თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2019, 00:56
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2629,
კომენტარები: 32
მიმოხილვა: ვულვზი 1-1 იუნაიტედი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
32 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
20 აგვისტო 2019 01:19
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნორმალური 10-იანი მაინც არ გვყავს და ორი ნახევარმცველით კიდევ სერიოზულად ვაგებთ ცენტრს, მგონი ჯობია 4-3-3 გადავიდეთ და ცენტრი დავტვირთოთ, ხარისხი არ გვაქვს და ეგება რაოდენობამ მაინც გვიშველოს.
პოგბა ვაფშე ვერ თამაშობს ამ ფორმაციაში, კრეატივი არ გვაქვს საერთოდ, იდეაში ფრედს შეუძლია გააძლიეროს ცენტრი, ბურთის დაჭერით და ნორმალური პასებით, მაგრამ ეგეც მაგრად უბერავს ხოლმე შიგადაშიგ, ტვინი ეკეტება და ვერ ხვდება რა გააკეთოს.

და ერთი ორი ფეხბურთელი ავარჯიშონ სტანდარტების შესრულებაზე, ერთი ნორმალურად შესრულებული კუთხური/ჯარიმა ვერ ვნახე.

შემდეგ თამაშზე ცენტრში პოგბა-ფრედი-მაკტომინეი/მატიჩი კარგი ვარიანტი იქნება.
წინ რეშფორდი-მარსიალი-გრინვუდი/ჯეიმსი.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
20 აგვისტო 2019 01:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ზოგადად არ მესმის როცა ჩვენნაირი გუნდი ორჩევს დღევანდელ პრემიერ ლიგაში კონტრ შეტევას.და აი რატომ.დღეს პრემიერ ლიგაში რეალირა ვოსთანაც მეორე ნომრად და კონტრზე თამაში მოგიწევს არის 3-4 გუნდი.დანარჩენი ვულვზივით უკან დგება.აი როგორ წარმოუდგენიათ ნეტა ნიუკასლთან ან ბარნლისთან მეორე ნომრად უნდა ვიყოთ და კონტრზე წამოვიჭიროთ?პოზიციური შეტევა სანამ არ გვექნება სულ ასე ფხაკურით მოვიგებთ ასეთ გუნდებთან.ტოპის გუნდებთან თუ მოვასწარით და კონტრზე შევულაგეთ 2 გოლი მერე გადავუვლით.წინა თამაშზეც ამის ლაპარაკი მიდიოდა აქ და ამ თამაშშიც იგივე მოხდა.ჩელსთან რაც იყო პრობლემა ის არ გამქრალა და დღესაც იყო და ხვალაც იქნება.აი ამას უნდა ეშველოს ამის დედაც რა ჩემი ფეხებისთვის იღებენ მილიონებს თუ არ შეუძლიათ.ამ თამაშშიც იყო პოზიტივები და იმ პოზიტივებს გაგრძელება უნდა.
ბოლოს.ჯეიმსი ლუკ შოუს ნაცვლად რომ დააყენოს და მარჯვენა ფლანგზე გრინვუდი ამაზე უკეთესი თუ იქნება ნაკლები არა

ციტატა: bziki
Dato kutaisi
არაა შემადგენლობა იმ სიღრმის რო 70 მეათე წუთზე აკეთო ცვლილება და გარდატეხა მოხდეს.
გამოვიდა მატა არც მიუღია ბურთი მე თუ მკითხავ არც უნდა მიეცათ კონტრაქტი მატასთვის არათუ იმედი გქონდეს კაცს, თან შეცვლებიდან რო გარდატეხას შეიტანს.
რთული თამაში იყო ისევ ეგრე ჯობდა ეგენი დაეტოვა ვიდრე პერეირა-მატათი გაეფუჭებინა მთლად თამაში,ვერ დაიჭერდნენ ბურთს მატა-პერეირა ვულვზია ნიუკასლი კი არაა, ისევ ჩაჭრის-ართმევის მერე გაქცევის იმედად ყოფნა ჯობდა.

შემადგენლობა რო არ ყავს იმ სიღრმის და პლიუს მატა პერეირა იანგებს ოლემ რო უგრძელა კონტრაქტი აი მაშინ ეფიქრა მაგაზე.ახლა ვერ აძლიერებს და გარდატეხა ვერ შეაქვს თამაშში მეორე ტურში და 38ზე რას აპირებს.სულელი კი არაა ის ხალხი ორო სასტავი რო ყავთ ლამის.ეს რითი აოირებს ფონს გასვლას არ ვიცი აგერაა და ვნახავთ
0
№13
ავტორი: bziki
20 აგვისტო 2019 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სტანდარტის ჩამწოდებელი რო არაა ტეხავს,ბრძოლაშიც ვერ აწვდიან.
კაი გუნდია ვულვზი თან სახში,მე ამასაც არ ველოდი.
ოთხეული დავდოთ და მეტი ამბიცია უბრალოდ ვერ გვექნება.
სიტი,ლივერი,ტოტე წლებია მიდიან სწორი გზით ეგრევე მათ დონეზე ვერ გავაგორებთ ბურთს შანსი არაა მაგას მე შეგუებული ვარ.
მთავარია გეზი სწორია უნდა მიცენ დრო სულშერს აუცილებლად,გამართლება ბევრს გადაწყვიტავს ოთხეულზეც
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
20 აგვისტო 2019 01:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: bziki
სტანდარტის ჩამწოდებელი რო არაა ტეხავს,ბრძოლაშიც ვერ აწვდიან.
კაი გუნდია ვულვზი თან სახში,მე ამასაც არ ველოდი.
ოთხეული დავდოთ და მეტი ამბიცია უბრალოდ ვერ გვექნება.
სიტი,ლივერი,ტოტე წლებია მიდიან სწორი გზით ეგრევე მათ დონეზე ვერ გავაგორებთ ბურთს შანსი არაა მაგას მე შეგუებული ვარ.
მთავარია გეზი სწორია უნდა მიცენ დრო სულშერს აუცილებლად,გამართლება ბევრს გადაწყვიტავს ოთხეულზეც

მიმართულება რომ სწორია გეთაბხმები,მაგრამ თუ ახალგაზრდებზე აკეთებ აქცენტს მოიყვანე ეს ახალგაზრდები და ეს ნაგავი გაყარე არა ზარზეიმით რო კონტრაქტს უგრძელებ.მაგარი ნერვები მაქ მოშლილი წავედი დავიძინე.
მშვიდობიანი ღამე ყველას
0
№15
ავტორი: Lalana
20 აგვისტო 2019 01:37
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
Dato kutaisi
არაა შემადგენლობა იმ სიღრმის რო 70 მეათე წუთზე აკეთო ცვლილება და გარდატეხა მოხდეს.
გამოვიდა მატა არც მიუღია ბურთი მე თუ მკითხავ არც უნდა მიეცათ კონტრაქტი მატასთვის არათუ იმედი გქონდეს კაცს, თან შეცვლებიდან რო გარდატეხას შეიტანს.
რთული თამაში იყო ისევ ეგრე ჯობდა ეგენი დაეტოვა ვიდრე პერეირა-მატათი გაეფუჭებინა მთლად თამაში,ვერ დაიჭერდნენ ბურთს მატა-პერეირა ვულვზია ნიუკასლი კი არაა, ისევ ჩაჭრის-ართმევის მერე გაქცევის იმედად ყოფნა ჯობდა.

მატას იმიტომ გაუხანგრძლივეს კონტაქტი რადგან მაგ პოზიციაზე ერთი კაციც არ მოყავდათ და მარტო ლინგარდის ანაბარად ჩემი მტერი იყოს.მატა და პერეირა მაქამდე რატომ არ უნდა შემოსულიყვნენ?აბა იმ გუნდმა დაუჭირა ბურთი ვინც მოედანზე იყო?ვულვზი ნამდვილად არაა მარტივი მეტოქე,საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდია მაგრამ პრობლმები რაც იყო სამწუხაროდ,ისევ ისეა ამ გუნდში.ჩაკეტილ გუნდებთან კი სულ იჩენს ეს პრობლემა თავს.

ისე დიდი იმედი მაქვს რომ ოთხეულში შევალთ.აი თუ კიდევ დავკარგეთ ამ ოთხეულის სტატუსი მერე დარწმუნებული ვიყოთ რომ ნორმალური ფეხბურთელებიც წავლენ გუნდიდან.მეტი შევსება გვინდოდა ამ ზაფხულს,მითუმეტეს ცენტრში მაგრამ არ მოხერხდა რაც ძაან სამწუხაროა.ამ მდგომარეობაში კი სანჩეს იმედია არ გაუშვებენ,იქნებ რაიმე მაინც შესძინოს შეტევას.

და ერთ კიდევ დიდ პრობლემაზე გავამახვილებ ყურადღებას,როდესაც ჩვეინანს ბურთი აქვს მის წინ მოქმედი თანაგუნდელები საკმაოდ ზანტად მოძრაობენ და სივრცის გასახსნელად არ მოქმედებენ,ამას ინტელექტიც ჭირდება და ასევე მონახაზიც,რის მიხედვითაც ფეხბურთელებმა იციან საკუთარი გადაადგილება თუ როგორ გაუხსნან ერთმანეთს სივრცე.ეს პრობლემა კარგა ხანია მანჩესტერს აწუხებს და ჯერ კიდევ მოუგვარებელია,რაც იწვევს ასეთ გუნდებთან ცოტა მომენტის შექმნას.
0
№16
ავტორი: bziki
20 აგვისტო 2019 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
საერთოდ არ მგონია სწორი ვულვზთან ბურთის დაჭერა და უაზროთ ბურთის კატავი საჯარიმოსთან.
ბრძოლაში ართმევაზე თამაშში უფრო სწორი გათვლა იყო.
ნიუკასლთან,პალასთან,სოტონტან თუ შეფილდთან კი ბატონო მარა ვულვზი დღეს ლესტერს,ევერტონს,ვესთჰემს თუ არ ჯობია არც ჩამოუვარდება.თვითონაც მაგრა იკბინებიან კონტრებზე და მაგათთან ბურთის დაჭერას როცა არ შეგიძლია ჯობს ბრძოლაში ითამაშო და მონდომედით გავიდეთ ფონს,მონდომებით თუ წავალთ წინ კლასი არ გვაქ ჯერ იმ დონის ბურთი უკატავო შეუცდომლად ვულვზის კალიბრის გუნდს გასვლაზე
0
№17
ავტორი: Lalana
20 აგვისტო 2019 01:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
30 სექტემბერს არსენალთან გვაქვს თამაში,მაქამდე კი მაქსიმალურად უნდა ავაგროვოთ ქულები.საშინელება ნამდვილად არ იყო ეს ფრე,მაგრამ სტაბილურობა აუცილებელია და მეორე ეშელონის გუნდებთან არ უნდა ვკარგოთ ქულები.ჯერ ყველაფერი წინაა და ვნახოთ რა მოხდება.

ციტატა: bziki
საერთოდ არ მგონია სწორი ვულვზთან ბურთის დაჭერა და უაზროთ ბურთის კატავი საჯარიმოსთან.
ბრძოლაში ართმევაზე თამაშში უფრო სწორი გათვლა იყო.
ნიუკასლთან,პალასთან,სოტონტან თუ შეფილდთან კი ბატონო მარა ვულვზი დღეს ლესტერს,ევერტონს,ვესთჰემს თუ არ ჯობია არც ჩამოუვარდება.თვითონაც მაგრა იკბინებიან კონტრებზე და მაგათთან ბურთის დაჭერას როცა არ შეგიძლია ჯობს ბრძოლაში ითამაშო და მონდომედით გავიდეთ ფონს,მონდომებით თუ წავალთ წინ კლასი არ გვაქ ჯერ იმ დონის ბურთი უკატავო შეუცდომლად ვულვზის კალიბრის გუნდს გასვლაზე

სამაგიეროდ მათ რომ დავუთმეთ ბურთი მაგიტომაც მოგვაყარეს შეტევები.ბევრად აგრესიულები იყვნენ მეორე ტაიმში პრესინგზე და ჩვენც ასევე უნდა გვეპასუხა,ტოტალური პრესინგი ჩვენებს არ გამოუყენებიათ რის შედეგადაც უფრო მარტივად ახერხებდნენ ჩვენ ნახევარზე გადმოსვლას.იმაში კი გეთანხმები რომ ნადვილად არ ჩამოუვარდება შენ ჩამოთვლილ გუნდებს და დარწმუნებული ვარ სხვებსაც საკმაოდ ბევრ ქულას დააკარგვინებენ.
0
№18
ავტორი: Svanchester
20 აგვისტო 2019 01:52
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ჩემი აზრით სწორი ტაქტიკა ჰქონდა ოლეს შერჩეული, ფრთხილი და მობილიზებული. ვულვზი არის გუნდი რომელიც კონტრშეტევაზე ნებისმიერ გუნდს დასჯის. მთავარი იარაღი ამ გუნდის სწორედ ეს არის, ოლე ამ ყველაფერზე დაყრდნობით სწორად მიუდგა, მთავარი ვექტორი იყო ის რომ დაგვეჭირა მოწინააღმდეგე შეცდომაზე და გაგვეტანა თუნდაც კლასის დამსახურებით, მარსიიალის დარტყმა იყო უბრალოდ შესანშნავი, ბიჭებო მინუსები ჰქონდა გუნდს და იდეალური ჩვენ კი არა სიტი არაა რომელმაც ტოტენჰემი უბრალოდ დაქალთან დატოვა მაგრამ ხომ არაა ის მომენტ რომ იღბალსაც ვუჩიოდეთ? რეალურად მოხდა ის რომ მოწინააღმდეგის ერთ იდეალურ დარტყმამ და შემდეგ ჩვენ გაცუდებულმა პენალტმა 2 ქულა დაგვაკარგინა, ეს იყო და ეს, უბრალოდ დღეს უიღბლოები აღმოვჩნდით, ეს თამაში ყველანარად ჩვენ გვკუთვნოდა.
0
№19
ავტორი: stepno
20 აგვისტო 2019 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თამაშის ხარისხი საშუალო იყო.პირველ ტაიმში ცოტა რო მოენდომებინა მანჩესტერს კიდე გაუტანდენ გოლს და თითქმის მოკლავდენ ინტრიგას. პასები იყოო გასაოცრად საშინელება. პოგბა იყო ამაზრზენი თითქმის ყველა პასი გააცუდა (პენალტიც მიაყოლა) მთლიანობაში პრესინგი და ბიჭების მონდომება მომეწონა და გამოვარჩევდი მარსიალს ძალიან მაგარი იყო დღეს და ჯეიმსი არ გაჩერებული ბრავო მაგ ბიჭს ცოტა კიდე შეეწყობა გუნდს და ადვილი გასაჩერებელი რო არაა გამოჩნდა. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის კრისტალპალასთან დიდი ანგარიშით მოგება და 3 ქულის აღება ხასიათიც გამოუკეთდებაც და ყველაფერი კარგად წავა.
0
№20
ავტორი: kaizerstein
20 აგვისტო 2019 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
მაკტომონაი არაა მანჩესტერის კლასის ფეხბურთელი. ჯეიმსიც ლენონივითაა. მოკლედ მაკტომინაი და პოგბა რო გეყოლება ცენტრში ვერ მოიგებ რა... რო არ წააგო კაია. პასს ვერ აკეთებს ტიპი და ელემენტარულ სიტუაციებში ბურთს კარგავენ. ტრანსფერებში მოვიკოჭლეთ. აი როგორც მაუნტია ჩელსის, მედისონია ლესტერის, ასეთი დონის ნახევარმცველი არ გვყავს. ასე წინ ვერ წავალთ. მატიჩი უნდა დააყენოს მაკტომინაის ნაცვლად შემდეგი თამაში. პრესინგის დროს ბურთს მაინც არ კარგავს, კარგად ფარავს. ეს მაკტომინაი ძაან სუსტი ტიპია, გამოსავალს ვერ პოულობს პრესინგის დროს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top