თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2019, 17:55
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2705,
კომენტარები: 35
სოლკაიერი:"მოხარული ვარ ბიჭების ბრძოლისუნარიანობით"
ოლე გუნარი შეფილდთან თამაშს აფასებს
სოლკაიერი:
ოლე გუნარ სოლსკაიერმა "შეფილდთან" მატჩის შემდეგ განაცხადა,რომ შეძლებოდა თერთმეტივე ფეხბურთელის გამოცვლა ის აუცილებლად გამოიყენებდა ამას."იუნაიტედმა" ამ თამაში ბრამელ ლეინსიდან ერთი ქულის წამოღება მოახერხა.

სოლსკაიერი გაბრაზებული იყო პირველ ტაიმში ნაჩვენები ხარისხით,იქამდე სანამ მისი ახალგაზრდა მოთამაშეები შემოატრიალებდნენ თამაშს და შვიდ წუთში სამი ბურთის გატანას მოახერხებდნენ.

"ჩვენ ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით"-აღნიშნა სოლკაიერმა.

"ამ თამაშის პირველმა ტაიმმა გამახსენა წინა სეზონში ჩატარებული ევერტონთან თამაში,სადაც ორით ნოლის შემდეგ ოთხით ნოლი წავაგეთ"

"რომ შემძლებოდა მეკარის გარდა თითოეული ფეხბურთელის შეცვლა, მე ამას აცუოლებლად გავაკეთებდი"

"შეფილდის ფეხბურთელები ისე მოქმედებდნენ როგორც სურდათ,მათ ჩვენზე მეტად სჯეროდათ საკუთარი თავის.ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და არც კი ვიცი რა ემოციების ქვეშ ვიყავი მაშინ"

თინეიჯერმა ბრენდონ ვილიამსმა და მეისონ გრინვუდმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება,მარკუს რაშფორდმა კი წინ გაიყვანა "მანჩესტერული" გუნდი,მაგრამ ოლი მაკბურმა ბოლო წუთებზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

სოლსკაიერი კი მოხარულია გუნდის ასეთი ბრძოლისუნარიანობით.

"გასულ წელთან შედარებით განსხვავება ძალიან დიდია.გასულ წელს შეიძლება ოთხი ან ხუთი გოლი გაგვეშვა იმის ნაცვლად,რომ თამაში დავბრუნებულიყავით"

"ახლა კი ჩემი გუნდი არ ნებდება და ესაა განსხვავება წინა სეზონის გუნდთან შედარებით"


წყარო:Standart.co.uk

სიახლეები
35 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
26 ნოემბერი 2019 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
თქვენ ბიჭებო მანიუს ფანი ხართ თუ სულშერის?
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
26 ნოემბერი 2019 22:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
Selassie გვარდიოლას ტაქტიკოსობაში გეთანხმები და არც არასდროს მიმაჩნდა ტაქტიკოსად.საქმე რაშია იცი ტაქტიკოსობა სხვა რამეა და სხვა რამეა როცა გუნდს ელემენტარულ კომბინაციას რო ვერ ათამაშებ.არცერთი სტანდარტული სახიფათო რომ არ არის ამდენი აყუდებულის ხელშიც კი.ნებისმიერ ნეიტრალურ ფეხბურთის გულშემატკივარს რომ კითხო გეტყვის ეს გუნდი საერთოდ ვარჯიშობს რამეზეო?როდესაც ამბობ ხალხი უნდა შეირვეს ბევრი პრონციპითო,ახლა მითხარი პერეირას დატოვება რა კრიტერიუმით გადაწყვიტა და თან სხვა ნახევარმცველებს გამადიდებელი ლუპით აკვირდებოდა?ფაქტი არის ერთი.გუნდს პროგრესი არ ეტყობა.გუნდს ეტყობა რეგრესი.ამიხსნას ვინმემ ოლეს მოსვლის დროს თუ მისცხეს მოგებები და თან სანახაობრივი მოგებები,იმის მერე დღევანდელი გუნდი რატომ არის ასეთი.დაცვა გააძლიერა ამას თუ გაძლიერება ქვია ყველა თამაშში გოლს უშვებენ პლიუს შეფილდთან 3 ერთად.ახლა ხომ გუნდი უნდა იყოს უფრო მაღალ საფეხურზე ვიდრე მოირინიო რომ წავიდა წმინდა სათამაშო კუთხით?ოლეს კრიზისი რომ დაეწყო ეგ სეზონის ბოლოს ჩანდა უკვე მაგრამ როგორც ყოველთვის,მენეჯმენტმა ფანტასტიური გადაწყვეტილება მიიღო დაჟე ჩასვრილი სეზონის ბოლოზე დახუჭა თვალი და კონტრაქტი გაუფორმა.
ხშირად ისმის აქ რომ მწვრთნელების ცვლა ცუდიაო და მითხარით ერთი რომელმა გუნდმა არ ცვალა ტრენერები და არ მიაღწია წარმატებას.რეალი ლივერპული სიტი ბარსა.საკმარისია ესენი ჩამოთვალო კაცმა რომ დასკვნაც ჩანს ლოგიკური.მიუხედავად იმისა რომ ახალ მწვრთნელს ახალი მიდგომები მოაქვს და თავისი იდეები აქვს და იწყებს ცვლილებებს და ეს ზოგჯერ მტკივნეულიც არის,მაგრამ ფეხბურთი არის ცოცხალი პროცესი.აღარაა ფერგის დრო როცა ერთი სასტავით 4-5 სეზონს ითამაშებდი უკონკურენტო ჩემპიონატში.ხალხი ცვლილებებს აკეთებს იყოდიან არ გაამართლებს გაიშვებენ.მწვრთნელი ვერ გაქაჩავს არავინ აცლის გაუშვებენ.ჩვენ ეხლა ვანდობთ ბრმად გუნდს სრულად გამოუცდელ უავტორიტეტო და როგორც ჩანს საერთოდ გრანდისთვის შეუფერებელ მწვრთნელს.ვთქვათ და არ გაამართლა ოლეს პროექტმა 2-3 წელში.მერე რას ვშვებით ვხურავთ გუნდს თუ როგორაა ჩვენი საქმე?
გუნდი შენდება ამბიციებით და არა ტრადიციებით.ტრადიციას და ისტორიას პატივი უნდა სცე და არა რეალობაში იცხოვრო მისით.ეს გვჭირს ჩვენ.გუნდს შეიძლება არაფერში არ ჭირდებოდეს რომელიმე ვარსკვლავი მაგრამ ხმაურიანი ტრანსფერის გაკეთებით უკვე ამბოციას აჩვენებს და აძლევს სიგნალს სხვა ვარსკვლავებს რომ აქ სერიოზული პროექტი კეთდება და არა ლონგსტაფებზე გამოკიდებით.რომელ წესიერ ფეხბურთელს უნდა გადავიდეს გუნდში სადაც ლონგსტაფის დონის ფეხბურთელებშინამოყოფს თავს და მწვრთნელთან რომელიც ღიად ამბობს მე თავისუფლებას გაძლევთ ბიჭებო და უბერეთ თქვენითო.
აქამდე მოგებული ყველა თამაში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გატანილი გოლებით იყო და არა დამუშავებული კომბინაციით.წელს დაჟე ნახევარი მგონი პენლებით გვაქვს გატანილი.
ორივე ჩვენ და სხვებიც აქ ამ გუნდის სიყვარულის გამო ვწერთ და ყველას წელში განართული გუნდი გვინდა და გვინდა ამ გუნდის ჰეგემონოასაც მოვესწროთ.ამ მიზნამდე მისვლის ჩვენეული ხედვა გვაქვს ყველას და ასეც უნდა იყოს.უბრალოდ როდესაც ვმსჯელობთ უმჯობესია ყველამ არგუმენტებით ვილაპარაკოთ და არა ისე აქ რომ ხდება ხოლმე.
მინდა ფეხბურთის გაგებაში არ ვიყო და ჩვენი გუნდი დაგრინავდეს.მაგრამ ერთხელ მაინც დავსვათ კითხვა და ყველამ გავცეთ პასუხი.
ვთქვათ ოლეს პროექტმა არ გაამართლა -მერე რა გვეშველება?
0
№13
ავტორი: Karanadze
27 ნოემბერი 2019 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Magalitad manchesterma gamoicvala mwvrtnelebi magram nexvis meti araferi moutania. DDD Shefildi iqneba tu sxva dabali donis clubi mtavari aris is ro shekrulebi arian da titoeuli fexburteli ibrdzvis bolomde. Es aklia zustad manchesters gundis ert mushtad shekvra da fexburtelebi bolomde mebrdzolebi.
0
№14
ავტორი: bziki
27 ნოემბერი 2019 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გვარდიოლა არაა ტაქტიკოსი???????
ვახ რას არ გაიგებ დაჟე აქ ბევრს უხაროდა ჟოზე რო მოვიდა გვარდიოლას მაგიერ:)
კრუიფზე მეტი თუ არა ნაკლები არ გაუკეთებია უკვე გვარდიოლას ზიგადად ფეხბურთისთვის(ტრენერ კრუიფს ვგულისმობ და არა ფეხბურთელს)
ტიპმა ყველა დროის საუკეთესო თუ არა ერთ ერთი საუკეთესო გუნდი შექმნა.
ვერავინ რო ვერ ეთამაშებოდა ბოლოს ავტობუსები ჩაუყენეს კარებში.
უამრავი ნოვაცია აქ შეტანილი ფეხბურთში ზოგადად,მეზარება ჩამოთვლა და ახსნა.
რა კრუიფი რა ვანგაალი რა მარსელო ბიელსა საერთოდ სხვა რამეს თამაშობს საერთოდ სხვას,თავისი ხედვა აქ მკაფიოდ ჩამოყალიბებული რომელიც მანამდე კრუიფს კი არა მიხელსს არ ქონია
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
27 ნოემბერი 2019 02:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: bziki
გვარდიოლა არაა ტაქტიკოსი???????
ვახ რას არ გაიგებ დაჟე აქ ბევრს უხაროდა ჟოზე რო მოვიდა გვარდიოლას მაგიერ:)
კრუიფზე მეტი თუ არა ნაკლები არ გაუკეთებია უკვე გვარდიოლას ზიგადად ფეხბურთისთვის(ტრენერ კრუიფს ვგულისმობ და არა ფეხბურთელს)
ტიპმა ყველა დროის საუკეთესო თუ არა ერთ ერთი საუკეთესო გუნდი შექმნა.
ვერავინ რო ვერ ეთამაშებოდა ბოლოს ავტობუსები ჩაუყენეს კარებში.
უამრავი ნოვაცია აქ შეტანილი ფეხბურთში ზოგადად,მეზარება ჩამოთვლა და ახსნა.
რა კრუიფი რა ვანგაალი რა მარსელო ბიელსა საერთოდ სხვა რამეს თამაშობს საერთოდ სხვას,თავისი ხედვა აქ მკაფიოდ ჩამოყალიბებული რომელიც მანამდე კრუიფს კი არა მიხელსს არ ქონია

ტაქტიკოსობა მე და შენ სხვადასხვაგვარად გვესმის ეტყობა:)ტაქტიკოსობაში მე კონტექსტი რაც იყო ის მივაყოლე და ასე ამოგლეჯილად თუ ვიტყვით სისულელეა.ტაქტიკოსობა სტატეგობის თვალსაზრისით იყო იმ კომენტარში რაც მე ვუპასუხე.
ხოლო რაც შეეხება გვარდიოლას ზოგადად.სხვა თავისი დამახასიათებელონხედვა აქვთ და ტაქტიკა,მიდგომა ფეხბურთელებთან.ბოლო ბოლო ფეხბურთია ეგ და ვიღაცის დაწყებულს გააგრძელებ აბა ველოსიპედს ვერ გამოიგონებ,მაგრამ რეალურად გვარდიოლას ბარსა რატომ იყო დაუმარცხებელი?იმიტომ რომ მესი იყო ბარსაში.რატომ მესი?იმიტომ რომ ხავი ინიესტა და ასეთი შემსრულებლები ახლაც ყავს სიტიში მაგრამ ვარსას შედეგების მეასედს ვერ დებს.ზოგადად დიდ პროექტებს ფენომენები ქმნიან.ასე იყო გვარდიოლას ბარსაც და ასევე იყო ზიდანის რეალი რონალდოსთან ერთად.
0
№16
ავტორი: Lalana
27 ნოემბერი 2019 03:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გვარდიოლას გააჩნია თავის ხედვა და ფილოსოფია,მაგრამ მას ახალი არაფერი გაომუგონებია,უბრალოდ ჟურნალისტებმა კარგად შეფუთეს და დაარქვეს მას ტიკი-ტაკა.არც რინუს მიხელს გამოუგონებია ტოტალური ფეხბურთი და არც კატენაჩო გამოიგონა ერერამ,უბრალოდ მათ ეს ფილოსოფია თავიანთ გუნდებში დანერგეს რომლებმაც წარმატება მოუტანეს და ზუსტა ამიტომაც მათ მიეწერათ ამ ფილოსოფიის დანერგვა,მაგამ ორივე სტილს მაგ ორ მწვრნელამდეც იყენებდნენ სხვა გუნდები.გვარდიოლამდე 2008 წელს ესპანეთმა ლუის არაგონესის ხელში ზუსტად იმ სტილში ითამაშა რაც შემდგომ გვარდიოლას ბარსაში ვიხილეთ,მაქამდე არ მახსოვს ზუსატად რომელ წელს მაგრამ ბიელსა ზუსტად იგივე ტაქტიკის დანერგვას ცდილობდა არგენტინის ნაკრებში მაგრამ არ გამოუვიდა.რაც შეეხება მის სტრატეგობას ის არც თუ ისე ძლიერია ამაში,როდესაც მისი გუნდი იმ ფილოსოფიით ვერ ახერხებს თამაშის წარმართვას როგორითაც მას სურს ამ შემთხვევაში არ შეუძლია მას გარდატეხის შეტანა მატჩში,ეგ იქიდანაც გამომდინარეობს რომ მისი გუნდები ყოვლთვის დომინანტები იყვნენ თამაშებში და ამას მოჰქონდა კიდევაც წარმატება,მას აქვს ხედვები,მათემატიკურად გათვლილი თითოეული კომბინაცია,ყველფერი დაგეგმილია წინასწარ თუ ვინ ვის რა დროს უნდა მისცეს პასი და ვინ რა დროს სად უნდა იდგეს,ამ კომპონენტში მართლაც ძლიერია,თავის ფილოსოფიას საკმაოდ კარგად ნერგავს გუნდებში,მაგრამ ის აკლია ზუსტად რაც ავღნიშნე.გარდატეხის შეტანა უნდა შეეძლოს ისეთ თამაშებში რომლებშიც არ მისდის მის გუნდს კარგად საქმე,მაგრამ ამ დროისთვის გვარდიოლა და კლოპი საუკეთესო მწვრთნელები არიან,ნუ ახალ თაობას არ ვეხები ჯერ და დარწმუნებული ვარ ეს ახალი თაობა უკეთესზე უკეთესები იქნებიან.

ისე კი ვატყობ კლოპი მოუს გზას ადგას.მოურინიო თავის დროზე კლოპივით საკმაოდ მაღალ და მძლავრ პრესინგს თამაშობდა პორტოში და ადრეულ ჩელსიშიც,მაგრამ თანდათან თავისი ფილოსოფია შეცვალა და პრაგმატიზმისკენ წავიდა,ზუსტად მზგავსი ვექტორი აქვს აღებული კლოპსაც.
0
№17
ავტორი: bziki
27 ნოემბერი 2019 08:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Faqtia Gvardiolam 21saukunis fexburti shecvla, zogadad barsaa sxva filosofiis gundi lamasiels tavidanve gansxvavebuli xedva aq fexburtze,
Gvardiolas novaciebze tiki takeze, 5 kvadradtze burtis goreba Im 5 kvadradtze 2-3 mowinaagmdegis shequcheba sivrcis gaxsnis miznit, flangebis maqsimaluri gawelva sxva da sxva xerxebit, dakargul burtze 3 kacianI presingi imwamsve da uamravi detail moargo tanamedroveobis standartebs.
Aris didi informacias Internetshi gvardiolazee, marto anris aqvs imdeni nalaparakebi eg eyofa.
Tamshis mimdinareobisas stilis an taqtikis gadawyoba, sxva da sxva gundebtan sxvadasxva taqtikit utamasheblobas Rac sheexeba egec mshvenivrad sheudlia ubralod principulad ar aketebs, an ra unda shecvalos dominantia yvela tamashshi, tamashamde amushaveben strategias shua tamashshi ki ara.

Yvela masze dlier gunds ro sxvadasxva taqtikit ar etamasheba rogorc joze(masze sustebs jozec mudmivad 4 2 3 1 it etamasheba),
0-1 ro agebs da porvards ar amatebs, an 1-0 ro igebs da mcvels ar amatebs egreve ar nishnavs ro tamashis shecvla ar sheudlia.
0
№18
ავტორი: stepno
27 ნოემბერი 2019 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბიჭო როგორ არ გვიმართლებს თან ესეთ საშინელ დღეში ვართ და რამდენი ფეხბურთელი გვაკლია ტრამვის გამოო :(( პოგბა და სკოტი უბრალოდ გუნდის მთავარი ძალაა ნახევარ დაცვასი და მაგათ გარეშეე საშინელებაა მანჩეს ყურება
0
№19
ავტორი: JuanMata
27 ნოემბერი 2019 12:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვუდვორდის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ იცის მწვრთნელების არჩევა, არ აქვს ჩამოყალიბებული სპორტული სტრატეგია, როგორ უნდა განვითარდეს გუნდი.

ტრანსფერებს რაც შეეხება, ამას უკვე მწვრთნელი და მისი შტაბი ირჩევს, ვინ ჭირდებათ.

ვუდვორდს შეიძლება დააბრალო, ის რომ არასწორი ხალხი შეარჩია გუნდის სახელმძღვანელოდ, მაგრამ მე რასაც ვუყურებ არც ერთი მწვრთნელის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ერევა და ბოლომდე ცდილობს მათი სურვილები აასრულოს. გამონაკლისი შეიძლება იყო, ჟოზეს ბოლო პერიოდი, როცა უკვე აღარ ჯეროდა მისი.

ასე რომ ოლეს ფეხბურთელები არ ყავს და რა ქნას, ეს ბოროტი ვუდვორდი არავის ყიდულობს, არ არის არგუმენტი.

ვინც უნდოდა ოლეს და შეიძლებოდა გადაბირება, ყველა უყიდა. ბრუნოსაც იყიდდა და დიბალასაც, მაგრამ ოლეს არ მოუნდა. ედს რომ ფულის ხდა ტრანსფერებში და ხელფასებში არ ენანება ისედაც ჩანს და თვითონაც აქვს ნათქვამი.

და თვითონ გუნდის მომზადებას და თამაშს რაც შეეხება, ამას მითუმეტეს არანაირი კავშირი არ აქვს მანჩესტერის ხელმძღვანელობასთან. 10 თვის მწვრთნელობის შემდეგ, გუნდი რომ შეკრული არაა და ბურთის გათამაშების დროს ერთმანეთს ვერ უგებენ, პასუხი მოეკითხება მწვრთნელს და მის შტაბს.
გუნდი სტაბილურად ორ-სამ თამაშს კი არა 20-30 წუთს ვერ აბამს. უბრალოდ აიღო ოლემ ფერგის ვარიანტი, რომელიც 90-იანებში გამოიყენა და ცდილობს კოპირება გაუკეთოს და თან უნიჭოდ.

კარდიფმა გაუშვა ეს კაცი 12 თამაშის მერე, გუნდმა, რომლის მთავარი მიზანი პრემიერლიგაში დარჩენა იყო, ამასაც ვერ გაუმკლავდა. არ ვიცი, შეიძება ნიჭიერი კაცია, სწავლა და გამოცდილება ჭირდება, მაგრამ მოდი სხვაგან ისწავლოს და მიაღწიოს შედეგებს და თუ მოუნდება მოიყვანონ უკან.
0
№20
ავტორი: Lalana
27 ნოემბერი 2019 12:59
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
Faqtia Gvardiolam 21saukunis fexburti shecvla, zogadad barsaa sxva filosofiis gundi lamasiels tavidanve gansxvavebuli xedva aq fexburtze,
Gvardiolas novaciebze tiki takeze, 5 kvadradtze burtis goreba Im 5 kvadradtze 2-3 mowinaagmdegis shequcheba sivrcis gaxsnis miznit, flangebis maqsimaluri gawelva sxva da sxva xerxebit, dakargul burtze 3 kacianI presingi imwamsve da uamravi detail moargo tanamedroveobis standartebs.
Aris didi informacias Internetshi gvardiolazee, marto anris aqvs imdeni nalaparakebi eg eyofa.
Tamshis mimdinareobisas stilis an taqtikis gadawyoba, sxva da sxva gundebtan sxvadasxva taqtikit utamasheblobas Rac sheexeba egec mshvenivrad sheudlia ubralod principulad ar aketebs, an ra unda shecvalos dominantia yvela tamashshi, tamashamde amushaveben strategias shua tamashshi ki ara.

Yvela masze dlier gunds ro sxvadasxva taqtikit ar etamasheba rogorc joze(masze sustebs jozec mudmivad 4 2 3 1 it etamasheba),
0-1 ro agebs da porvards ar amatebs, an 1-0 ro igebs da mcvels ar amatebs egreve ar nishnavs ro tamashis shecvla ar sheudlia.

21ე საუკუნის ფეხბურთი იმიტომ გგვონია რომ შეცვალა,რადგან ტოტალურ ფეხბურთს ფეხბურთში აღარ ჰქონდა იმხელა გამოყენება და გუნდები უფრო სხვა ტაქტიკითა და ფილოსოფიით მოქმედებდნენ.არსებობს,ინგლისურ და გერმანულ ენაზე წიგნები სადაც ფეხბურთის ისტორიასა და საფეხბურთო ტაქტიკების განვითარებაზეა,იქ ბევრი დეტალია აღწერილი იმ ყველაფერზე რაზეც საუბრობ,თუნდაც ახლ რაც ჩამოთვალე ეგ ნიუანსები ტოტალურ ფებურთსაც გააჩნდა და კატენაჩოს ტაქტიკაშიც კი მოითხოვბოდა მეტოქესთან მჭიდრო და მძლავრი პრესინგით თამაში.გვარდიოლამ გარდაქმნა ტოტალური ფეცბურთი,თავისი ნიუანსებიც შეიტანა სადაც უფრო ბურთის ფლობაზე იყო ორიენტირებული გუნდი,მაგრამ ძირითადი ასპექტები მაინც ტოტალური ფეხბურთისგანაა აღებული,თითოეუილ დიდ მწვრთნელს ტაქტიკაში თავისი ხედვა და ცვლილებები შეაქვს,მაგრამ როგორც ასეთი ფილოსოფიის ჩამოყალიბებას ფებურთში დრო და საფეხბურთო მუშაობა ჭირდება,წინა კომენტარშიც ვთქვი,თუნდაც კატენაჩოს სხვა მწვრთნელები და გუნდებიც იყენებდნენ,ეს ყველაფერი დროთა განმავლობადი მუშავდებოდა,მაგრამ ერერამ ამ სტილს კიდევ თავისი ხედვები ჩაურთო და მოაგო შემდეგ საკუთარ გუნდს,ასევე იყო მიხელსიც,მაგრამ მათ არ შეუქმნიათ არც ერთი,უბრაოდ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზების ნაზავია რომელსაც დროთა განმავლობაში საფეხბურთო სამყარო ქმნიდა.ასევე გვარდიოლამდე იყო მოედნის რამოდენიმე ასპექტად დაყოფა და ამის მიხედვით გადანაწილება ფეხბურთელების.რაც შეეხება დომინაციას შეიძლება იყო დომინანტი თამაში მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თამაშის სადავეები შენ ხელშია,თამაშობს თავის ერთი ხედვით მაგრამ თუ დაბრკოლება შეხვდა შემდეგ უჭირს ამის გადაწყობა,ძაან რთული გასახსენებელია წაგებული სიტვაციიდან როდის მოუგია მას თამაში.გვარდიოლამ თავისი ხედვები შეიტანა საფეხბურთო სამყაროში,ისევე როგორც მოურინიომ,საკიმ,კლოპმა და ასე შემდეგ,მოდერნიზაცია გაუკეთეს თავის დროზე რაღაცეებს.რაც შეეხება თუნდაც 4-2-3-1ის,შეიძლება ამ ტაქტიკით თამაშობდე უამრავი მატჩი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თამაშის მსვლელობისას ის არ განიცდის ცვლილებას,გააჩნია კონკრეტულ თამაში ფეხბურთელებს რა დავალება აქვს მიცემული,შეიძლება ერთ მომენტში ეგ ტაქტიკა საერთოდ სხვაგვარ ტაქტიკაში გადაიზარდოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top