თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2019, 20:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2280,
კომენტარები: 13
რეშფორდმა პოგბას მხარდაჭერა გამოუცხადა
ინგლისელმა კონკრეტული პიროვნებები გააკრიტიკა.
რეშფორდმა პოგბას მხარდაჭერა გამოუცხადა
გუშინ, პრემიერ ლიგის მეორე ტურის დასკვნითი მატჩი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე ნუნუ ეშპირიტუ სანტუს "ველვზსა" და ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაიმართა.

აღნიშნული შეხვედრა 1-1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია ფაქტი რომლის გარშემოც მცირე სკანდალიც დაფიქსირდა.

კერძოდ, "წითელ ეშმაკებს" გამარჯვების მოპოვება რეალიზებული თერთმეტმეტრიანით შეეძლოთ, თუმცა აღნიშნული სტანდარტს წარმატებით შესრულება "იუნაიტედის" ფრანგმა ნახევაცველმა პოლ პოგბამ ვერ შეძლო, რის შემდეგაც ის სოციალურ ქსელში კონკრეტული პიროვნებების კრიტიკისა და რასისტული გამონათქვამების პირდაპირი ობიექტი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პიროვნებები გუნდის გულშემატკივრები იყვნენ.

კლუბის მხრიდან ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე არ დარჩენია რის შემედეგაც დაიწყო გამოძიება რომელმაც აღნიშნული პიროვნებები უნდა გამოააშკარავოს და მათ წინააღმდეგ ზომები იქნას მიღებული.

პოგბას მხარდაჭერა ასევე მისმა თანაგუნდელმა მარკუს რეშფორდმა გამოუცხადა, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ პოგბაზე თავდასხმა გუნდის თითოეულ წევრზე თავდასხმას ნიშნავდა.

"საკმარისია. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს. "იუნაიტედი"- ეს არის დიდი ოჯახი, პოგბა მისი მნიშვნელოვანი ნაწილია. მასზე თავდასხმა ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვესხმით თავს". - წერს რეშფორდი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
21 აგვისტო 2019 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: bero123
sastav ise brunoze arcerti grandi ro ar chalichobs ar gikvirit? neta rato?

ლივერპული ტოტენჰემი და უნაიტედი იყო დაინტერესებული ყველაზე მეტად ამათ ჭირდებოდათ. სხვა გრანდს ათიანზე არავის უჭრს.

ციტატა: Dato kutaisi
კიდევ საერთოდ არ მჯერა რომ რეში 100%გაიტანდა.ამის გარანტიას ვერავინ იტყვის.უბრალოდ კარგი იქნება თუ სტანდარტებზე ჩამოყალიბდებიან ვინ რას აკეთებს.ხან შოუ აწვდიდა ხან მატა

მაქედან უნდა დაიწყო საქმის დალაგება ელემენტარულ აუტს ვერ აწვდიან. მაგუაერის მოსვლა მარტო იმით გამიხარდა სტანდარტების დროს გამოვიყენებთ მეთქი და რად გინდა კუთხურის წესიერი ჩამომწოდებელი არავინა
0
№12
ავტორი: giorgiginturi
21 აგვისტო 2019 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
სირცხვილია, ნუღარ წერთ მაინც, ამას ლივერპულელები ნახავენ და მეტიც ხო არუნდათ..
0
№13
ავტორი: stepno
21 აგვისტო 2019 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მეზიზღება ეს რასისტი ხალხიი იმენა მძულს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top