თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2020, 13:06
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1622,
კომენტარები: 11
პოლ სქოულზმა მარსიალზე ისაუბრა
პოლი მარსიალის შესახებ
პოლ სქოულზმა მარსიალზე ისაუბრა

პოლ სქოულსი არ არის დარწმუნებული, რომ ენტონი მარსიალი იდეალური ვარიანტია მანჩესტერელთა ცენტრფორვარდის პოზიციაზე მიუხედავად ჩელსისთან ნაჩვენები შედეგისა.

პირველი ტაიმის მიწურულს ფრანგის მოხერხებულმა თავურმა საფუძველი დაუდო უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას სტუმრად ლონდონში და კლუბი კიდევ უფრო მიუახლოვა ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ეს მისთვის მე-13 გოლი იყო მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა ირწმუნა მარსიალის გოლეადორობის და ფრანგი ამ სეზონზე მთავარ ცხრა ნომრად განაწესა, თუმცა იანვრის ბოლოს თავი დაიზღვია და "შანხაი შენშუადან" მის შემცვლელად, იჯარით ოდიონ იგალო გაიფორმა.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ის რამდენად მრავალმხრივი მოთამაშეა. არ ვიცი, ის სწორი კადრია თუ არა ცენტრფორვარდის პოზიციაზე, - განაცხადა პოლ სქოულსმა.

ოლე აშკარად თვლის, რომ იგი ამ გამოწვევას გაუმკლავდება და მუდმივად უმეორებს, რომ საჯარიმოში რაც შეილძება ხშირად შეირბინოს და მეტი დრო გაატაროს იქ.


”ჩელსის" წინააღმდეგ პერიოდულად ცდილობდა საჯარიმოში მოხვედრას, მიუხედავად გოლისა ეს არ არის საკმარისი. როცა ნატურალურად ცენტრი ხარ არ გჭირდება მუდმივი შეძახილი სწორი პოზიციის შესარჩევად, ენტონის როგორც ჩანს სჭირდება.“

https://www.manchestereveningnews.co.uk/
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
20 თებერვალი 2020 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ველოდებით იგალოს პერფორმანსს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top