თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2019, 23:58
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2471,
კომენტარები: 17
სოლსკაიერი:"ის იანვარში არ გაიყიდება"
სოლსკაიერი ერლინგ ჰოლანდსა და სხვა შესაძლო სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს.
სოლსკაიერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი ეხმიანება იმ სატრანსფერო სპეკულაციებს რაც გაზეთებში ვრცელდება და ის აღიარებს,რომ ეძებს ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებს,რომლებიც შეძლებენ "მანჩესტერში" თამაშს.

როგორც მოგეხსენებათ შემდეგ თვეში სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და როგორც ყოველთვის "იუნაიტედს" მთელი მსოფლიოს ვარსკვლავებს უკავშირებენ.

ამჯერად კი საუბარია ერთ-ერთ იმ ფეხბურთელზე ,რომელიც "რედ ბულ ზალცბურგში" ირიცხება,კონკრეტულად კი ერლინგ ბრაუნტ ჰოლანდზე,როგორც გაზეთები აღნიშნავენ იგი პარასკევს "მანჩესტერში" მოსალაპარაკებლად ჩავიდა.

ამაზე კი "იუნაიტედის" მენეჯერმა გაიცინა.

"მე არ ვფიქრობ,რომ ის იმ განზრახვითაა ჩამოსული როგორც ამას თქვენ ამბობთ"-თქვა ოლემ პრესკონფერენციაზე,უოტფორდთან მატჩის წინ.

"ის არ არის ჩემი მიზეზით აქ"

"ის აქ მხოლოდ საშობაო დღესასწაულზე იმყოფება "

"რატომ მოფრინავს მანჩესტერში? სტავანგერიდან ყველგან ვერ გაფრინდები"

"თქვენ იცით,რომ მე არ შემიძლია სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვისაუბრო,ეს არაერთხელ მითქვამს"


ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში შეიძლება მანჩესტერში განხორციელდეს ცვლილებები,რადგან ოლე კვლავ აგრძელებს მანჩესტერის გარდაქმნას.

"როგორც მენეჯერი,თქვენ ყოველთვის იმედოვნებთ რომ შეძლებთ ახალი ფეხბურთელების დამატებას,მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის.როდესაც ფეხბურთელს არჩევ ის უნდა იყოს გუნდის შესაფერისი და ასევე უნდა იყოს შესაბამის ასაკში "

სოლსკაიერს ასევე კითხეს შეეცდება თუ არა გუნდი ნახევარმცველის ყიდვას იანვარში და ასევე კითხეს პოლ პოგბას შესახებაც,გაიყიდება თუ არა ის იანვარში

"პოგბა იანვარში არ გაიყიდება,არა"-დასძინა მან.

"ნემანია მატიჩი უკვე ბრუნდება,ასევეა პოლ პოგბას შემთხვევაშიც.რა თქმა უნდა,ჩვენ ისე მსუბუქად ვერ გამოვიყყურებით როგორც ერთი თვის წინ,ამიტომ მე არ შემიძლია დავადასტურო ან ვუარყო შევიძენთ თუ არა ახალ ნახევარმცველს"

"სეზონის დაწყებისას მე კმაყოფილი ვიყავი ამ ნახევარდაცვით"
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
21 დეკემბერი 2019 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Nagelsmanic nito pontia, grandshi sxva situacia daxvdeba.
Laifcigshi exla ra shedegic aq magis gamo Manchestershi gaakritikeben. 4fre,2 marcxi mitumetes ro laifcigi germaniis mashtabit mxolod bavarias chamouvardeba dortmundtan daje tanabar pirobebshi arian.sxva yvela gunds agemateba I'm dozit ro moedanze dominacia sheudlia. Laifcigshi tu hertastan fris gamo Didad ar gakicxaven Manchestershi egre ar iqneba.
an 2 tamashs ro gadaabavs gamartul tamashit da mere chaagdebs(tundac moigos tamashi xarisxis gamo chechamen presashi)
Iset stabilurobas Rac grands ekutvnis verc nagelsmanic dadebs jer pataraa magistvis.

Oles xelweras Rac sheexeba tipiuri presingi da kontrshetevaa mets eg arafers daamatebs, sustebtan ufro kreatiuli sheteva unda da mtlian shemadgenlobas meti klasi, mere stabilurobac moetxoveba manamde am xelwerit metis shesadlebloba ara aq.
Xasiati, ganwyoba, jini ro mices gunds sheudlia araa eg patara ambavi, gundic miyveba jerat misi.
Jozess Rac aklda eg iyo xasiati, Rac seviliastan qna magas ole ar izavda didi albatobit.
Ise chans titqos jozeze uketesi kamanda yavs magram araa egre. Mxitariani, lukaku/zlatani, pirveli sezonis pogba dzaan didi dzala iyo, klasi qondat.
Rame vengeriseul erti shexebit kombinaciebs arc velodi me. presingze gamartuli tamashi araa patara ambavi yvela rgolma idealurad unda imushaos araa egre martivi rogorc chans chadeqi yvela karshi da gadaagde win burti, mitumetes mokle pasebit aaqvs burti grdel gadakidebebs gadaachvia
0
№12
ავტორი: Svanchester
21 დეკემბერი 2019 15:35
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ჰალანდი ჩვენია ეგ უეჭველად.
0
№13
ავტორი: Lalana
21 დეკემბერი 2019 19:07
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
Nagelsmanic nito pontia, grandshi sxva situacia daxvdeba.
Laifcigshi exla ra shedegic aq magis gamo Manchestershi gaakritikeben. 4fre,2 marcxi mitumetes ro laifcigi germaniis mashtabit mxolod bavarias chamouvardeba dortmundtan daje tanabar pirobebshi arian.sxva yvela gunds agemateba I'm dozit ro moedanze dominacia sheudlia. Laifcigshi tu hertastan fris gamo Didad ar gakicxaven Manchestershi egre ar iqneba.
an 2 tamashs ro gadaabavs gamartul tamashit da mere chaagdebs(tundac moigos tamashi xarisxis gamo chechamen presashi)
Iset stabilurobas Rac grands ekutvnis verc nagelsmanic dadebs jer pataraa magistvis.

გეთანხმები,გრანდში სულ სხვა ზეწოლა ექნებოდა ნაგელსმანს,ყოველი ჩავარდნის შემდეგ მოუწევდა ჟურნალისტებთან სხვაგვარი პასუხების გაცემა,მაგრამ მისგან ლაიფციგშიც ითხოვენ შედეგს და თუ პრესკონფერენციებს გადაავლებთ თვალს,თუნდაც შალკესთან წაგების შემდეგ ნახავთ რომ არც იქ აკლებენ და არანაკლები ზეწოლაა მასზე.რაც შეეხება მის შემადგენლობას, დორტმუნდის ტოლი შემადგენლობა არ ყავს,საკმაოდ დიდი სხვაობაა მათ შორის.ერთადერთი ვერნერი და ფორსბერგი დახვდა ნორმალური,თორემ არც ზაბიცერი და არც პოულსენი თამაშობდნენ ასე.ვერნერს კი ერთი გოლით ნაკლები აქვს ლევანდოვსკიზე,ახლა გადახედე რამდენი ჰქონდა წინა წელს,ან ვინ არის მუკიელე,ნკუნკუ,დემე ჰაიდარა და ასე შემდეგ.ახლა რომ გადავხედოთ დორტმუნდის შემადგენლობას საკმაოდ დიდი სხვაობა და ხარისხია,ჰუმელსი და როისი ყავთ,რომელიც ყველაზე გამოცდილები არიან.სანჩო,ვაიგლი და ბრანდტი ძაან მაგარი ახალგაზრდები არიან.ბაიერნი ხომ შემადგენლობით საერთოდ უსწრებს და შედარებაც არ ჭირდება,მაგრამ ამის და მიუხედავად ბაიერნზე მეტი გოლი აქვს გატანილი და მასზე ნაკლები აქვს გაშვებული.ის შემადგენლობა რაც ყავს მაგასთან მიმართებაში შესაბამისი ხარისხიც იდება.აქ ნამდვილად არ ვიცი რა შედეგს დადებდა,ან ამ შემადგენლობით რას იზამდა,მაგრამ ლაიფციგს კი მაქსიმუმს ადებინებს,არაა მარტივი მაგ შემადგენლობით სამ ფრონტზე იბრძოდე,მითუმეტეს როდესაც ჩემპიონთა ლიგის დონის ტურნირზე გამოდიხარ.


ციტატა: bziki
Mxitariani, lukaku/zlatani, pirveli sezonis pogba dzaan didi dzala iyo

ამაშიც გეთანხმები,იყო მაშინ უკეთესი რესურსი,მაგრამ პირველ წელს ლუკაკუ არ გვყოლია.სამაგიეროდ არ ყოლია არც მაგუაიერის მსგავსი მცველი,არც ბისაკას მსგავსი და არც ჯეიმსის მსგავსი გამქცევი ყავდა,კი უნდოდა მასეთი ტიპის ფეხბურთელი,თუნდაც პერისიჩის მსგავსი,მაგრამ მასეთი ფეხბურთელი სულ არ მიუყვანიათ.ასევე ისიც აღსაღნიშნია რომ თვითონვე გაუშვა ერერა და ასევე თვითონვე გაუშვა ლუკაკუ,ამიტომ დღევანდელი რესურსი რაცაა გუნდში მას სურდა ზუსტად ეს,არც მე და არც თქვენ.იმის და მიუხედავად რომ ბევრი რამ არ მომწონს,მაინც რაღაცნაირად მაქვს იმედი და იმედია ეს იმედები გამართლდება,თორემ თუ წინსვლა არ იქნება ძაან ცუდ დღეში ჩავარდებით,ამიტომ ოლემ ყველაფერი უნდა იღონოს რომ რამენაირად ეს გუნდი ამოქაჩოს,მთავარი ისაა როგორ გაუმკლავდება ამას.
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
21 დეკემბერი 2019 20:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
კრიტიკას რაც შეეხება მთელი წელი გუნდი იჯვამდა და აგერ ტოტე სიტის თამაშამდე დაიწყეს ლაპარაკი თუ ვერ მოიგო გადაყვებაო.კრიტიკა ქონდა მოურინიოს ვან გაალს.ვინც უნდა აკრიტიკოს ოლე ყველა მისი ძმაკაცია და შესაბამისად იმას რასაც ოლეზე ამბობენ და წერენ ეგ კრიტიკა კი არა მოფერებაა.ოლეს შედეგები რომ სხვას ქონოდა იმენა 3თვეში გაუშვებდნენ.მაგრამ ოლეს ყველა უთმენდა.
ნაგელსმანი უნდა მოიყვანო აი ოლეს რაც უნდა იმის გასაკეთებლად და არა შემდგარ გრანდში.მას შეუძლია რეალურად არსებული რესურსის ბოლომდე გამოყენება.რაც შეეხება ლიფციგის თანაბარ მდგომარეობას გერმანიის ჩემპიონატში,ამაში ვერ დაგეთანხმები და ამაზე lalanaმაც დაწერა და არ გავაგრძელებ.უბრალოდ ის რასაც ეგ გუნდი აკეთებს უბრალოდ წმინდა სტატისტიკას რომ გადახედო ყველა თამაშში 6-7 კარში დარტყმა აქვს უბრალოდ დარტყმებზე არ მაქვს საქმე.ლიგაზე რასაც შვება ეგ ცალკე თემაა.ოლეს რაც აცადეს იმ დროში ნაგელსმანს ეს გუნდი მოქოქილი ეყოლებოდა
0
№15
ავტორი: Lalana
21 დეკემბერი 2019 22:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
ნაგელსმანი უნდა მოიყვანო აი ოლეს რაც უნდა იმის გასაკეთებლად და არა შემდგარ გრანდში.მას შეუძლია რეალურად არსებული რესურსის ბოლომდე გამოყენება.რაც შეეხება ლიფციგის თანაბარ მდგომარეობას გერმანიის ჩემპიონატში,ამაში ვერ დაგეთანხმები და ამაზე lalanaმაც დაწერა და არ გავაგრძელებ.

არ ვიცი მანჩესტერში გაამართლებდა თუ არა,არც ის ვიცი ოლე რას იზამს მომავალში,მაგრამ ის დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ გერმანელი საკუთარი გუნდებიდან მაქსიმუმს იღებდა და იღებს,რისი რესურსი და გასაქანიც აქვს მაქსიმუმს აკეთებს.სხვათაშორის ოლეს კრიტიკაზეც უნდა ვთქვა,როდესაც მას ცუდად მისდიოდა საქმე ზეწოლა მასზე არ ხორციელდებოდა გარდა ფანებისგან,ვუდვორდი გამოვიდა და მხარი დაუჭირა,ნევილები და სხვები მხარს უჭერდნენ და შემადგენლობაზე აპელირებდნენ,მაგრამ ამავდროულად ასეთ მდგომარეობაში სხვა მწვრთნელებს ზედ უვლიდნენ,ამიტომ არც ისეთი დიდი ზეწოლაა,რადგან ბევრი უდგას და მხარს უჭერს,ერთადერთი სოციალურ ქსელში გულშემატკივრებმა გადაუარეს თორემ ზოგადად დიდ მხარდაჭერას გრძნობს გინდ ბოსებისგან და გინდ მისი ძველი მეგობრებისგან.
0
№16
ავტორი: Dato kutaisi
21 დეკემბერი 2019 23:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
Lalana აპრიორი ვერავინ იტყვის გაამართლებდა თუ არა მაგრამ ფაქტია ყველგან აქვს გერმანული დისციპლინა,სწორი ხედვები,არ კი არა ვერ ფლანგავს ფულს,ხოდა ვინც ყავს იმით დებს შედეგებს
0
№17
ავტორი: Lalana
22 დეკემბერი 2019 00:10
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
Lalana აპრიორი ვერავინ იტყვის გაამართლებდა თუ არა მაგრამ ფაქტია ყველგან აქვს გერმანული დისციპლინა,სწორი ხედვები,არ კი არა ვერ ფლანგავს ფულს,ხოდა ვინც ყავს იმით დებს შედეგებს

რა თქმა უნდა,ვერავისზე ვიტყვით გაამართლებს თუ არა,მაგრამ ნაგელსმანი რომ ჰოფენჰაიმიდან და ლაიფციგიდანაც მაქსიმუმს წურავს ფაქტია.გუნდში კი სანამ მოვიდოდა ვერნერი ყავდა ნორმალური ბიჭი,დღეს კი იმაზე მეტი აქვს უკვე გატანილი ვიდრე წინა წელს სრულ სეზონში.დანარჩენები კი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები არიან და თუ ვინმე დღეს კარგად გამოიყურება მისი დამსახურებაა.ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც მშვენივრად გამოვიდა მისი გუნდი,მასეთ ჯგუფებში ჩვენ წლების წინ ვერც ვცდებოდით,თან ისიც გასათვალისწინებელია რომ ერთი შემადგენლობით სულ ვერ თამაშობს,რადგან სამ ფრონტზე იბრძვიან და ჯერ ძირითადის რა ხალხი ყავს და მეორე შემადგენლობა ხომ მითუმეტეს,მაგრამ მაინც ახერხებს წინსვლას.ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგას უნდა შეეშვას და მთლიანად ბუნდესლიგაზე გადაერთოს,ოთხი ქულით უსწრებს ბაიერნს და მასზე მეტი გოლიც ააქვს გატანილი,ეგ სტატისტიკაც კი გვამცნობს რომ მაგ გუნდისგან მაქსიმუმი აქვს ამოღებული.თუ არ გადაიწვნენ და ბოლომდე ასე გააგრძელეს არ გამიკვირდება ჩემპიონიც გახადოს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top