თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2019, 14:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2135,
კომენტარები: 12
მაკტომინეიმ ტრავმა მიიღო
შოტლანდიელმა სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
მაკტომინეიმ ტრავმა მიიღო
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა და მეტოქე 4-1 დაამარცხა. სკოტ მაკტომინეიმ მეორე ტაიმის დასაწყისშივე დატოვა მოედანი. როგორც აღმოჩნდა, შოტლანდიელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო.

"მან მუხლის დაზიანება მიიღო. არ ვიცი, ეს რამდენად ცუდია" - განაცხადა მატჩის შემდგომ სოლსკიაერმა.

23 წლის ნახევარმცველმა შესაძლოა, "ბარნლისთან" გასამართი მატჩი გამოტოვოს, რომელიც შაბათს შედგება. აღსანიშნავია, რომ მაკტომინეიმ "ოლდ ტრაფორდი" ყავარჯნებით დატოვა.

Opta-მ საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა, შოტლანდიელმა ფეხბურთელმა გუშინდელი შეხვედრის 24-ე წამზე ყვითელი ბარათი მიიღო - ეს უკანასკნელ 12 წელიწადში ინგლისის პრემიერ ლიგაში ყველაზე სწრაფი გაფრთხილებაა.

მაკტომინეიმ ტრავმა მიიღო
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
28 დეკემბერი 2019 12:21
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
წელს ძალიან სუსტია სიტი.პირველ ტაიმშიც ხომ იყვნენ ათი კაცით დარჩენილები,მაგრამ მაინც რაღაცას თამაშობდნენ,აი მეორე ტაიმში კი რასაც ქვია ესპირიტუს გუნდმა გადაუარაა,სანამ სამი გოლი არ გაუტანეს მაქამდე მაგათ კართან სახიფათო მომენტიც კი არ შეაქმნევინეს.სამწუხაროდ,ლივერპული გახდა ჩემპიონი და ეგაა.ზოგადად თასების რაოდენობაში ხომ გადაგვისწრეს და მალე პრემიერ ლიგის თასებშიც დაგვეწევიან.ჩვენ კი ვიყოთ პერსპექტიულები წლების განმავლობაში.სანამ გლეიზერები გვეყოლება სათავეში,მაქამდე წესიერი გუნდი ვერასოდეს გავხდებით.
0
№12
ავტორი: PaLoMo
28 დეკემბერი 2019 15:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: PaLoMo
ვულვზი არის მე5 ადგილზე.ვულვზი,რომელიცი სიტის 20ჯერ დაურტყა კარეების მიმართულებით და 7ჯერ კარში ამასთან 3 გოლი გაუტანა სიტის.

ამას + 0:2 აგებდა ვულვზი და 3გოლი გაიტანა.ჩვემ რატო არ შეგვიძლია ასე შეტევა?თუ ხო საჭირო ხალხი არ გვყავს

მაგრამ მწვრთნელი ყავთ კარგი და ტაქტიკაც აქვთ.ჩვენგან განსვავებით.

ვულვზი ჩვენგან განსხვავებით გუნდია

ხოდა ეგ არის მწვრთნელის დამსახურება და არა ფეხბურთელების.

ციტატა: Lalana
წელს ძალიან სუსტია სიტი.პირველ ტაიმშიც ხომ იყვნენ ათი კაცით დარჩენილები,მაგრამ მაინც რაღაცას თამაშობდნენ,აი მეორე ტაიმში კი რასაც ქვია ესპირიტუს გუნდმა გადაუარაა,სანამ სამი გოლი არ გაუტანეს მაქამდე მაგათ კართან სახიფათო მომენტიც კი არ შეაქმნევინეს.სამწუხაროდ,ლივერპული გახდა ჩემპიონი და ეგაა.ზოგადად თასების რაოდენობაში ხომ გადაგვისწრეს და მალე პრემიერ ლიგის თასებშიც დაგვეწევიან.ჩვენ კი ვიყოთ პერსპექტიულები წლების განმავლობაში.სანამ გლეიზერები გვეყოლება სათავეში,მაქამდე წესიერი გუნდი ვერასოდეს გავხდებით.

წესიერო მწვრთნელი გვინდა და ყველაფერს ეშველება.ვფიქრობ ზაფხულში პოჩეტინიო უნდა დანიშნონ და ეგაა რა სვა გამოსავალი არაა,პოჩემაც იცის ახალგაზრდებთან მუშაობა და ყველაფერს მიიყვანს ფოლომდე + ვიღაცეებს იყიდის და დაგვაყენებს გზაზე თორე ამოვიდა ყელში ამ ლივერპულის 3წლიანი ბლატავი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top