თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2019, 12:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2950,
კომენტარები: 16
ლუკაკუ: "იუნაიტედში" ყოველთვის ჩვენ გვადანაშაულებდნენ"
ბელგიელი ფეხბურთელი "ინტერში" გადასვლის შემდეგ ალაპარაკდა.
ლუკაკუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამად უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ მილანის "ინტერში" გადასვლის შემდეგ დუმილი დაარღვია და "წითელი ეშმაკების" შიდა სამზარეულოზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, კლუბში არსებული ცუდი მდგომარეობა ყოველთვს მას, ალექსის სანჩესსა და პოლ პოგბას ბრალდებოდათ.

"მათ სჭირდებოდათ, რომ ვინმე დედანაშაულებინათ. მე არ ვფიქრობ, რომ ვიყავი ერთადერთი ვინც ცუდად თამაშობდა. ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა მსგავსად, ხოლო ისინი დამნაშავეს ეძებდნენ. თუ მათ სურთ რომ დამადანაშაულონ, იყოს ასე. ვიცი რა გზით ვიარე, ეს კი მხოლოდ ფეხბურთია. ვთამაშობ, ხოლო მეორე მომენტში ვდგები და სხვა რამეს ვაკეთებ.

ვფიქრობ "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი პოტენციალი აქვს. ტალანტები საკმარისად არიან, საქმე მხოლოდ ნიჭიერ ფეხბურთელებს და ტალანტებს არ ეხება, საჭიროა გუნდის შექმნა.

ბევრი ხალხი არ ფიქრობდა, რომ მე შემეძლო ამ გუნდის ნაწილი ვყოფილყავი. აი სწორედ ამიტომ წავედი ჩემ გზაზე. ისინი ეძებდნენ იმას ვინც სჭირდებოდათ, ხოლო ჩემ თავს სხვა ადგილას წარმოვაჩენ.

კლუბში დამნაშავეებიი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გამოვდიოდით. მაშნ როდესაც ყველაფერი კარგად არ იყო ამაში ბრალს მე, ალექსის სანჩესს და პოლ პოგბას გვდებდნენ".
- განაცხადა ლუკაკუმ LightHarted- ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
23 აგვისტო 2019 11:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სანჩო შეიძლება უბრალოდ წინასწარ იყიდონ და დარჩეს სეზონის ბოლომდე ბუნდესლიგაში, როგორც ჩელსიმ პულიშიჩი. იდეალური ვარიანტი იქნება, არ მოგვიწევს მერე ნერვების თხრა ათას უაზრო ჭორზე, თან ზუსტად გვეცოდინება, რომ შემდეგ სეზონში მინიმუმ ერთი კარგი ტრანსფერი გვაქვს უკვე.

P.S. მანჩესტერი 12 მილიონს გადაუხდის სანჩესს, რომ ინტერში ითამაშოს wink
0
№12
ავტორი: Lalana
23 აგვისტო 2019 11:55
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
სანჩო შეიძლება უბრალოდ წინასწარ იყიდონ და დარჩეს სეზონის ბოლომდე ბუნდესლიგაში, როგორც ჩელსიმ პულიშიჩი. იდეალური ვარიანტი იქნება, არ მოგვიწევს მერე ნერვების თხრა ათას უაზრო ჭორზე, თან ზუსტად გვეცოდინება, რომ შემდეგ სეზონში მინიმუმ ერთი კარგი ტრანსფერი გვაქვს უკვე.

P.S. მანჩესტერი 12 მილიონს გადაუხდის სანჩესს, რომ ინტერში ითამაშოს wink

ოპტიმალური ვარიანტი იქნება და მასე რომ გაჩარხონ წინასწარ ტრანსფერები არფერი დაუშავდებათ.
12 მილიონს აძლევენ გაშვებისთვის?ასეთი რამ არ მინახავს რაა,ისედაც არ გვყავს ხალხი შეტევაში და ამასაც უშვებენ,თან როგორ,თორმეტ მილიონად,კი მაგრამ თუ უხდიან ამხელა თანხას დატოვონ და თავისივე ხელფასზე გადუნაწილონ ეგ ფული,მითუმეტეს 12 მილიონი თვეში ერთი მილიონია.ძაან მაგრად ჭედავენ რა,სხვა გუნდში უშვებენ უფასოდ და თან ფულსაც ატანენ,ასე თუ უნდათ ინტერის გაძლიერება ბარემ პოგბა გაატანონ ხურდაში და ეგ იქნება.არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მსგავსი ქმედება.ჯობს ვუდვორდმა იმაზე იმუშაოს რომ რამენაირად ეს ჯართი ხალხი მოიშოროს,თორემ მომავალში კიდევ უფასოდ დავკარგავთ ფეხბუთელებს.
0
№13
ავტორი: giorgi_mg
23 აგვისტო 2019 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმენა საგინებელია, თავს შევიკავებ
0
№14
ავტორი: Lalana
23 აგვისტო 2019 20:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Dato kutaisi-ყვლანაირად გეთანხმები.მაგ თემაზე ძალიან ბევრს დავწერდი მაგრამ ეგ მომავლისთვის იყოს,უბრალოდ ერთს დავამატებდი მასეთები იცი რატომ ხდება?გუნდში კონკურენცია რომ არ არის.აბა ყავდეს პოგბას ან სხვა ვინმეს ნორმალური კონკურენტი და მერე ვნახავთ ვინ რას გაბედავდა.ან თუ გაბედავდნენ მოისვრიდნენ სკამზე.ხალხის შემცვლელი რომ არ გვყავდა იმიტომაც მოისროლეს მოურინიო რადგან უარესი ჯართი ესხდა სკამზე და მაგათწამყვანი ფეხბურთეების ნაცვლად ვერ გმოიყენებდა.გახსოვს შესარიგებლად მერე რეებს ამბობდა?კაპიტნის სამკლაურიო,კარგადაც აქებდა მაგრამ ვეღარ გაჭრა მაგან,რადგან იცოდა რომ მისი შემცვლლი არ ყავდათ და სიტვაციის ბატონ პატრონიც იყო.მე ერთი მომენტი დამამახსოვრდა,როდესაც პოგბას ეჩხუბებოდა რომ ბურთის დაკარგვის შემდეგ სეირნობით არ წამოსულიყო და ებრძოლა მეტოქესთან.მეს იმას ნიშნავსრომ მის დავალებებს პირათლად არ ასრულებდნენ.ასე გვარდიოლასაც ჰქონდა პრობლემები ტურესთან,აგუეროსთან,მაგრამ იმხელა სიღრმე ჰქონდა და აქვს რომ თავისუფლად დასვამდა სკამზე ერთსაც და მეორესაც,აგუერო კი ეჯინა კარგა ხანს სკამზე როდესაც დაძაბულბა იყო ათ შორის.ჩვენ კი არ გვაქვს ამის ფუფუნება დაწესით უნდა გვქონდეს.მსოფლიოს საუკეთესო სამ მდიდარ და ემოსავლიან კლუბში შევდივართ და უნდაგვქონდეს კონკურენცია რომ იგრძნონ ამათმაც რომ სიტვაციას ისინიკი არა მწვრთნელი აკონტროლებს.იმ კრიზისის დროს მოურინიომ იმდემი ტაქტიკა გამოცადა გუნდზე რომ...უბრალოდ რამოდენიმე პიჟონს აღარ სურდა მისი აქ ყოფნა.მთლიანად რომ მიჰყოლოდა მენეჯმენტი მას და ფეხბურთელებიც აჰყოლოდნენ მომავალში ჩამოყალიბებული გუნდი გვეყოლებოდა და მოვიდოდა შემდეგ შემტევი მწვრთნელიც,რადგან იმ დროისთვის მთავარი სანახაობა კი არა შედეგი იყო,მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ მაგ კაცმა როგორც ფერგიმ იმ პატარა დროის განმავლობაში საკმაოდ ბევრი და ლამაზი ქამბექი გვაჩუქა და რამოდენიმე ტიტულიც დაგვიტოვა.
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
23 აგვისტო 2019 21:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
Lalana გეთანხმები.რამდენჯერაც ლაპარაკი იყო პოგბას წასვლა არ წასვლაზე მაგას ვწერდი სულ რომ კი არ უნდა გაუშვა პირიქით კონკურენტი უნდა მოუყვანოთქო.ამბიციის არ არსებობაა ზუსტად მიზეზი იმის რომ შემადგენლობა გვყავს ასეთი უსუსური.მე არ ვიცი ოლეს რისი იმედი აქვს, მე პირადად ნაღდად არ მაქვს იმედი და ნაღდად არ ჩავთვლი წარმატებად 4ეულს.არამც და არამც ეს წარმატება არ იქნება.რატომ იცი?მაშინ როცა ამბობ რომ ახალ გუნდს აშენებ და ამ შენების შედეგი არის ჯეიმსი ბისაკა ჰარის მოყვანა და ამ დროს 30 წელს გადაცილებული ძირითადში რომ მოიაზრება, ისეთი პენსიონერებით სავსე გაქვს გუნდი,იმის გამო რომ სატრანსფერო ფანჯარაზე რეალურად დაცვა გაძლიერდა სხვა რგოლები დასუსტდა.და ბოლოს ეს გუნდი უკვე ის გუნდია რომელიც ოლეს უნდა ხოდა თუ ეს ის გუნდია მაშინ შედეგი უნდა დადოს და არა 4 ეული.მოურინიოს მეორე ადგილი და 80 ქულაზე მეტი რო სარადაოდ ქონდა ხალხს აგდებული ეს რა თქვა მოუმ მეორე ადგილი საუკეთესო მიღწევა იყოო.აი სადაა პრობლემა ზუსტად.მოურინიომ იმიტომ თქვა რომ ეს იყო მისი საუკეთესო შედეგი(ჩელსით რო არ ქონდეს მოგებული პრემიერ ლიგა კიდე ჰო), რომ მაშინ როდესაც 80 ქულაზე მეტს აგროვებს გუნდი მგონი 86თუ რაღაც ასე იყო და მეორეზე გადის ეს სხვა სიტუაციაში ჩემპიონობა იქნებოდა და სიტის ფენომენალური შედეგების ფონზე კი გაუფერულებული შედეგი.ევროპა ლიგა თუ ადვილი მოსაგებია აგერ გვანახოს ოლემ და ვუდვორდმა.
მოკლედ ისევ იმ ადგილებს ვტკეპნით და თან გვგონია რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.ერთადერთი სწორი იყო ის რომ ინტერი ვახვეწეთ მეტი რა მოგახსენოთ
0
№16
24 აგვისტო 2019 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
პოგბა ჩემი აზრით არ უნდა არყავდეს 11 პეტრიანს, ჯერ დავიწყოთ იქიდან როომ იწერებოდა მის გუნდიდან წასვლაზეე, თაან მანიუს ყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებიც 11მეტრიანს უკეთ შეასრულებენ ! მარსიალი რაშფორდი ან თუნდაც პერეირა !
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top