თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2019, 10:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2265,
კომენტარები: 18
"ფიორენტინას" ოლე გუნარის ფეხბურთელი სურს
იტალიელებმა შეთავაზება გააკეთეს.
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ცნობით, ოლე გუნარ სოლსკიაერის ფეხბურთელით კიდევ ერთი იტალიური გუნდი ინტერესდება. საქმე ეხება "იუნაიტედის" ბრაზლიელ ნახევარმცველ ფრედერიკო როდრიგესს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრედმა ინგლისური კლუბის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და შეიძლება ითქვას, რომ ის სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება კლუბში.

La Nazione- ი იუწყება, რომ "ფიორენტინა" მზადაა ნახვარმცველის სანაცვლოდ 16- მილიონი ევრო გადაიხადოს ხოლო "იუნაიტედი" დამატებით 4- მილიონ ევროს ბონუსების სახითაც მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 26- წლის ნახევარმცველი "წთელ ეშმაკებს" ერთი წლის წინ 60- მილიონი ევრო დაუჯდათ.

პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ფრედმა "იუნაიტედის" მაისურით 17- შეხვედრაში მიიღო მონაწიილეობა, საკუთარი აქტივი კი 1- გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით შეავსო. ხოლო რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მას ახლადდაწყებულ ტურნირში ჯერ არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: 100%Red
27 აგვისტო 2019 17:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
https://www.youtube.com/watch?v=LlG0ArYF-1Q
ძველი დრო გამახსენდა
ამეტირა 3d_6
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
27 აგვისტო 2019 18:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
Svani მუხბე გეთანხმები იმაში რომ ყველას კარგი გვინდა ამ გუნდისთვის აბა ყოველდღე ყოველ საათში ამ საიტზე ისე რომ კაცო შემოდიოდეს ის ავადმყოფია.
ახლა რაც შეეხება ოლეს.სულ ვამბობდი და ახლაც იგივეს ვიტყვი რომ ადამიანურად მინდა იყო წარმატებული და მირჩევნია ეს წარმატებულობა მანჩესტერთან ერთად ქონდეს,ეგ ორმაგი ბედნიერება იქნება.უბრალოდ ოლეს ისევ ის ხალხი მოინელებს რომლებიც არ გაუშვა და რომლებსაც გადაეფარა ესენი არიან მაგრებიო.ოლეს მე შენ და ვერცერთი მანჩედან ვერ გავუშვებთ ამას ეს სირთა ჯოგი იზამს ვინც მანჩესტერში ირიცხება.
ახლა რაც შეეხება ვაცადოთ დაველოდოთ და ეგეთებს.კი ბატონო ეგეც მესმის დრო უნდა ყველაფერს არც რომი აშენებულა ერთ დღეში მაგრამ იცი რა არის პრობლემა?რომი რომ შენდებოდა იქ ყველა ხედავდა რომ შენდებოდა,იმიტომ რომ შენების პროცესი სულ ჩანს.ისე ოპლა არ ჩნდება არაფერი.პრობლემა ზუსტად იმაშია რომ შენების პროცესს რო ვერ ვხედავთ.შენება არის ცვლილება,შენება არის მატება,შენება არის ნაგავის მოცილება გატანა,შენება არის როდესაც საძირკველს ახალს ასხამ და არა არსებულზე აშენებ.ხოდა იცი ხმის ამომღები არ ვიქნებოდი რო მე ახლა ვხედავდე ძირითადში გომესს ჩონგს გრინვუდს გარნერს.ასეთ სიტუაციაში ვიტყოდით რომ ექსპერიმენტია და ვნახოთ რა გამოვათქო.ახლა რა ხდება?ხდება ის რომ იგივე შემადგენლობა მინუს ლუკაკუ და ერერა,დამატებული ჰარი და ბისაკა.ისევ იგივე ტაქტიკა,ისევ უაზრო ბურთის შეტენვები თანაგუნდელზე,ისევ ტექნიკური წუნი პასებში,ისევ საჯარიმოს მიჯაჭვული ორი საყრდენი.რა იცვლება?არაფერი.ეგაა პრობლემა.პრობლემაა როცა მინიმუმ4-5კაცი გყავს ძირითადში რომელიც 2მეტრს აღწევს და ჩვენი სტანდარტი სახიფათოდ არ აღიქმება.ჯარიმის დამრტყმელი რომ არ გვყავს და რეში ხელდაუდებელი რომაა ამ საქმეზე.კუთხურს რო ვერავინ აწვდის,აუტი რომ უეჭველი შოუმ უნდა მოაწოდოს რაშიც უზარმაზარი დრო იხარჯება(აწვდიდეს მაინც).პრობლემაა როცა ტრენერი ამბობს მე მონახაზს თავდასხმას არ ვაძლევ თვითონ მოიფიქრონ რამეო.ხოდა რა ვქნა ვერ ვიტან ორმაგ სტანდარტს.თუ ვთვლი რომ ესაა სწორი,ვერ ვიტყვი რომ არაა სწორი ან ვერც გავჩუმდები რა ვქნა მე ასეთი ვარ:)
0
№13
ავტორი: Svanchester
27 აგვისტო 2019 19:40
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
dato kutaisi აშენებას ვერ ხედავ? ბისაკა მაგუაიერი და დაცვის ხაზის გაძლიერება აშენება არ არის? გაჩუმება გთხოვე მუხბე სადმე? ან ამას ხაზს რატო უსვამ? იმიტო კი არ დავწერე ამხელა ტექსტი რომ ვინმე გამეჩუმებინა ღმერთმა დამიფაროს. დავით ისე საუბრობ რომ დაცვის ხაზის გაძლიერება არაფრად მიგაჩნია და ყველაფერს ერთად მიხედოს ოლემ გუნდში, გვარდილოა გინდა გახდეს თუ სერ ალექს ფერგიუსონი? კლუბში წასულ ფეხბურთელებსაც კი რომ აკონტროლებდა, რომი არ აშენებულა ერთ დღეში და არც ექსპერიმენტებად ქცეული მანჩესტერი აგვიშენდება, ჟოზე მოურინიოს მოიესის და ვან გაალის გაცვეთილ გუნდს ოლე 3 ტურში ვერ შეკრავს.
0
№14
ავტორი: giorgi_mg
27 აგვისტო 2019 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამ ბიჭს აქვს რაღაც ნიჭი და იმედი მა1ვს გამოგვადგება, ისე დავიჯერო მაკტომინეიზე მეტს როგორ ვერ გააკეთებს მოედანზე რავიცი...
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
27 აგვისტო 2019 21:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Svani
dato kutaisi.

მუხბე გაჩუმებაზე იმხელა სმაილი წერია ბოლოში მეტი ჩემს გაცინებულ სურათს ხო არ მივატვირთავდი:))ჩვენს შორის მე ეგეთს არც ვიფიქრებ რომ გაჩუმება მაკადრე.დაცვაში ნამატზე დავწერე და ძალოან მაგარი შენაძენია ორივე მაგრამ იმ აზრისაგან შორს ვარ რომ დაცვა დალაგდა.მე ბისაკა ძალიან მომწონს მაგრამ ბისაკასადაც იყო იქიდან გავიდა გოლი მეორე,პირველი კიდევ ვიქტორას თხაობის მერე მაგრამ ჰარიც ძაან პოზიცია დაკარგული იყო დაზღვევას ვეღარ ასწრებდა.დაცვა ეს ორო კაცი არაა შენც იცი და ამ დაცვასაც დააწიოკებენ ბევრჯერ ამ სეზონში კარგად ვიცით ორივემ.აშენებული არ დაცვა გვყავს ახლა და აშენება მაგას აწიც ჭირდება განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე. ეს ის ჰარი არის რომელსაც მოურინიო გიჟივით ითხოვდა და არ მოუყვანეს ახალი არაფერია ამაში.ახალია ბისაკა რომელიც რეალურად ამათმა მოიყვანეს უფრო სწორედ ოლემ.ახლა რაც შეეხება ზოგადად დაცვას.დაცვა მაშინ არის შედეგიანი მშრალად შენახული კარის სტატისტიკით როცა თამაშს შენ აკონტროლებ.ვისთან უნდა გავაკონტროლოთ თამაში თუ არა კრისტალოსნაირ გუნდებთან?ვულვზთან მეორე ტაიმში რა ვქენით?ეგაა როცა საყრდენი ზონა საჯარიმოსთან და საჯარიმოში გყავს ჩამოწეული.წაგებები იცი რისი ბრალია ჩემი აზრით?ზუსტად ამის და იმის კიდევ რომ ლინგარდის მიერ ამოტანილი ბურთის იმედი გაქვს.
თამაშში არსებობს მომენტები სადაც იმპროვიზაციაა დანარჩენი სახლში დამუშავებული საშინაო დავალებები.ამ დავალებების შემადგენელი არის სტანდარტები რომლებსაც მემგონი უბრალოდ გუნდში არ აღიარებენ რო საჭიროა:)როგორ შეიძლება კუთხურის მომწოდებელი არ ყავდეს გუნდს,როგორ შეიძკება ჯარიმისას საჯარიმოში ჩამგდები არ ყავდეს გუნდს,ან ჯარიმის კარში დამრტყმელი არ ყავდეს,ან აუტის გამთამაშებელი 1 კაცი იყოს ფლანგზე ვითომ უდიდესი ცოდნა გამოცდილება და პასუხისმგებლობა ჭირდება ამას.როგორ შეიძლება უბურთოდ მოძრაობა მწვრთნელმა არ ასწავლოს და არ დაუხაზოს ფეხბურთელს?როგორ შეიძლება 80-ე წუთამდე შეცვლებს არ იყენებდე თუ არ აილეწა ვინმე?როგორ შეიძლება მარჯვენა ვინგერად მოყვანილი ჯეიმსი უბრალოდ მატარებელივით არბენინო მარტო და მას არ მისცე მითითება რომ სივრცეები შექმნას და პრასტრელზე ამუშაო,ან როგორ შეიძლება მარჯვენა ვინგერად ნაყიდი კაცი მარცხნივ გადაგყავდეს და იქ უფრო შედეგიანი იყოს.ეს ხომ პარადოქსებია რომლებიც ჩვენთან ხდება იმიტომ რომ ეს ყველაფერი წესით არის მწვრთნელის საქმე,რომელსაც გაკეთებულს მე ვერ ვხედავ.კიდევ როგორ შეიძლება რომ გუნდში ფეხბურთელები გყავდეს რომელთაც სეზონში 2-3 თანაში არ გამოუდით.ეს ხომ სისულელის ზღვარზეა არა.ხოდა მე ამას შენებას ვერ დავარქმევდი.არაა ეგ შენება ეს არის როდესაც 11 კაცს ფეოლასავით შეუშვებ და ეტყვი აბა მიდით ბიჭებო თქვენ იცითო.აბა ოლემ არ იცის და:))))
0
№16
ავტორი: Svanchester
27 აგვისტო 2019 22:31
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
Dato kutaisi: ნუ გაჩუმების თემას არ შევეხები. ესეიგი მესმის რასაც წერ, ითხოვ, გსურს მიიღო გუნდისგან დაინახო როგორ მივიწევთ წინ. ეს ყველაფერი რასაც შენ წერ არის კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა რომელიც საჭიროა. გავიხსენებ მოურინიოს დროს, და კიდევ კარგი ეს დალოცვილი საიტი კომენტარებს ინახავს, შეუძლია ყველამ ნახოს როგორ ვაკრიტიკებდი მოურინიოს, ზოგადად კრიტიკა მხოლოდ მაშინ მიყვარს პირადად მე როდესაც უკვე საზღვრებს გარეთაა ყველაფერი, მოურინიომ ბოლოს ძაან აამლაშა და ეს უკვე მეტისმეტი იყო. ხომ არ გვგონია მუხბე რომ ოლე გუნარის კრიტიკა ჯერ ადრეა? ხომ არ გვგონია რომ მხოლოდ 3 ტური მარტო არ გვანახებს საერთო სურათს, იქნებ შემდეგ ტურებში მოისინჯონ გრინვუდი ჩონგი, და სხვანი, იქნებ ეს სამი ტური ოლემ შანსი მისცა "ასნავნოის", იქნებ ეს ოლეს ხედვებია, ოლეს გეგმები? ხომ უნდა დაველოდოთ არა მოვლენების განვითარებას? თორემ ისე მინდა ვაკრიტიკო სოლსკიაერი თუნდაც იმისთვის რომ კრისტალ პალასის დონისნაირ გუნდებს მინიმუმ 3 გოლით ვერ უგებს რო მეტი არ შეიძლება მაგრამ ძაან დიდი ჭაობიდან ვცდილობთ ამოსვლას, ჩემზე დიდი კრიტიკოსი არ ეყოლება ამ ადამიანს 15 ტურის ან ოცი ტურის შემდეგ თუ არ დალაგდა ყველაფერი, უბრალოდ პირველი ტურებია და ყოველი ვერმოგებული მატჩების შემდეგ ამხელა ოკეანე კრიტიკა არმგონია მართებული იყოს. შეურაცყოფები ფეხბურთელებზე, მწვრთნელის გაშვების მოთხოვნებიც, ძაან არ გაიგონ რას ვფიქრობთ ამ საიტზე ჩვენ მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯანსაღი გარემოა რომელსაც ჩვენ ვქმნით ერთმანეთისთვის, გუნდისთვის, მომავლის იმედისთვის. არ არი პრობლემა აკრიტიკეთ ვისაც როგორ გაგისწორდებათ მაგრამ ჩემ აზრს ისევე როგორც თქვენ მეც ვაფიქსირებ, ამ ადამიანის და გუნდის კრიტიკის დრო ეხლა არ არის, კრიტიკა ჯერ ნაადრევია, ბანალური არმინდა ვიყო მაგრამ ერთი ხალხური გამონათქვამი მინდა მოვიშველიო "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" და დაველოდოთ. ბისაკას რაც შეეხება დავით ან მაგუაიერს მე პირადად "ჩელსისთან" მატჩშივე ვიგრძენი დაცვა რამდენად გაძლიერდა და ეხლა ლინდელოფის ქაჯობის გამო თუ გოლი გავიდა ნუ ვიტყვით იმას რომ დაცვა არ გაძლიერდა. ბისაკაც ადამიანია და ზოგჯერ მისი მხრიდანაც გავა გოლი. მაგრამ ორივემ, რომ უდავოდ გაგვაძლიერეს ეს უდავოა. ლინდელოფის თემასაც მინდა შევეხო, აი რაღაცნაირად მგონია რომ ჯობია სმოლინგი შეუწყვილდეს მაგუაიერს, აი ლინდეს აქვს მონაცემები მაგრამ არ მგონია რა ეს კაცი ძირითადის მცველად ისევ, სმოლინგი ბევად მანჩესტერელია და ბევრად გამოცდილი, სმოლინგი მინდა იყოს ძირითადში მომდევნო მატჩში და იმედია ასეც იქნება.
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
28 აგვისტო 2019 00:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც ადრეა ფრედის გაყიდვა, უნდა მიეცეს შანსი, მითუმეტეს ნახევარდაცვაში უჭირს გუნდს.
0
№18
ავტორი: Lalana
28 აგვისტო 2019 03:16
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ფრედი კი არა და აგერ მგონი სანჩესი უკვე გვტოვებს.თუ ნამდვილად გადავიდა ინტერში რაც უკვე ძაან რეალური ჩანს არამგონია კარგი იდეა იყოს.შეტევაში ისედაც არაა დიდი არჩევანი.რაც შეეხება ბიჭებო დანარჩენ თემას ისე გამოდის რომ ჩემი ჩათვლით ყველა ერთი და იგივეს ვამბობთ და აღარ ღირს ამ ყველაფრის განხილვები,დროებით მაინც.სეზონის შუაში ყველაფრი უკეთ გამოჩნდება,უბრალოდ ერთს დავამატებდი ოლე რომ ზაფხულში მოსულიყო არანაირი პრეტენზია არ იარსებებდა ახლა,მაგრამ ის უკვე იანვრიდან აქ არის და ამ დროის შეფასების გაკეთება ნამდვილად შეიძლება და ასევე დღევანდელისა და მისი წინა ნახევარი სეზონის ერთმანეთზე შედარების გაკეთებაც,მაგრამ ჯერ მაინც ჯობს დაველოდოთ შემდგომ განვითარებას,თუ ვერ გაამართლებს არამგონია გაუჭირდეთ მისი გაშვება,მითუმეტეს მოურინიოს მსგავსად გაშვების შემდეგ დიდ კონპენსაციასაც არ მიიღებს,ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.ღმერთმა ქნას შედეგი მაინც დაიდოს,სტილსა და დანარჩენს საერთოდ აღარ ვჩივი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top