"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა,რომ უახლოეს მომავალში არ აპირებს გუნდის შეცვლას.სოლსკიაერი ასოციერდება "ბოლტონის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე.ეს ყველაფერი გამოიწვია ყიფილი მწვრთნელის ოუენ კოულის გათავისუფლებამ.
"ბრიტანული პრესა ყოველთვის ავრცელებს სხვადასხვა ვარაუდებს ფეხბურთის შესახებ." - განაცხადა სოლსკიაერმა.
"ჩემთვის ცნობილია,რომ "ბოლტონის" მომავალი მწვრთნელის კანდიდატურაზე 20-მდე მწვრთნელი არის ყურადრების ქვეშ.არ არის გასაკვირი,რომ მათ სიაში მეც ვარ."
"მე ყოველთვის მესმოდა ჭორები,თითქოს "ბლექბერნში" ან "ბოლტონში" უნდა წავსულიყავი სამუშაოდ,მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს.ამ წუთისათვის მე არ ვაპირებ გუნდის შეცვლას." - დაასრულა სოლსკიაერმა