თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2013, 14:48
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 22
ფაბიო ძმაზე და საკუთარ თავზე!
მანჩესტერიდან ლონდონში გადასვლამდე ფაბიო არ ცილდებოდა თავის ძმას რაფაელს. სემ ულესმა კი The Independent-თან განაცხადა, თუ რატომ დაშორდნენ ერთმანეთს ტყუპები...
ფაბიო ძმაზე და საკუთარ თავზე!
ფაბიო და სილვამ გაგვიმხილა საიდუმლო, თუ რატომ ეცვა მის ძმას - რაფაელს ბუცები, რომელზეც ფაბიო ეწერა. საქმე იმაშია, რომ ნაიკმა ფაბიოს ლონდონში გაუგზავნა ბუცები წარწერით - რაფაელი, ხოლო რაფაელს წარწერით - ფაბიო. მან განაცხადა, რომ ასეთ რაღაცეებს მიჩვეულია. ხალხს ისინი დაბდებიდანვე ერევათ ერთმანეთში...

საბედნიეროდ ძმებს, ფეხის ზომა ერთნაირი აქვთ. თუ გადავხედავთ მათ კარიერას, მივხვდებით, რომ მათ ყველაფერიერთნაირად ჰქონდათ. მაგრამ, დიდი განხილვის შემდეგ ძმასთან, გასულ ზაფხულს ფაბიომ გადაწყვიტა მანჩესტერი დაეტოვებინა და ლონდონში, კერძოდ კი "ქუინზ პარკ რეინჯერსში" სათამაშოდ წასულიყო, რათა საკმარისი დრო მიეღო პრაქტიკისთვის.

როდესაც ვხვდები ფაბიოს, პირველი რაც თვალში მხვდება, ეს მისი მზერაა, რომელიც რაფაელსაც აქვს. ტიპიური მზერა, ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის, რომელიც აქ გზის გასაკვალად ჩამოვიდა. მაგრამ ძალიან მალე მის სახეს ღიმილი ეფინება და ადვილად იქყებს საუბარს თავის ტყუპის ცალთან განშორებაზე.

ძმებმა და სილვებმა დიდი გზა გამოიარეს პეტროპოლისიდან, არც ისე დიდი ქალაქიდან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროსთან ახლოს მდებარეობს. ისინი გაიზარდნენ ჟოზეს და ლაურინდას ოჯახში. მამა მებაღეობით იყო დაკავებული, ხოლო დედა დიასახლისი გახლდათ, რომლებიც შეძლებულ ოჯახში მუშაობით ირჩენდნენ თავს. მათი უფროსი ძმა ლუიზ ენრიკე, ხანდახან ეხმაებოდა, მათ ბალახის გაკრეჭვაში. დღეს კი ლუიზი და ფაბიო მათი ცოლებით, ლონდონის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. მე ვხუმრობ, რადგან ახლა ფაბიოს შეუძლია ის სახლი იყიდოს სადაც ერთ დროს მისი მშობლები მუშაობდნენ, ფაბიო იცინის...

22 წლის ფაბიო თვლის, რომ ხალხს ჰგონია, რომ ის თავისი ძმის წარმატებით ბედნიერი არ არის.:"ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როდესაც 12 წლისები ვიყავით. ჩვენ ასე ვფიქრობდით:ერთ დღესაც ჩვენ დავშორდებით, რადგან სამუდამოდ ვერ ვიქნებით ერთად... მე ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა. უბრალოდ არ ვიცოდი, თუ როდის მოხდებოდა. ეს მოხდა გასულ წელს და კარგია."

ის ხშირად იხდის ბოდიშს ინგლისურის ცუდად ცოდნისთვის, მაგრამ ცდილობს ემოციურად კარგად გამოხატოს თავის ძმასთან ურთიერთობა."ჩვენ დავშორდით და ეს უკეთესიცაა. მაგლითად, როდესაც ერთად ვთამაშობდით, სულ ერთმანეთს ვუყურებდით. როდესაც შეცდომას ვუშვებ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ნერვიულობს - მაგრამ ის კარგავს თავდაჯერებულობას, ამასთანავე სუსტადაც გამოიყურება.

"ამ სეზონში, როდესაც ის თამაშობს ხშირად, უფრო თავდაჯერებული ხდება. როდესაც "იუნაიტედში" ვიყავი ხშირად ვერ ვხვდებოდი შემადგენლობაში, ან კიდევ საკმარისად კარგად ვერ ვთამაშობდი. შეიძლება ის ფიქრობდა, რომ აღარაფერი შემიძლია. ჩვენ ხომ ერთადაც ვცხოვრობდით მანჩესტერში. როდესაც ის თამაშობს,ბედნიერია. როდესაც მე ვთამაშობს, მე ვარ ბედნიერი. ჩვენ უკვე გავიზარდეთ. ის იქაა და მე აქ ვარ!"

მე ვვარაუდობ, რომ მათ შორის ურთიერთობა უფრო კარგი გახდა, რაშიც თვითონაც ფაბიო დამეთანხმება."დიახ, ჩვენ ერთმანეთს უფრო კარგად ვუგებთ! ეს ფეხბურთია. ჩვენ სხვადასვა ვართ. ის მანჩესტერშია, მე ლონდონში.ჩვენ ამას ეღტად განვიხილავთ. მე მას ერთხელ ვუთხარი:თუ მე ცუდ მატჩს ჩავატარებ, შენ არ გაბრაზდე!"

"ჩვენ ეს განვიხილეთ. მან იცოდა, რომ მე "იუნაიტედს" მხოლოდ პრაქტიკის გამო ვტოვებდი. ის მე დამეთანხმა. ის თვლიდა, რომ ჩემი წასვლა იქ ღირდა, რადგან მჭირდებოდა დრო პრქტიკისთვის. ახლა მე კმაყოფილი ვარ. ვხვდები, რომ "ქფრს" ცუდი სოზნი აქვს, მაგრამ აქ ვვითარდები და ვცდილობ გუნდას დავეხმარო."

ფაბიომ განაცხდა, რომ რაფაელს ორ დღეზე მეტს ვერ ტოვებდა. მათ დატოვეს "ფლუმინენსე" 2008 წელს და გადმოვიდნენ "იუნაიტედში". მაგრამ მანჩესტერში ფაბიოს ტრავმებმა შეუშალეს ხელი, ამიტომაც მისი დებიუტი ერთი წლის შემდეგ შედგა. რაფაელი კი მალევე შეეგუა კლუბს და სასტარტო შემადგენლობაში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიკავა ადგილი.

რაფაელი, ფაბიოზე წინ ყოველთვის არ იყო, იმიტომ რომ ფაბიოს როგორც მარცხენა ისე მარჯვენა ფლანგზე შეეძლო თამაში. 2010/11 წლებში ფაბიომ შესანიშნავი ფორმა აკრიფა, რის შედეგადაც მან ძმა ჩაანაცვლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან".

"რაფაელი იმედგაცრუებილუ იყო, რადგან ძალიან სურდა ამ მატჩსი მონაწილეობის მიღება, - განაცხადა ფაბიომ, - მე ბედნიერი ვიყავი, რომ ფინალში უნდა მეთამაშა, მაგრამ ასევე ვიცოდი, რომ რაფაელი გაბრაზებული იქნებოდა. ვიცოდი, რომ მას ძალიან უნდოდა თამაში. საბედნიეროდა ამან ჩემს თამაშზე არ იმოქმედა. მაგრამ მის გამო ვდარდობდი. საბოლოოდ, კი ეს შეუდარებელი გამოდგა."

"ქფრში" მისი არენდით გაშვება, არც ისე კარგად დაიწყო. მას თმაშში ხელი შეუშალა ტრავმებმა მარკ ჰიუზის დროს, რამაც პრაქტიკის უქონლობა გამოიწვია, მაგრამ კლუბს ახალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში, ჰარი რედნაპი, რომელსაც ფაბიოსი სჯერა. რაც შეეხება იმას, რომ კლუბში საგარეო ფეხბურთელებს არ ენდობიან?

"რთულია რაიმე თქვა. რაც შემეხება მე, როდესაც მინდორზე გამოვდივარ, ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და ჩემს კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. რათქმაუნდა ჩვენ შეგვიძლია პრემიერ ლიგაში დარჩენა. კიდევ 13 მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ცვენ შევძლებთ საკმარისი ქულების აღებას, რომ არ გავარდეთ."

ინგლისში ერთად ცხოვრების სემდეგ, ძმები და სილვები სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. რაფაელს და მის მეუღლეს კერლის ჰყავთ ქალიშვილი - ედუარდა. ფაბიო გაემგზავრა "უეიმლიზე" რათა ეროვნული ნაკრების თამაშიშტვის ედევნებინა თვალი, ხოლო რაფაელმა შვებულება აიღო. რათქმაუნდა, ახლა ორივეს სურვილი ნაკრებში თამაშია.

ორივე ძმამ ბრაზილიის ნაკრებში ორ-ორი მატჩი ჩაატარა. მაგრამ რაფელს რისხვა დაატყდა, რადგან ის ოლიმპიური თამაშების დროს დაცვაში შეცდა და ამ შეცდომებით მექსიკის ნაკრებმა ისარგებლა და ბრაზილიის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

"ძალიან რთული იყო, - განაცხადა ფაბიომ, - ის ძალიან გაბრაზებულია და ნაკრებში დაბრუნება სურს. ეს ყველაფერი მოსაწყენია. ისიც და მეც ჩვეულებისამებრ, ჩვენს ემოციებს ვმალავთ. ცვენს ქვეყანაში უნდათ, რომ ვიტიროთ და ვიყვიროთ, მაგრამ ჩვენ ასე არ ვაკეთებთ. როდესაც ის მინდორს ტოვებდა, არ ტიროდა. ბრაზილიაში ყველამ ამას მიაქცია ყურადღება. გულშემატკივარიც ამბობდა, მას რა ადარდებს, ის ხომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, ხოლო ნაკრებში თამაში მას არ სურს."

"ასეთი სასტიკი კრიტიკა კი იმან გამოიწვია, რომ ერთადერთი ტიტული რაც ბრაზილიას არ მოუგია ეს ოლიმპიადაა. ჩემი ძმა ამაზე არ დარდობს. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს. მაგრამ მას სურს ნაკრებში მოხვედრა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. მეც ეს მსურს."

როდესაც მან ჩამოთვალა მისი კონკურენტები, ხვდები თუ ატომაა ძნელი ნაკრებში მოხვდერა, რადგან მის პოზიციაზე თამაშობენ: მარსელო, ფილიპე ლუისი და ადრიანო. თუმცა ამ ფეხბურთელთაგან ბოლო უკანასკნელს, ინგლისის ნაკრებისა და ბრაზილიის ნაკრების დაპირისპირებაზე ტეო ვოლკოტმა ნადვილად დაჯაბნა. მაგრამ თუ მოგეჩვენათ, რომ ფაბიო გაბრაზებულია, ეს მართლაც სიმართლე იქნება. მას და თავის ძმას უყვართ ინგლისი და აფასებენ იმ შესაძლებლობას, რომელიც მან მათ და მის ოჯახს აჩუქა...

მათ ძმას ლუიზს არც ისე დიდი გამოცდილება ჰქონდა. 17 წლის ასაკში ის "ბრაშიაში" გაემგზავრა, სადაც მისი კარიერა არ შედგა. ის დასრულდა "ოლტრინგემში" და რედკლიფ ბოროში" ვარჯიშებით. "ჩვენმა მშობლებმა არ იცოდნენ, მას როგორ დახმარებოდნენ, - განაცხადა ფაბიომ, - ჩვენ გვყავდა აგენტი ბრაზილიაში... ეს გრძელი და მოსაწყენი ისტორიაა. მაგრამ ჩემი ძმა ამ ყველაფერზე მეტად ძლიერია."

"ვერ ვიტყვი, რომ გაჭირვებული ოჯახიდან ვარ, მაგრამ ბრაზილიაში ბევრია გაჭირვებული. ბავშვებისთვის იქ ცუდი პირობებია. მე არასდროს არ ვშიმშილობდი, მაგრამ ჩემ თავს ყველაფრის გაკეთების უფლებასაც არ ვაძლევდი. ბრაზილიაში ფეხბურთი, ცუდ ადგილებშიც კი ანათებს. არ ვიცი რატომ. შიძლება იქ ყველაზე მეტად სურთ თამაში. ისინი მშივრები არიან. მე და ჩემი ძმაც საკმარისად მშივრები ვიყავით, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში მოვხვედრილიყავით."

საქმე ისევ მის ძმას ეხება, რომელთანაც მას ძალიან ბერი საერთო აქვს, მაგრამ მასთან დაშორება მოუწია, რომ გამოევლინა სრულად თავისი პოტენციალი. ფაბიო ამბობს, რომ თუ მას ესმის, რომ ვიღაცა მის ძმას ეძახის, ის ყოველთვის ტრიალდება, რადგან ისინი ერთმანეთსი ისე ერევათ. მაგრამ "ქუინზ პარკ რეინჯერსში" მას ფაბიოს ეძახიან....

მეორე ცხოვრება...

"მე მიყვარს სამბა, როგორც ყველა ბრაზილიელს. მე და ჩემი ძმა კარგად ვცეკვავთ. მე დავდივარ ბარებში და ვცეკვავ ჩემს მეგობრებთან ერთად, ბრაზილიურ მუსიკაზე. მაგრამ ლონდონში ვერსად ვერ ვიპოვე ისეთი ადგილი, სადაც სამბას ვიცეკვებდი."


სტატია მოამზადა ლადო ღონღაძემ redarmy.ge-სთვის...
ახალი ამბები
22 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
24 თებერვალი 2013 14:45
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჩემი აზრით ფაბიო აღარ არის საჭირო მანჩესტერში, ძალიან მევასება ფაბიო, მაგრამ მასე ვფიქრობ.
0
№12
ავტორი: VaRdo
24 თებერვალი 2013 15:54
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: buka oboladze
ჩემი აზრით ფაბიო აღარ არის საჭირო მანჩესტერში, ძალიან მევასება ფაბიო, მაგრამ მასე ვფიქრობ.


საბედნიეროდ შენი აზრით და არა ფერგის აზრით. რაფაელიც და ფაბიოც უნიჭიერესები არიან. ეხლა შენ წარმოიდგინე ფაბიომაც რომ თავის ძმასავით მოუმატოს რა იქნება კრაიზე მარცხნივ და მარჯვნივ? წიოკი. თან არ დაგავიწყდეს სტატიაშიც წერია, რომ ერთი პერიოდი რაფაელი ამოაგდო სასტავიდან. უბრალოდ ტრავმებმა შეუშალეს ხელი. იმ ჰოლანდიელს კი მირჩევნია და ევრა რომ წავა მერე ვის აყენებ მანდ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: buka oboladze
24 თებერვალი 2013 21:43
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
VaRdo,
ღმერთმა ქნას, ფაბიომ ისე მოუმატოს რომ ძირითადში გაიჩითოს, ჩემი ოცნება იყო და ახლაც არის,რომ ტყუპები გვყავდეს დაცვის ფლანგებზე,მაგრამ თუ უყურებ ხოლმე ქპრს თამაშებს, მაშინ მიხვდები რომ ფაბიო არ პროგრესირებს, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მე ასეთი აზრის გამოტანის საშუალება სწორედ ამან მომცა.
0
№14
ავტორი: Malboro463
25 თებერვალი 2013 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5876
buka oboladze,
წინა სეზონში რაფაელიც ეგრე იყო მარა წელს ხო ხედავ რა კარგ ფორმაშია
0
№15
ავტორი: M . U . F . C
25 თებერვალი 2013 02:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
მაგარი სტატიაა საღოლ ავტორ 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
№16
ავტორი: Luka Gelashvili
25 თებერვალი 2013 14:51
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ ლადო 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№17
ავტორი: Esi
25 თებერვალი 2013 15:00
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აპა პ აპ ფაბიოზე ცუდი არ გავიგონო! ფაბიო რაფაელზე ნიჭიერია,გინდ დაიჯერეთ გინდ არა! უბრალოდ ფაბიოს ფლანგზე ევრა არის და ვერ თამაშობდა ხშირად,თორემ ისე ფაბიოს მარჯვნივაც შეუძლია თამაში და მარცხნივაც...ტექნიკურად რაფაელზე ძლიერია...ერთი ეგაა როგორც რაფაელს ასევე ფაბიოს ცოტა დაცვაში აქვთ "დასამუღამებელი"...დაცვით ფუნქციებში ჯობს რაფაელი ფაბიოს...მჯერა,რომ ევრას წასვლის შემდეგ სწორედ ფაბიო დადგება...ბიუნტნერი კი ნორმალურია,მაგრამ ფაბიომდე ვერც მივა ჩემს თვალში და ბევრის აზრითაც ეგრეა...ყოველთვის რაფაელს ფაბიო მერჩივნა და მაგას დაამტკიცებს,რომ დაბრუნდება...ისე თუ არ ვცდები ფაბიოს ფინალიც აქვს ნათამაშები ბარსასთან,რომ წავაგეთ,მაგრამ შეიძლება რაფაელი იყო ფაბიოს მაისურით რას გაიგებ lol ...
0
№18
ავტორი: Мр КрасНо
25 თებერვალი 2013 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რო დაშOრდნენ ერთმანეთს კარგია !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ♥♥ Fuck Barcelona and Fuck Real Madrid, I’ve loved United Since I was a kid ❤
№19
ავტორი: buka oboladze
25 თებერვალი 2013 18:21
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Мр КрасНо,
რატოა კარგი
0
№20
ავტორი: nika bilaniunited
25 თებერვალი 2013 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
რაფაელმა აშკარად აჯობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top