თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2019, 11:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2489,
კომენტარები: 25
ევრა: "ხალხი დასცინის "იუნაიტედს" რადგან ჩვენ მათ ტკივილს ვაყენებდით"
პატრისმა კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.
ევრა:
"მანჩსტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ, რომელიც ამჟამად კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრია, საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გულშემატკივრებს მიმართა და მათ მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"როგორც ყოველთვის, ვამბობ: ხალხი დაგვცინის, რადგან ჩვენ მათ წლების მანძილზე დიდ ტკივილს ვაყენებდით!

ახლა როდესაც რთული დრო გვიდგას თუ მხარს არ დაგვიჭერთ ეს ნიშნავს იმას, რომ მხარდაჭერას არც მაშინ გამოხატავთ როდესაც გამარჯვებების გზას ვადგებით.

ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსოფლიოს მაშტაბის ფანატებისგან პოზიტიური ენერგიის მიღება გვჭირდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყვლამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა როლი გვაქვს თვითოეულს".
- განაცხადა დასასრულს ევრამ.



წყარო: footballhd
ახალი ამბები
25 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
26 სექტემბერი 2019 16:19
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: Lalana
სანამ ვუდვორდი აქ იქნება მაქადე ამ გუნდს არაფერი ეშველება.ამ ხნის განმავლობაში მანჩესტერისთვის ერთი შესაფერისი მწვრთნელი ვერ მოიყვანა.აი რამდენი წელია უსახურ ფეხბურთს ვუყურებთ,შედეგზე აღარაა ლაპარაკი,უბრალოდ ნორმალური ფეხბურთის ყურება მომენატრა,რომ დაჯდები და ისიამოვნებ თამაშის ყურებით.

ციტატა: 100%Red
https://www.sportbible.com/football/reactions-news-legends-arsene-wenger-wants-t



o-become-manchester-united-manager-20190926?source=facebook&fbclid=IwAR2tPYsbS9j



0_44XrpOV9NRKLM9BA1XazRCv2wTAfU_ypBzUTwsuCwW6MOo
ვოტ ეტა პავაროტ wink wink wink wink

არ ხსნის გვერდს და როგორც ლინკშია აღწერილი ვენგერის კანდიდატურაზეა საუბარი ხო?:D

მაგრად გაასწორებს არსენა მწვრთნელად, ლამაზ და შემტევს მაინც ვითამაშებთ.
ვუდვორდს ვერ გაუშვებენ, სავარაუდოდ გადაწყვეტილებებს მწვრთნელის დანიშვნაზე გლეიზერები იღებენ, თორე აქამდე დააპანღურებდნენ.

რატომ გააპანღურებდნენ?რაც მათვის სასარგებლო იყო იმას ყოველთვის აკეთებდა ვუდვორდი,ფინანსური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესა გუნდი დაგ კლეიზერებს მეტი არც უნდოდათ.არამგონია გლეიზერები წყვეტდნენ თუ ვინ უნდა მოვიდეს მწვრთნელად,მაგისთვის ყავთ ვუდვორდი,თორემ მაგაზე თავს ნამდვილად არ შეიწუხებენ

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

"მანჩესტერ იუნაიტედი - გუნდი, რომლის გაწვრთნა არის ოცნება.

წითელ ეშმაკებში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია თავდაჯერებულობა და გამბედაობა.

მანიუს ოთხი ფეხბურთელის დამატება სჭირდება, მაგრამ საჩემპიონო პოტენციალი ამჟამინდელ შემადგენლობასაც გააჩნია.

მანკუნიანელებისთვის ბევრი იდეა მაქვს." - განაცხადა ფრანგმა.

არ ვიცი ვენგრმა ეს მართლა განაცხადა თუ არა,მაგრამ ყოჩაღ ასეთი გამბედაობისთვის.ცოტა ხანი ნამდვილად დაამშვენებდა ამ გუნდს,ბოლოს და ბოლოს ფეხბურთს მაინც ვითამაშებდით და ახალგაზრდებიც განვითარდებონენ მის ხელში.
0
№12
ავტორი: 100%Red
26 სექტემბერი 2019 16:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ არსენალთან რასიზამენ ახლა მაგია საქმე what
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
26 სექტემბერი 2019 18:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ვენგერისთვის ინკუბატორად რომ არ ექციათ გუნდი და ყოველ სეზონზე ახლის შენება არ დაჭირვებოდა ძალიან დიდ შედეგებსაც დადებდა.აი აქ რომ მოიყვანონ მე პირადად მივესალმები და მოუს წასვლისასაც მაგას ვწერდი.ავტორიტეტული პერსონაა ნუ ინოვატორი არაა მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ფეხბურთის თამაშს დავიწყებდით და მომავალ მწვრთნელს დახვდებოდა გუნდი.ახლა ნახირია ეგ მენახირის გარეშე
0
№14
ავტორი: giorgi_mg
26 სექტემბერი 2019 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
Lanana რამოდენიმე დიდ კომპანიაში მაქვს ნამუშევარი და დამიჯერე ყველა ოვნერი ჩართულია ტოპ მენეჯერის შეფასებაშიც და დანიშვნაშიც, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, 4 არასწორ ქმედებას არცერთი ოვნერი არ გაგიტარებს, თან როგორ შეცდომას, გუნდს შედეგი საერთოდ არ აქვს, ვუდვორდი რომ კარგი ფინანსური მენეჯწრია გავიგეთ, თუმცა ბაზარზე ეგწთები ბევრია, თუ ვუდვორდი ნიშნავს, მაშინ უკვე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და საფეხბურთო ანუ ტექნიკურ დირექრორს დანიშნავდნენ და მას ჩააბარებდნენ მაგ საკითხებს, ანუ ამ ლოგიკით გამოდის რომ ვუდვორდს მწვრთნელის დანიშვნას არ ეკითხებიან და არც შედეგებზე არ სთხოვენ პასუხს. ბოლო განცხადებაც ვუდვორდის ნათელია, კრიზისი გუნდს არ აქვსო! ხომ თქვა? თქვა, ანუ ეს მისთვის კრიზისი არ არის, რათქმაუნდა 600 სჩემთა მილიონია შემოსავალი დალშე კიდია ტიპს.
ასე რომ ჩემი აზრით გლეიზერები არიან ამ კომპონენტში აქტიურად ჩართულები.
0
№15
ავტორი: Svanchester
26 სექტემბერი 2019 21:40
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Dato kutaisi
ვენგერისთვის ინკუბატორად რომ არ ექციათ გუნდი და ყოველ სეზონზე ახლის შენება არ დაჭირვებოდა ძალიან დიდ შედეგებსაც დადებდა.აი აქ რომ მოიყვანონ მე პირადად მივესალმები და მოუს წასვლისასაც მაგას ვწერდი.ავტორიტეტული პერსონაა ნუ ინოვატორი არაა მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ფეხბურთის თამაშს დავიწყებდით და მომავალ მწვრთნელს დახვდებოდა გუნდი.ახლა ნახირია ეგ მენახირის გარეშე

ვენგერს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მწვრთნელად. იდეალური კანდიდატურაა აი იდეალური. ბოლო ბოლო ფეხბურთით ვისიამოვნებთ და არსენალისგან განსხვავებით ინკუბატორი არ ვართ რომ ყოველ სეზონზე ამ კაცს ვარსკვლავების გაზრდა ვთხოვოთ
0
№16
ავტორი: Lalana
26 სექტემბერი 2019 22:03
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: giorgi_mg
Lanana რამოდენიმე დიდ კომპანიაში მაქვს ნამუშევარი და დამიჯერე ყველა ოვნერი ჩართულია ტოპ მენეჯერის შეფასებაშიც და დანიშვნაშიც, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, 4 არასწორ ქმედებას არცერთი ოვნერი არ გაგიტარებს, თან როგორ შეცდომას, გუნდს შედეგი საერთოდ არ აქვს, ვუდვორდი რომ კარგი ფინანსური მენეჯწრია გავიგეთ, თუმცა ბაზარზე ეგწთები ბევრია, თუ ვუდვორდი ნიშნავს, მაშინ უკვე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და საფეხბურთო ანუ ტექნიკურ დირექრორს დანიშნავდნენ და მას ჩააბარებდნენ მაგ საკითხებს, ანუ ამ ლოგიკით გამოდის რომ ვუდვორდს მწვრთნელის დანიშვნას არ ეკითხებიან და არც შედეგებზე არ სთხოვენ პასუხს. ბოლო განცხადებაც ვუდვორდის ნათელია, კრიზისი გუნდს არ აქვსო! ხომ თქვა? თქვა, ანუ ეს მისთვის კრიზისი არ არის, რათქმაუნდა 600 სჩემთა მილიონია შემოსავალი დალშე კიდია ტიპს.
ასე რომ ჩემი აზრით გლეიზერები არიან ამ კომპონენტში აქტიურად ჩართულები.

აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობა თუ არ არის ეგ და პასუხისმგებლობა მას თუ არ ეკისრება მაშინ არ ვიცი რა გითხრა.გლეიზერებისთვის მთავარია იუნაიტედისგან შესაბამისი შემოსავლები მიიღოს,ამ პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ გუნდს არანაირი პრობლემა არ შექმნია,აქედან გამომდინარე ვუდის მოღვაწეობით არ იქნებოდნენ უკმაყოფილონი და ამიტომაც არ განთავისუფლებულა.სპორტული დირექტორის თანამდებობა საერთოდ არ აქვს მანჩესტერს.
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
26 სექტემბერი 2019 23:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Svani
ციტატა: Dato kutaisi
ვენგერისთვის ინკუბატორად რომ არ ექციათ გუნდი და ყოველ სეზონზე ახლის შენება არ დაჭირვებოდა ძალიან დიდ შედეგებსაც დადებდა.აი აქ რომ მოიყვანონ მე პირადად მივესალმები და მოუს წასვლისასაც მაგას ვწერდი.ავტორიტეტული პერსონაა ნუ ინოვატორი არაა მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ფეხბურთის თამაშს დავიწყებდით და მომავალ მწვრთნელს დახვდებოდა გუნდი.ახლა ნახირია ეგ მენახირის გარეშე

ვენგერს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მწვრთნელად. იდეალური კანდიდატურაა აი იდეალური. ბოლო ბოლო ფეხბურთით ვისიამოვნებთ და არსენალისგან განსხვავებით ინკუბატორი არ ვართ რომ ყოველ სეზონზე ამ კაცს ვარსკვლავების გაზრდა ვთხოვოთ

ზუსტად მაგას ვამბობდი ოლე რო ინიშნებოდა.ვენგერი თავისუფალი იყო და ყველაზე კარგი კანდიდატურა იყო მაშინ ვერნგერი.აი ერთი დაძახება უნდოდა გამოიქცეოდა სირბილით,მაგრამ არა.აი საიდან მონახეს პროსტა ოლე და რამ გადააწყვეტინათ ასეთი გამოუცდელი კაცისბდანიშვნა მაშინ როცა გუბდიდან უშვებდნენ უზომო გამოცდილების მწვრთნელს.შეცდომა იყო ოლეს მოყვანა და დრომაც აჩვენა.უფრო სწორად შეცდომა იყო კონტრაქტის გაფორმება.როგორც მოიყვანეს დროებითად ისევე უნდა გაეშვათ სეზონის ბოლოს ჩაგდების გამო.მარა იგივე შეცდომა გაიმეორეს რაც მოუსთან.არავინ რო არ აძალებდათ ისე გაუგრძელეს მოუსაც და დაუდეს ოლესაც.ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილებები არის ვუდვორდის ბრალი.თორე ტრანსფერებს ვერ აკეთებსო ეგაა მიამიტობა.ტრანსფერებს იდეალურად ჩარხავს.აი ეს ფანჯარა იყო ოლესი და ვერ გამოიყენა სწორად.უფრო სწორად რო ვთქვა ეგონა სწორ გუნდს აყალიბებდა და შეცდა.ეგონა ვინც დატოვა ინგებით რამეს შეძლებდა,მაგრამ ვერ ვხვდები ერთს.ვერავინ დამაჯერებს რომ ამ შემადგენლობას არ შეუძლია ვესთ ჰემის და კრისტალის დონეზე თამაშიც კი,ვერ დავიჯერებ ამას.თუ ოლე თავის მხრივ დებს ტაქტიკას სტრატეგიას და ვინმე ვერ უსრულებს,რატო არ ცვლის ამ ხალხს?რატომაა სულ ერთიდაიგივე ხალხი,რატომაა სულ ერთნაირად ვბოდიალობთ.არ ვიცი რა უბრალოდ გუშინ დავრწმინდი რომ ოლემ არ იცის თუ როგორ მართოს ეს ნახირი,არც იცის როგორ იმუშაოს გრანდთან და ზოგადად რა იცის მე ვერ ვხვდები.ერთი ვიცი კონტრ შეტევის გარდა არაფერიც არ იცის.ეს კონტრა შეტევა გამართლებულია ისეთ გუნდში რომლებიც 20 ეულში დარჩენისთვის იბრძვის
0
№18
ავტორი: tazius
27 სექტემბერი 2019 03:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოლემ რომც მოინდომოს ფერგიუსონის მსგავსი ხისტი ლიდერობა, არ გამოუვა. მაშინდელ მანჩესტერში ფერგიუსონი იყო ყველაფერი, მწვრთნელიც, მოტივატორიც, დამლაგებელიც, ვუდვვორდიც და სკაუტიც. რასაც იტყოდა ის იყო გადამწყვეტი. ეხლა რომ ადგეს ოლე და აბა დავაი ააცვით აქედან, ვისაც თამაში არ გინდათო, ვერ იტყვის... გამოვა მეორე დღეს ვუდვორდი და დააჭერინებს განცხადებას ხელში.
0
№19
ავტორი: Lalana
27 სექტემბერი 2019 03:23
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მნიშვნელოვანია, ვიცხოვროთ მოთმინებით, სანამ სულშერი და მისი ბიჭები წარმატებულ მანჩესტერს შექმნიან. გუნდს ფინანსური პროგრესი აქვს, ხალხი კი ლაპარაკობს, რომ კრიზისი გვაქვს - ტყუილია, მანჩესტერის შემოსავალმა რეკორდულ, 627 მილიონ ფუნტს მიაღწია, რომელიც, რა თქმა უნდა, საფეხბურთო მხარეში დაბანდდება-

ასე განმარტა ვუდვორდმა ჩვენი კრიზისი.არ თქმა უნდა,ამათთვის კრიზისი მაშინ იქნება როდესაც ვეღარ მიიღებს გუნდი წესიერ შემოსავლებს.აბა ისაა კრიზისი როჩდეილთან და ასტანასთან რომ ძლივს იგებენ,ვესთჰემთან და კრისტალპალასთან რომ ვაგებთ,უღიმღამოდ რომ ვთამაშობთ და თვალების დათხრა რომ გვიწევს ყოველ თამაში.რა ვიცი,ამ ფულს გუნდის განვითარებისთვის გამოვიყენებთო,ეტყობა როგორც ამ ზაფხულს გამოიყენეს ისე გამოიყენებენ მომავალშიც.ასეთების ხელში რომ არის ეს საწყალი გუნდი მაგიტომაცაა რომ სადღაც ბინძურ ადგილასაა გაჭედილი.
0
№20
ავტორი: kaizerstein
27 სექტემბერი 2019 03:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
დიდი იმედი მაქვს მილანის აღმართის გავლა არ მოგვიწევს... ბოლოს დაგვრჩება ერთი ვარსკვლავი დეხეა დონარუმასავით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top