ჯესი ლინგარდის გამოჩენას გულშემატკივრების მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა. გუშინ "დერბიმ" "იუნაიტედს" უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. თამაშის დასრულების შემდეგ, გულშამატკივარი "იუნაიტედის" ავტობუსთან შეიკრიბა და ლინგარდის გამოჩენას აჟიოტაჟი მოყვა.
ვიდეო რომელიც ინტერნეტ სივრცეში უმალ გავრცელდა, ასახულია კადრები თუ რა ხდება "იუნაიტედის" კუთვნილ ავტობუსთან. ლინგარდს მოუწია უამრავი შეარაცხყოფის მოსმენა. მას ასევე უყვიროდნენ, რომ ის არის უსარგებლო და რომ 2019 წლის სეზონში არცერთი გოლი და საგოლე გადაცემა არ იყო მის ანგარიშზე.