თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2019, 14:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2408,
კომენტარები: 12
ახალი კონტრაქტი ლინდელოფს
"მანჩესტერ იუნაიტედი" შვედი ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავს.
ახალი კონტრაქტი ლინდელოფს
ოლე გუნარ სოლსკიაერის სამწვრთნელო შტაბი, გუნდის ხელმძღვანელობსთან ერთად გეგმავს, რომ გუნდის ახალგაზრდა შვედი ცენტრალური მცველი ვიქტორ ლინდელოფი კლუბში დიდხანს დატოვოს.

გამომდინარე იქიდან, რომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ლინდელოფის მიმართ ინტერესს ესპანური გრანდი "ბარსელონა" იჩენდა, "წითელ ეშმაკებს" მიაჩნიათ, რომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც შესაძლოა წასვლის სურვილები მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე გაუჩნდეს.

ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, "გლეიზერების" კლუბი ვიქტორ ლინდელოფს ახალ გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს. ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს.

ვიქტორი, ინგლისურ გრანდს 2017 წელს პორტუგალიური "ბენფიკა"- დან შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 პრემიერ ლიგური შეხვედრა ირიცხება.

უნდა აღინიშნოს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი სპეციალისტის ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში ლინდელოფი აქტიურად განიხილება. ფეხბურთელი აქტიურად იკავებს ძირითად შემადგენლობაში ადგილს.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: David_Beckham7
16 სექტემბერი 2019 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
FC ზე ვნახე დეხეამ 2023 წლამდე გაახანგრძლივქო და ხო ნამდვილი ამბავია? ამის უფასოდ გაშვება და ახალი მეკარის ყიდვისთვის 80 და 100 მილიონოს ზედმეტქდ ხარჯვა იქნებოდა დიდი სისულელე. ძაან სასიამოვნო იმფორმაციაა
0
№12
ავტორი: kaizerstein
21 სექტემბერი 2019 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
არსად გაგვექცეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top