თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2019, 15:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2937,
კომენტარები: 16
რიო: "ლინდელოფი - ეს კატასტროფაა"
ფერდინანდმა "იუნაიტედის" ფეხბურთელი გააკრიტიკა.
რიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა რიო დერდინანდმა, კლუბის ამჟამინდელი უკანახაზელი, შვედი ფეხურთელი ვიქტორ ლინდელოფი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი მოქმედებები მოედანზე კატასტროფულია.

"ორივე ცენტრალური მცველი პასუხისმგებლობას ინაწილებს. ვერ წარმოვიდგენ როგორ უგებდნენ ერთმანეთს სოლ კემპბელი და მარტინ კიოუნი, ისინი ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება ლინდელოფს - ეს კატასტროფაა "იუნაიტედისთვის". ვესტეგორის გოლი პირადად შვედის კისერზეა, რადგან მან მოწინააღმდეგესთან მჭიდროდ არ ითამაშა".
- ციტირებს Daily Mail-ი ფერდინანდის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში, ცხრილის სათავეებისთვის მებრძოლმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინდელ შეხვედრაშიც ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და უკვე ზედიზედ მესამე მატჩია ოლე გუნარის შეგირდები ახლადდაწყებულ ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებენ.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
2 სექტემბერი 2019 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Dato kutaisi
ჯერაც ბოსები ფერგის ეკითხებიან და მისი გავლენის ქვეშ არიან.
ეს იგივეა ახლა რეალს რომ ყველა მისი ლეგენდის აზრი ეთვალოსწონებინა ან ბარსას.ჩვენნაირი გამოქლიავებული სიტუაცია ჭორს ბავარიას.იმიტომ რომ ისინიც ისევ ძველ აზროვნებაში არიან ჩარჩენილები.ინიტომ რომ ბოსები ძველი აზროვნების და რაღაც სიახლისადმი ჩაკეტილი სასტავია.
ხოდა გვეშველება მაშინ როცა ფერგის დროს აღარ მივტირით და იმას არ ვიტყვით ფერგი როგორც შვებოდა იმ მიმართულებას უნდა დავუბრუნდეთო.აღარაა აღაც ფერგის დრო ახლა და არ მეტ ბასბის.სხვა რეალობაა სხვა ფეხბურთი და ამას ან მიყვები ან ხარ კრისტალების ვუკვზის და სოტონის დონე

მართალს ამბობ დავით.
ჩემი აზრით მთლიანად უნდა შეიცვალოს სამწვრთვნელო შტაბი. ფერგიუსონის დროს ვისაც ნამუშევარი აქ ის ხალხი უნდა მოაშორო. ყველა ძველი სისტემით და იდეოლოგით არიან გაჟღენთილები.
კერიკმა ან ფელანმა რამე რომ იცოდეს მათი ხელი მაინც დაეტყობოდა გუნდს
იგივე ნიკი ბატი სარეზერვო გუნდს დე და აღარ ყავს შედეგებს თავი რომ დანებო ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან.
ისეთი მწვრთვნელია საჭირო ვინც გუნდს ახალ სტილზე გადაიყვანს როგორც ლივერპული და სიტი გადავიდა. ამას ვერც ბრიტანელი შეძლებს და ვერც ყოფილი მანჩესტერელი.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
2 სექტემბერი 2019 01:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
Marlboro463 კი ძმა კი ეს უკვე აშკარად ჩანს და უბრალოდ არ უნდა ხალხს რომ ეს დაინახოს.ეს ძაან გავს ჩვენს ყოფას აი აღმაშენებელი თამარ მეფე და საერთოდ აცდენილი ვართ რეალობას.წარსულს უნდა სცე პატივი მაგრამ წარსულით არ უნდა იცხოვრო.ლივერპულს უდიდესი წარსული და ისტორია აქვს და რა თუ შეიცვალა მიდგომა და უკეთ თამაშობენ ამით წარსულს არ სცეს პატივი თუ ლივერპული აღარაა?დრო გადის იცვლება ყველაფერი და ჩვენ კი ისევ იგივე მდგომარეობაში ვართ.რატომ?იმიტომ რომ ვუყურებთ იმას რა ვიყავით ადრე.ადრე ვიყავით იმ ეპოქაში როდესაც სხვა ფეხბურთი იყო და იქაც ინგლისის ასპარეზზე ვიყავით ეფექტურები აბა ევროპის მასშტაბით ნაღდად ვერ დავიკვეხნით იმას რომ ვინმეს ვჯობდით ან ვჯობივართ ისტორიით.ჩვენზე მეტჯერ აქვთ მოგებული ევროტურნირები.ეს არ აკნინებს იმას რასაც მივაღწიეთ ფერგის პერიოდში მაგრამ ზუსტად ფერგის მიდგომები რომ ბოლო წუთებს ითვლიდა იყო ორი წაგებული ფინალი ბარსასთან.ბარსა იყო ინოვაცია რომელსაც ვერაფერი დაუპირისპირა ფერგიმაც.მიხვდა ამას ფერგი და დროა წავიდეთო და წავიდა იმიტომ რომ ჯორდანივით იგრძნო დრო და მომენტი და გამარჯვებული წავიდა.ეს ტიტანებს შეუძლიათ მხოლოდ.2011 დამთავრდა ფერგის ეპოქა უბრალოდ ამ გუნდში ვერ მიხვდნენ ამას.კიდევ იმას მისტირიან და იგივე მიდგომა უნდა დავაბრუნოთო.ამას სიბეცის გარდა რა ქვია ერთი

ლივერპულმა კლოპი მიიყვანა იმის გამო რომ ლივერპულის ისტორიას ერგებოდა სათამაშო სტილს თუ რა.მიიყვანეს იმიტომ რომ ბრიტანელი ტრენერების უსუსურობა შეაფასეს და თქვეს გვჭორდება თანამედროვე ხედვის პროექტი და მიდგომებიო.ხოდა იმუშავა ამ ყველაფერმა.სიმართლე გითხრა ოლეს დანიშვნა რომ გამოაცხადეს ისეთივე გაურკვევლობაში ჩავვარდი როგორ მოიესი რომ დანიშნეს.შედეგად იგივე მიდგომა და იგივე ბრიტანული კონსერვატიული ხედვები.
მე არ ვამბობ რომ ოლეს შანსი არ აქვს როდესმე რამე ქნას.შეიძლება ისწავლოს მოაგნოს რამეს მაგრამ ამ ექსპერიმეტების და მწვრთნელის სასწავლებელო დრო გვაქვს ჩვენ?
0
№13
ავტორი: Lalana
2 სექტემბერი 2019 02:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ერთი კაცია რომელსაც რ დავასახელებ,მუკიელეებით,ნკუნკუებით,ზაბიცერებითა და მსგავსი დაბალი დონის ფეხბურთელებით თამაშობს ჩვენზე გამართულ ფეხბურთს და კი არიან ცხრილის სათავეში და ამის შემდეგ როგორ არ უნდა ვქვათ რომ ყველანაირ გარემოში თუ სწორი მეთოდით მუშაობ ხარისხს თუ არა შედეგს მაინც დადებ რაღაც დონეზე.
კარგი იქნება თუ მომავალში ვან დერ საარი იქნება ამ გუნდის სპორტული დირექტორი,იქნებ მოაფიქრდეთ რომ საჭირო რამაა ეგ თანამდებობა.მაგ კონკრეტულშიც კი ეტყობათ ხელმძღვანელობაში თუ რა ხედვებით აქვთ.აუცილებელია ასეთი თანამდებობის ქონა,რადგან ისაა პირველ რიგში პასუხისმგებელი გეგმის შემუშავებასა და გუნდის განვითარებაზე,ვან დერ საარს კი დაუგროვდა ამ ხნის განმავლობაში გამოცდილება და მისი ქმედებებიდან გამომდინარე იყო რომ აიაქსის თავკაცი ტენ ჰააგია და სულ მცირე ფინანსებით საკმაოდ კარგი შედეგიც დადეს.ასე მუშაობს სწორდ შემუშავებული გეგმა.ვუდვორდმა თავის საქმეს უნდა მიხედოსდა შეეშვას ამ სპორტულ საქმიანობას,ამან იმუშაოს ფინანსებზე,სპორტული საქმე კი მიაბარე რა მცოდნე ადამიანს.ასევე სკაუტებიც შესაცვლელნი რიან,ძაან სერიოზულ დასკვნებს დებენ,დე ლიხტი ჭარბი წონის გამო დაიწუნეს,ისკო დიდი თავის გამო,ბრუნო საჭირო არ არის,ბურთს ხშირად კარგავს და არ ამოგვადგებაო,სამაგიეროდ ლუკ შოუს მსუქანი საჯდომი მოსწონდათ.რას გაიგებ ამათსას.ასეთი არეული სიტვაცია იქნება სულ,სანამ არ შემუშავდება გრძელვადიანი განვითარების გეგმა და არ ავუბით მხარი თანამედროვე მიდგომებს.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
2 სექტემბერი 2019 10:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთლიანად გუნდი თამაშობს ცუდად
0
№15
ავტორი: David_Beckham7
2 სექტემბერი 2019 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ჩვენი თავი და თავი პრობლემების ნახევარდაცვა მგონია ვიდრე დაცვა. როცა ცენტრში ბურთს საერთოდ ვერ ვიჭერთ იასნა დაცვას ადგება მერე ჯაფა. რა იქნება 2 ჩამშლელით აღამაშოც ცოტახანი და პოგბა წაწიოს წინ. ტიპი ლაღად თამაშობს წინ და უკან ტენიან მაინც სადაც არაფრის მაქნისია. და ამ გრინვუდის ძირითადში დაყენება რა გახდა 1-2 თამაში. შემოიყვანს 85 წუთზე ერთი3 ჯერ და მერე ვერ გაამართლაო გაუშვებენ რეზერვებში მაგასაც არადა მაგ ასაკში ერთ ერთი ყველაზე ნიჭიერი ტიპია ჩემი აზრით. აგე ბარსა 16 წლის ბიჭს ათამაშებს და იმას აშკარად ჯობია.ყოველ შემთხვ3ვაში არაფრით ჩამოუვარდება. ჯამესი მარცხნივ. რაშვორდი შუაში მარჯვნოვ გრინვუდი. 10 ნზე პოგბა და უკან რავი რისი საშვაკებაც ექნება ვარჯიშებოდან თვითონ შეადგენდა მაგრამ წინ ეს ხალხი ბევრად უკეთეს გახდიდა შეტევას.
0
№16
ავტორი: stepno
3 სექტემბერი 2019 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამ გამოშტერებულებმა სმოლინგი რო გაუშვეს რომაში დავიჯერო ლინდელოფზე ცუდად დაგდებოდა მაგუაირის გვერით? ჩემი აზრით იდიალურად შეეწყობოდნენ სმოლინგი და მაგუაირი არ ვიცი ძმაოო რაა ვერა და ვერ მოვხოდეთ დაცვაა. ეს ბაილიც ხრუსტალისგანაა გაკეთებულიი არადა გამოგვადგებოდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top