თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2020, 02:40
ავტორი: Lalana,
ნანახია: 3345,
კომენტარები: 70
"მანჩესტერს" ახალი კაპიტანი ყავს
სოლკაიერმა "მანჩესტერისთვის" კაპიტანი შეარჩია
ოლე გუნარ სოლსკაიერმა დაადასტურა,რომ "მანჩესტერის" ახალი კაპიტანი ჰარი მაგუაიერი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ აქამდე "იუნაიტედის" კაპიტანი ეშლი იანგი იყო,მაგრამ ის "ინტერში" გადავიდა,სოლსკაიერის აზრით კი მისი ადგილი 26 წლის მცველს უნდა დაეკავებინა.

"ჰარის ეკეთა კაპიტნის სამკლაური და ასე იქნება შემდგომშიც"-განუცხადა სოლსკაიერმა ჟურნალისტებს Aon Training Complex- ში.

ამ სეზონში კაპიტნის სამკალურით გუნდს გაუძღვნენ:დავიდ დეხეა,მარკუს რაშფორდი და ნემანია მატიჩი.ასევე კაპიტნის სამკლაური მოირგო ჯესი ლინგარდმაც,როდესაც ოლემ "ასტანასთან" ახალგაზრდული თერთმეტეული ათამაშა.

მიუხედავად იმისა,რომ მაგუაიერი სულ რაღაც რამოდენიმე თვეა "ლესტერიდან" "მანჩესტერში" გადაბარგდა,ამის და მიუხედავად ოლე გუნარი ფიქრობს,რომ ჰარიმ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა გუნდში.

"ის გუნდში შემოვიდა როგორც ლიდერი,მე არ გამკვირვებია ეს,მაგრამ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დატოვა მისმა ხელმძღვანელობამ,ასე რომ ჰარი გააგრძელებს კაპიტნობას"

კვირას "იუნაიტედი" დაუპირისპირდება "ლივერპულს",ეს ჰარისთვის პირველი სტუმრობა იქნება ენფილდზე "მანჩესტერის" მაისურით.მას კარგი მოგონებები აკავშირებს ენფილდთან,როდესაც ის "ლესტერში" ირიცხებოდა მან გაათანაბრა ანგარიში "ლივერპულის" წინააღმდეგ 2019 წლის თებერვალში.
ახალი ამბები
70 კომენტარი
№11
ავტორი: K1llsw1tch
18 იანვარი 2020 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ეს უფრო იმსახურებს კაპიტნობას და დე ხეა არა?..
0
№12
ავტორი: Malboro463
18 იანვარი 2020 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
პიტო მცველი დარჩა
2 წელში ამის შემცვლელიც მოსაძებნი გახდება.
0
№13
ავტორი: onlyred
18 იანვარი 2020 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
აქ ისეთი სიტუაციაა ვან დეიკიც კი ამათზე უარესი გახდებოდა ან საერთიდ არ მოვიდოდა აქ ჭკვიანი კაცი ჯერ.
მაგარი სერიოზული წნეხია ამ გუნდში თორე აკადემია დაფრინავს აწინაურებენ მერე ქრებიან.
ჰარი ლესტერშიც და ინგლისის ნაკრებშიც მაგარი დონე იყო აქ მოუკლო.
ლინდელოფი ბენფიკაში კედელი იყო აქ ვერა და ვერ დამკვირდრდა.
პოგბა იუვეში რეებს აკეთებდა აქ სარკეს ვერ მოწყვიტეს.
ვინღა არა, ფრედი, ლუკაკუ და ყველა აქ ჩაქრა სხვაგან გამოანათეს.
გუნდს როგორი მენეჯმენტიც აქვს შედეგიც შესაბამისია.
წეღან წავიკითხე პოჩემ ვუდვორდის ჩამოშორება მოითხოვა მოსვლისთვისო და უკვე გარედანაც დაიწყო საუბრები რომ ეგ კაცი აზრზე არაა ფეხბურთის.
ფეხბურთუს კი არა მენეჯმენტის აზრზეც არაა.
დეხეას რაც გაუკეთეს ტიპს კარიერა დაუნგრიეს.
აქ კი გაგვისწირდა ბევრს მაგრამ რეალურად მაგრა ნაგლად მოექცნენ დარჩა და რა ხეირი? იმის ნახევარიც აღარაა და რო წასულიყი რეალში ახლა ალბათ ყველა დროის საუკეთესოებაზე ექნებოდა პრეტენზია.
ოლემ სწორი თქვა, აქ თამაში უნდა უხაროდეთ, მაგრამ დეხეას მსგავსად რო ექცევი შენს ფეხბურთელს და არ ინდობ აბა რომელს გაუხარდება აქ თამაში და რომელი ფეხბურთელი არ დაფიქრდება რომ მეც ანალოგიური არ მომივაო?
ვენაცვალე სანჩესს, იქეთ აწუწუნა ეს პიტალოები. დღემდე მაყუთს უხდიან ტიპს.
იმედია მალე აახვევს ვუდვორდი ამ გუნდიდან და მერე ვისაუბროთ გუნდის განვითარებაზე, იქამდე უბრალოდ ბიძგით მიდის გუნდი წინ.
0
№14
ავტორი: PaLoMo
18 იანვარი 2020 15:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4082
მომავალში სკოტს ველოდები კაპიტნად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: GEORGE22
18 იანვარი 2020 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
სპორტული დირექტორია დასანიშნი და რა ვერ მოაბეს თაავი ამდენ ხანს,ორი წელი უნდა დირექტორის მოყვანას?ვატყობ გლეიზერებს ვაბშე კიდიათ მენეჯმენტი,მიგდებული აქვთ ყველაფერი ვუდვორდისთვის და ესენი მაყუთს იღებენ პროსტა,ისიც ატრიალებს თავის ჭკუაზე ყველაფერს,სანამ არ დაეცემა გუნდის აქციების ფასი და დედა არ ეტირება ყველაფერს იქამდე მუქთამჭამელებივით იქნებიან,მერე ალბათ გაყიდიან ვინმე არაბზე,კაროჩე საკუთარი გუნდი ასე ეკიდოს მფლობელსაც და დირექტორსაც მეორე არ გამიგია,ლესტერიდან დაწყებული საუთჰემპტონით დამთავრებული ყველა იმას ჩალიჩობს რომ გუნდმა რაღაცა გააკეთოს და პროდუქტი შექმნას,ამათ ფეხებზე კიდიათ,ოლეგააა ერთი ვისაც ესმის ეს გუნდი რას ნიშნავს და მაგის იმედი მაქვს.მაგუიერის კაპიტნობა კიდე ცუდი არ არის,რატო უნდა იყოს დე ხეა კაპიტანი,როცა გუნდში ინგლისის ნაკრების ძირითადის ცენტრალური მცველი გყავს,რომელიც ნაკრებშიც შეიძლება დაინიშნოს კაპიტნად და რომელსაც აქვს ლიდერული თვისებები,ელემენტარული ბურთს რომ იღებს იმის არ გეშინია რომ ფეხები აუკანკალდება,თავდაჯერებული მასტია,დაცვის ხაზი მაგაზეა აგებული,მებრძოლია ჟილკიანი თან ინგლისელია,გადამწყვეტი ბურთების გატანაც შეუძლია სტანდარტულიდან და უხეშად მოქცევაც,ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდში რატო უნდა იყოს ესპანელი კაპიტანი ვერ ვხვდები,მესმის ვიცეკაპიტნობა მისცე,მაგრამ დე ხეას არ აქვს კაპიტნის თვისებები,არც როი კინი არ ყოფილა პლანეტის ყველა დროის უძლიერესი საყრდენი,მარა კაპიტანი იყო გუნდის,როცა იმ დროს მანჩესტერში კინზე ათი თავით მაგარი ფეხბურთელები თამაშობდნენ,ჭკუითაც და ფიზიკურადაც.
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2020 16:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ფასზე ვერ თანხმდებიან, ეს სპორტიმგიც ახლა გაგიჟდა, არადა წესით შემდგარი უნდა იყოს ტრანსფერი მარა საეჭვოდ დააგვიანეს გუშინდელის მერე და როგორც ჩანს მართლა ფასია პრობლემა, მანჩესტერი არ იხდის მეტსო და სპორტინგი 80 მილიონამდე ითხოვსო.

საპირისპიროდ სკაი წერს რო 60 მილიონზე შეთანხმდნენ გუნდებიო, ბიბისიმ 80 უნდა სპორტინგს და მანჩესტერი არ იხდისო :) ცივი ომი აქვთ გავლენიან გამოცემებს
0
№17
ავტორი: T0nn1111
18 იანვარი 2020 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
გვეეღადავებიან ესენი შემდგარი ტრანსფერი უქმდებაო
0
№18
ავტორი: bziki
18 იანვარი 2020 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
43 milions adleven egreve 17 bonusebit, mag bonusebzea problema.
Dges mgonia mainc ro moeswreba
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2020 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სირცხვილია უკვე, თავმოყვარეობის თემაა ამდენი წერის და ლაპარაკოს მერეც თუ ვერ იყიდეს

კი აქამდე 43 და + 17 იწერებოდა მარა მერე 80-ს ითხოვსო ვერ გაიგებ კაცი
0
№20
ავტორი: bziki
18 იანვარი 2020 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Aba chashlila mag shemtxvevashi da egaa, shansi araa 80 gadaixados:(
Daje mag 17 milionze wuwkobs, ar unda bolomde gasces ragaceebs atyuebs sportings:d
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top