თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2019, 13:53
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2196,
კომენტარები: 16
მოურინიო: "ლინდელოფს მეტი შეუძლია"
მოურინიო "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ.
მოურინიო:
როგორც იცით, ჟოზე მოურინიომ მუშაობა Sky Sports-ში დაიწყო. პორტუგალიელი სპეციალისტი ბრიტანული სპორტული ტელევიზიის ექსპერტი გახდა და სტუდიურ გადაცემებში პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მატჩებს განიხილავს.

გუშინდელ შეხვედრას მოურინიომ "ოლდ ტრაფორდის" სტუდიიდან მიადევნა თვალყური. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივარი პორტუგალიელს კვლავ უმღეროდა.

ამ ფაქტს მოურინიოც გამოეხმაურა: "ფანებმა მიმღერეს, რადგან იციან, რომ ეს ბიჭები მათ მე დავუტოვე."

მოურინიო: "ლინდელოფს მეტი შეუძლია"

კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა კომენტარი "იუნაიტედის" ფეხბურთელებზეც გააკეთა:
"მაგუაიერი დღეს შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დამსახურებულად მიიღო. ძალიან ძლიერი იყო და ასეთი თავდაჯერებული მოთამაშის ყოფილა, გუნდისთვის მნიშვნელოვანია. თავიდანვე ვამბობდი, რომ ლინდელოფს გაცილებით მეტი შეეძლო. ვფიქრობ, მაგუაიერთან ერთად კარგ წყვიილს შექმნის. მარკუსი დღეს კარგი იყო, თუმცა ლუკაკუს წასვლის შემდეგ, რეშფორდმა გაცილებით მეტი უნდა გაიტანოს.."

"რამდენ გუნდს აქვს პრემიერ ლიგის მოგების შანსი? ვფიქრობ ოთხს: "სიტის", "ლივერპულს", "ტოტენჰემსა" და "სიტის" რეზერვებს. ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად "იუნაიტედი", "ჩელსი" და "არსენალი" იბრძოლებენ." - განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
12 აგვისტო 2019 19:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
shotkin-გეთანხმები,მახსოვს ეგ პერიოდი,როხოს რომ ბანანი მისცა ეგ მაგარი მომენტი იყო :დდ როდესაც რაღაც საქმეს აკეთებ იქ აუცილებელია ყველა პროფესიონალურად უდგებოდეს საქმეს.ამაყი კაციცაა და უმეტეს წილად სახალხოდ არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს და ხანხან ეს ღუპავს კიდეც,მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალია და რაც არ უნდა იყოს მე მადლობელი ვარ აქ გაწეული სამსახურით.ევროპა ლიგის ტიტული არასოდეს მოგვიგია და ამ კაცმა ეს ტიტულიც შეგვმატა.ფეხი რომ აეწყო ყველას დარწმუნებული ვარ წელს ევროპა ლიგაზე საერთოდაც არ ვითამაშებდით.
რაც შეეხება დღევანდელ სიტვაციას მგონია რომ სწორი გეზი გვაქვს აღებული,მგონი ჩვენზე მეტ აღზრდილს ვერც ერთი გუნდის მთავარ გუნდში ვერ ვიხილავთ.პოგბა,ლინგარდი,რეშფორდი,მაკტომინაი,გრინვუდი...საკმაოდ ევრი აკადმიელი თამაშობს მთავარ გუნდში და ჯერ-ჯერობით ვერ ვიხსენებ რომელიმე გუნდს,რომელიც ამდენ აკადემილეს ათამაშებს საკუთარ გუნდში.ამ ყველაფრის მიუხედავად როგორც შენ თქვი გვჭირდება ხალხის დამატება,აი მარჯვენა ფლანგი და ცენტრში ერთი კარგი ბურთის დამჭერი რომ მოვიყვანოთ ჩემი აზრით საკმარისი იქნება.აი ჩამშლელის პოზიციის გაძლიერებაც საჭიროა მაგრამ მთლად სასწრაფო არაა.გუშინ გადაცემებში ძაან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ასევე ბურთის დაჭერაც ძაან გაუჭირდათ,ამიტომ ცენტრში გვჭირდება პოგბას გარდა კიდევ ერთი მასეთი.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
12 აგვისტო 2019 19:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ცენტრში ბურთის დაჭერა ძალიან კომპლექსური რამაა და არაა მხოლოდ ნახევარმცველი.მოურინიომ გუშინ რა თქვა სიტისნაირი მეკარე როცა გყავს მცველივით რომ თამაშობს იქ შეგიძლია ყველაფერი გააკეთოო.მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ბურთის ფლობაში ყველა რგოლია ჩართული ნახევარდაცვა რათქმაუნდა მაგრამ დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია ამ საქმეში.არადა ჩვენ უკვე გვყავს დაცვა რომელსაც შეუძლია პასი და ამ კუთხით ამას გამოყენება უნდა.უბრალოდ ჩვენ ნახევარმცველებს აქვთ უბურთოდ მუშაობის პრობლემა,თავდამსხმელებიც ქაოტურად მოძრაობენ.კომპაქტურობა რომელზეც იყო საუბარი გუშინ იქ კარაგერიც კარგად ბაზრობდა ამაზე.უბრალოდ მიმაჩნია რომ გუნდმა ფიზ მომზადებას უნდა მიხედოს.ყველაზე ენერგიული გუნდში არის ლინგარდი რომელსაც რავი მემგონი დაღლა არ ეწყობა.სხვათაშორის დრიბლინგები გუშინ კარგი ქონდა და ბურთი რამდენჯერმე ძალიან კარგად აიტანა წინ.გუშინდელ თამაშში ჩანდა რომ რისი გაკეთება უნდათ ეს იციან და ეგ უკვე კარგია.კარგია ისიც რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და გუნდურობა იგრძნობა.კლასის მხრივ მაგარი აჯაფსანდალი გვაქვს მაგრამ კიდევ ერთი რამ რაც აუცილებლად არის შესაცვლელი,ეს არის პოგბას ზედმეტობები.შარშანაც იყო ბევრი შემთხვევა როცა ბევრს კარგავდა ბურთს და სახიფათო შეტევას ვიღებდით.ამ თამაშშიც ბევრჯერ იქაჯა და ეგონა ჯარიმა დაიდებოდა მაგრამ არ დაიდო და კინაღამ გაგვიკვდხეს.სხვა ამას არ გაპატიებს.კლასი რაც აქვს მის პასებში განოჩნდა და დრიბლინგში,უბრალოდ აფუჭებს ყველაფერს ზედმეტობებით.ეს ვინმემ უნდა აუხსნას ვა.ვნახოთ ჩაკეტილ ვულვზთან რას ვიზამთ,როგორ შევძლებთ ავტობუსის გარღვევას.ასეთ თამაშშია საჭირო მატა,ასეთ თამაშშია საჭირო მაღალი სისწრაფე და მოკლე პასები,პოგბას გრძელი დაცვის უკან მომჭრელი პასები.ვნახოთ ძალიან მაინტერესებს როგორ ითამაშებენ 19ში
0
№13
ავტორი: Lalana
12 აგვისტო 2019 21:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi

++++... სხვა ვერაფერს დავამატებდი.ახლახან გოალზე დაიდო საინტერესო სტატია მანჩესტერი-ჩელსიზე და ბევრი რამ გასათვალისწინებელია.
0
№14
ავტორი: David_Beckham7
12 აგვისტო 2019 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
Dato Kutaisi შენს განხილვებს როცა ვხვდები მომწონს და უმეტესად ჩემს აზრებს ემთხვევა. ოლე როცა ახალი დანიშნული იყო და თამაშს თამაშზე ვიგებდით მწხსოვს ცენტრი იქნებოდა თუ მოედნის სხვა ნებისმიერი წერტილი როცა ფეხბურთელი ბირთს მიიღებდა მის ირგვლოვ 3-4 ფეხბურთელი ჩნდებოდა და მოძრაობდნენ, შესაბამისად მეტი არჩევანია უკეთესი გაგრძელებოს და ბირთის არ დაკაგვისაც ( ნუ სხვა საქმეა მერე იწ პასის კულტირაზე და კარგ მეპასე ფეხბირთელებზე და ამაში დღეს სიტის ვერ შევედარებით ) მაგრამ ჩემი აზრით ტოცა ჩვენ გვაქვს ბურთი დაცვა არ უნდა იყოს მხოლოდ საჯარიმოზე მიჯაჭვული და უნდა თამამად იწეოდეს მაღლა. მეტს მოზრაოდდნენ, აზღვევდნენ ერთმანეთს და ბურთის დაჭერასაც მეტად შეძლებენ თუნდაც ამ ნახევარდაცვით. ლინგარდი მე გუშინ რო მომეწონა ესე იმ შეხვედრებში არ მომწონებია სადაც დუბლი შეუსრულებია
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
12 აგვისტო 2019 22:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: David_Beckham7
Dato Kutaisi შენს განხილვებს როცა ვხვდები მომწონს და უმეტესად ჩემს აზრებს ემთხვევა. ოლე როცა ახალი დანიშნული იყო და თამაშს თამაშზე ვიგებდით მწხსოვს ცენტრი იქნებოდა თუ მოედნის სხვა ნებისმიერი წერტილი როცა ფეხბურთელი ბირთს მიიღებდა მის ირგვლოვ 3-4 ფეხბურთელი ჩნდებოდა და მოძრაობდნენ, შესაბამისად მეტი არჩევანია უკეთესი გაგრძელებოს და ბირთის არ დაკაგვისაც ( ნუ სხვა საქმეა მერე იწ პასის კულტირაზე და კარგ მეპასე ფეხბირთელებზე და ამაში დღეს სიტის ვერ შევედარებით ) მაგრამ ჩემი აზრით ტოცა ჩვენ გვაქვს ბურთი დაცვა არ უნდა იყოს მხოლოდ საჯარიმოზე მიჯაჭვული და უნდა თამამად იწეოდეს მაღლა. მეტს მოზრაოდდნენ, აზღვევდნენ ერთმანეთს და ბურთის დაჭერასაც მეტად შეძლებენ თუნდაც ამ ნახევარდაცვით. ლინგარდი მე გუშინ რო მომეწონა ესე იმ შეხვედრებში არ მომწონებია სადაც დუბლი შეუსრულებია

გაიხარე ძმა.არა ლინგარდი აშკარად არ იყო ცუდი.უბურთოდ პოზიციონირება აშკარად გვაქვს დასახვეწი.აი ზუსტად რაც შენ დაწერე რომ 3-4 ფეხბურთელი ჩნდებოდა მოწინააღმდეგესთან აი ასევე უნდა ჩნდებოდნენ თავის გუნდელთან როდესაც მას აქვს ბურთი.ბარსას და სიტის უპირატესობა სულ ეს იყო და არის,რომ როდესაც ბურთს მიიღებს რომელიმე,პასის გაცემის ვარიენტები აქვს მინიმუმ 2-3, რაც უბურთოდ პოზიციონირებაა არა?ჩვენთან კი ისეა რომ ბურთს რომ მიიღებს რომელიმე ელეთმელეთი ემართებათ იმიტომ რომ სიახლოვეს არ ყავს არავინ და უწევს ან უკან პასი ან თავად შევიდეს ორთაბრძოლაში.ეს რეალურად არის ტრენერის საქმე ეს უნდა ასწავლონ ზუსტად ფეხბურთელებს.სხვაგვარად ბურთის ფლობა არის შეუძლებელი.მე ვთვლი რომ ასეთ სასტავს ცენტრში მიდამ ექნება უმცირესობა.ამიტომ 3-5-1-1 ან 3-1-4-2 ანუ 5 კაცი ცენტრში აუცილებელია.5 ნახევარმცველი არა უბრალოდ ფლანგებზე ლინგარდი(მატა) და ჯეიმსი(შოუ) უნდა იყონ რომლებიც ცენტრში დაეხმარებიან უკან კი დაცვას.მე მაინც მიმაჩნია რომ ჯეიმსი მარცხენა ვინგერია და არა მარჯვენა.ასე წარმომიდგენია მე სასტავი:
დეხეა
ლინდელოფი ჰარი შოუ
ბისაკა ლინგარდი სკოტი პოგბა ჯეიმსი
რეში მარსიალი
0
№16
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2019 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mainc idi naxui:)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top