზეზიც იყო.ესაა და ეს.ისე კი დაღუპული ტოტენჰემი და არსენალი კუდში მოგვსდევს და იმათ ფონზე,ბოლოს და ბოლოს დღეისთვის უკეთესი შედეგი აღარ უნდა გვქონოდა?

და იმასაც ხომ ხედავთ,რომ გუნდის ფეხბურთის თამაშს არც სამი და არც ოთხი წელი ჭირდება,აქ მხოლოდ ბრუნოს დამსახურება კი არ არის,არამედ ზოგადად მთლიანად გუნდმაც მოუმატა რაც ამ შემთხვევაში ოლეს დამსახურებაა.როგორც ოლეს ბრალეულობა იყო აქამდე,ასევე მისი დამსახურებაა ის კარგი მდგომარეობაც რაც დღეს ხდება.

გაიხარეთ ყველამ და ბევრი,ბევრი გამარჯვება მომელოცოს თქვენთვის.ახლა კი რაც მთავარია და არა მარტო ახლა,ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.
0
№16
ავტორი: Dato kutaisi
13 მარტი 2020 08:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
Lalala ლუკა ქართველები ვართ ასეთი ხალხი ზოგადად ყველას ნიშნის მოგებით ვუყურებთ დაჟე იმათაც კი ვისთანაც საერთოდ მიზნები გვაქვს.
ვაკრიტიკებდი ოლეს დ კიდეც გავაკრიტიკებ როცა გასაკრიტიკებელი იქნება ჩემის აზრით და ამის არც დაწერის შემეშინდება და არც მომერიდება.
ზოგადად ყოველ მოგებულ თამაშზე გამოხტომა და აბა სად არიან რატო დუმამ კრიტიკოსებიო რომ წერთ ძალიან ბავშვურია ჩემი აზრით.აქ კრიტიკულად ოლეს მიმართ მე ვწერდი და რამოდენიმე ჩვენი ძმა რომლებიც დღესაც წერენ კომენტარებს და არცერთი არ დაკლებია სიტუაციას.
ამ ლოგიკით ახლა ვინც ოლეს აკრიტიკებდა ის ხალხი უნდა ჩადგეს ჩასაფრებაში და მერე იმათმა თქვენ გაკრიტიკოთ?
დაწერა Lalana-მ იდეალურად კითხვები და უპასუხეთ ჯერ და მერე სხვის კრიტიკოსობა და პროფესორობაზე მერე დაიწყეთ ნიშნის მოგებით ლაპარაკი.
როგორც ვატყობ ოკეს სინდრომია ეგ რაღაც რაც ახლა ხდება.მოსვლის დრიდან რამდენიმე ტური რო მუშაობდა და საყოველთაო აღტაცება თვალების დაბნელების პერიოდი რომ იყო და მერე რომ ჩაისვარა ყველა რეკორდულად.
ასე არ დაგვემართოს ახლაც ბიჭებო აი ამაზეა როცა ვინმე ვქერთ რომ ამის გვეშინია და არა რომ ეს გვინდა.
მე დღეს ერთადერთი როსიც მეშინია ეგ აეის ბრუნოში ჩამოკიდებული გუნდის.ბევრს აქვს ილუზია იმისა რომ ოლეს ბრუნო აკლდა ცენტრში და მიტო ვერ თამაშობდა გუნდი ასე.მე არ მჯერა ამის.
0
№17
ავტორი: abrama
13 მარტი 2020 09:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ოლე არასოდეს გამიკრიტიკებია, რადგან რამდენი მატჩი ითამაშა
პერეირა....მატიჩი... ფრედის...
ნახევარდაცვის ტრიოთი, ყველაზე ცუდი ნახევარდაცვა პრემიერ ლიგაში.
0
№18
ავტორი: David_Beckham7
13 მარტი 2020 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
გილოცავთ ბიჭებო ყველას. ერთი ამოსუნთქვით იოლად მოვიგეთ. შემდეგ თამაშში შინ შეგვიძლია აკადემია გავიყვანოთ სრულად და დავასვენოთ ძირითადი, ეხლა კვირას მამლის ჩიხირთმა უნდა ვჭამოთ :D ამ ეტწპზე არანაირი შანსი არ მოუჩქნს ტოტენჰემს რო ქულის გადარჩენა მაინც შეუძლიათ ჩვენ კი ფსიქოლოგიურადაც მაგრად მოვიქოქეთ
0
№19
ავტორი: dybbuk
13 მარტი 2020 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
კარგი თამაში აჩვენეს და მაგარ კაი ხასიათზეც დამეძინა გუშინ.
ხოლო რაც შეეხება ვინც აკრიტიკებდით სად ხართ და ეგეთ კომენტარებს, ბევრი რომ არ ვწერო(არადა რომ დავწერო იგივე უნდა ვთქვა მეც), ძალიან მარტივად აგიხსნათ ლალანამ ყველას ვინც ეგ კითხვა დასვით და გაეცით თქვენც პასუხი, ძაან მაინტერესებს რას იტყვით:))) გუნდი როცა შესაქებია უნდა შევაქოთ და როცა გასაკრიტიკებელია უნდა გავაკრიტიკოთ, ხოლო ვისაც ვარდისფერი სათვალეები მოგწონთ და ცამდე პესიმისტები ხართ, იყავით ბატონო არავინ გიშლით, მაგრამ ნიშნის მოგებით ლაპარაკს თითქოს ვინმე ჩასაფრებული იყოს მანიუს ცუდ თამაშზე ჯობია შეეშვათ, აქ ყველა 1 გუნდს ვბალეშიკობთ და რატომ გგონიათ რომ ვინმეს ამ გუნდის წარუმატებლობა უხარია ვერ ვხვდები, ყველანაირ ლოგიკას სცდება...
0
№20
ავტორი: Billy
13 მარტი 2020 14:49
  • სიახლეები: 20
  • კომენტარები: 15
ციტატა: Lalana

რაც შეეხება კრიტიკას შეგიძლიათ რამოდენიმე კითხვაზე მიპასუხოთ?



საერთოდ, ძალიან არასერიოზული მგონია ეს ნიშნისმოგებით საუბარი და შეინიშნება ხოლმე შიგადაშიგ ჩვენს საიტზე. ნამდვილად გეთანხმებით ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ეს არ გვჭირდება.

უბრალოდ რაც ჩამოწერე იმ საკითხებში ვფიქრობ, რომ ოლეს არანაირი, საერთოდ არანაირი შეცდომა არ დაუშვია და არ შემიძლია არ გიპასუხო. საერთო პასუხი ექნებათ კითხვებს.

ოლეს გუნდს რაც სხვა მწვრთნელების იუნაიტედისგან განასხვავებს, ეს არის ხედვა. ოლეს მოსვლის პირველივე დღიდან ზუსტად ჩანს რა გუნდის აშენებას აპირებს და ვინ ჭირდება ამისთვის. განსხვავებით წინა წლებისგან უკვე ორი სატრანსფერო ფანჯარაა გუნდში არ მოსულა არცერთი მოთამაშე, რომელსაც თავისი ზუსტად განსაზღვრული როლი არ ჰქონდეს. არცერთი ნაბიჯი ოლეს დროს არ გადადგმულა ისეთი, რომელიც მის ხედვას აცდებოდა. წინა პერიოდებს რომ შეადარო, მაგ მხრივ სრული კატასტროფა იყო. მოჰყავდათ ალექსისი და კაციშვილს გააზრებული არ ჰქონდა საერთოდ ერგებოდა თუ არა გუნდს. მაგის გამო დაგვიგროვდა უამრავი უცხოსხეული, რომელიც ორგანული არ იყვნენ გუნდისთვის. მაგ უცხოსხეულებისგან გაწმენდაც დაიწყო ოლემ და მისმა შტაბმა. გუნდიდან გაუშვა დარმიანი, სმოლინგი, ალექსისი - ხალხი რომელიც საერთოდ მოწყვეტილი გუნდს. ასევე გაუშვა ლუკაკუ და ერერა - ხალხი, რომელიც მის მომავალ ხედვებს არ ერგებოდა. გუნდში დატოვა და შანსი მისცა ხალხს, ვინც არაფრად ვარგოდა - ლინგარდს, პერეირას, ფრედს, ჯონსს. აქედან ფრედმა სასწაულად გაუმართლა. პერეირა ისევ იქ დარჩა, ჯონსი და ლინგარდი კიდევ უფრო საშინელება გახდნენ. დარწმუნებული ვარ აქედანაც სწორ დასკვნებს გააკეთებს და გასაშვებს გაუშვებს. როგორ წარმოგიდგენია ერთიანად ათი კაცის გაშვება? ან მათი შემცვლელების მარტივად პოვნა. მთავარია, რომ ვინც გავუშვით, არავინ დაგვკლებია საერთოდ და ვინც მოვიყვანეთ, არავინ ზედმეტი არაა გუნდში. უბრალოდ გენიალურად მიდის სატრანსფერო ამბები ოლეს მოსვლის მერე. ფაზლივით აწყობს ოლე გუნდს და ბრუნოს სახით ფაზლის მთავარი ნაწილი ჩასვა.

თვითონ ოლეს რა ფეხბურთის თამაშიც უნდა, იკვეთება ნელ-ნელა. ეს აღმასვლა რაც ახლა გვაქვს, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ უკვე დანიშნულების ადგილას მივედით, თუმცა გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ. ეს პროცესია, რომელსაც სრული ქაოსიდან გამოვყავართ და ლოგიკურიცაა, რომ ძალიან ცუდი შედეგები გვქონდა, სხვანაირად ვერც იქნებოდა. ვთამაშობდით უხარისხოდ, რადგან ჯერ ვსწავლობდით, ფეხს ვიდგამდით. ანტირეკორდებიც მაგისი ნიშანია. გუნდს უყურებ და ეტყობა, რომ ყველა დაცემისგან სწავლობს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი დაცემაა, ბევრად უფრო დიდიც, ეგეც გარდაუვალია, მთავარია გუნდი სწორ მენტალობას იყალიბებს და იმის რწმენას იმყარებს, რომ სწორ გზაზე დგას. სხვა დანარჩენი თავისით მოვა. შეიძლება ტაქტიკურად სუსტ გუნდებთან თამაშის გასაღები ვერ იპოვა ჯერ და მაგაში საკმაოდ მოიკოჭლებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ გუნდის შენებაში არაფერი, საერთოდ არაფერი შეშლია ოლეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top