თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2020, 12:56
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1854,
კომენტარები: 11
2-წლიანი ბანი "სიტის" და შანსი "იუნაიტედს"
"იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები გაიზარდა.
2-წლიანი ბანი
UEFA-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "მანჩესტერ სიტი" მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროტურნირებზე თამაშს ვერ შეძლებს. ''ქალაქელები'' ფინანსური ფეარპლეის დარღვევაში დაადანაშაულეს, რის გამოც 2-წლიანი სასჯელი და 30 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს.

პრემიერ ლიგა მისთვის ქულების ჩამოკლებას აპირებს იმავე დარღვევების გამო. თუმცა ეს მათზე აღარავითარ გავლენას აღარ ახდენს, ვინაიდან აღარც ჩემპიონობისთვის იბრძვიან და აღარც ევროტურნირებზე მოხვედრისთვის, კონკურენტ გუნდებს კი ხელს აძლევს მოვლენათა ასეთი განვითარება.

უცნობია, თუ რამდენ ქულაზეა საუბარი, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდს დაბალ დივიზიონში დაქვეითება არ ემუქრება.

UEFA არ აპირებს ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების რაოდენობის შეკვეცას და იმ შემთხვევაში, თუ "სიტის" ქულებს დააკლებს პრემიერ ლიგა და მაინც მოხვდება ოთხეულში, მის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგის საგზურს პრემიერ ლიგის მეხუთე ადგილოსანი მიიღებს.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2020 15:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაც აპირებს დაჯარიმებას როგორც ვიცი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top