თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2019, 20:29
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2440,
კომენტარები: 14
The Mirror: "მაგუაიერის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, "მანჩესტერი" ბრუნოზე ფოკუსირდება"
ვუდვორდი "სპორტინგთან" მოლაპარაკებებს განაახლებს.
The Mirror:
სხვადასხვა ავტორიტეტული ტაბლოიდების ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საბოლოო შეთანხმებას მიაღწია "ლესტერ სიტთან". სულ მალე ჰარი მაგუაიერი "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ოფიციალურად შეუერთდება.

ინგლისური The Mirror -ის ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების დასრულების შემდეგ, ინგლისური გრანდი მთლიან ყურადღებას პორტუგალიელ ბრუნო ფერნანდეშზე გადაიტანს, რომელსაც ასევე ძალუძს საკუთარი კლუბის დატოვება და ძალების მოსინჯვა რომელიმე ევროპულ გრანდში სურს. მიზნის მისაღეწვად 24 წლის ფეხბურთელი მზად არის ლისაბონურ კლუბს გაშვება პირადად სთხოვოს.

ბრუნო ფერნანდეში, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. როგორც ცნობილია, ედ ვუდვორდმა პორტუგალიურ მხარეს, პირველი შეთავაზებით უკვე მიმართა. ცნობილია ინგლიესლის მიერ შეთავაზებული თანხაც, რაც დაახლოებით £30 მილიონს შეადგენდა, თუმცა პორტუგალიელებს შეთავაზებული მილიონები ეცოტავათ და წინადადებაზე უარი განაცხადეს.

დედაქალაქურ კლუბს, ფერნანდეშის სანაცვლოდ, მინიმუმ £60 მილიონის მიღების იმედი აქვს, თუმცა თუ კი ფეხბურთელი კლუბიდან წასვლის სურვილს ოფიციალურად გამოხატავს, მაშინ არაა გამორიცხული ლისაბონელები გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ.

წყარო:express
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: David_Beckham7
14 ივლისი 2019 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მე აღარ მჯერა ამის მოსვლა. რო უნდოდეთ ამის მოსვლა გადაიხდიდნენ რაDგან ძაან რეალირი ფასია დანიაფიცაა დღევანდელ ფასებთან. 35 ბისაკა და 50 მაგაიერი უფრო რელაირი ოქნებოდა და ეს 60 სადღაც ჩემი აზრით მაგრმა ინგლისელებს არ უკლებენ და სხვებისგან უნდათ სასაცილო ფასში დათრევა. სულ უჩუქებიათ ნეტა მაგრამ რეალურქდ ხო იცი გჭირდება ნწხევარდაცვა არანაკლებ დაცვწზე და რაღატო წელავენ
0
№12
ავტორი: onlyred
15 ივლისი 2019 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
საინტერესოა ყველა ინგლისელს რატო აწვებიან უფრო.
0
№13
ავტორი: bziki
15 ივლისი 2019 05:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მაგუაერზე მაგარი მცველი არაა ბაზარზე მაგუაერზე მაგარი კი არა ვაბშე არაა მცველი ბაზარზე.
ნახევარდაცვაში კიდე 5-6 კაცია ხელმისაწვდომი,ფასს თუ არ დააგდებს სპორტინგი არც იყიდიან:D:D
არ ვიცი ვის რატო მოსწონს ბრუნო ესე გამორჩეულად,ერთი ჩვეულებრივი ნახევარმცველია ვენები იჭრან ბრუნოზე ეგ ნაღდათ არაა,5-6 ნახევარმცველია ბაზარზე იგივე ფასში თუ არ ჯობიან ბრუნოს არც ჩამოუვარდებიან.
ვანდებეეკი(55-60),ერიქსენი(65-70),მედისონი(40),რაკიტიჩი(45-50),სავიჩი(80),საული(
90-105)
აქედან მედისონის და ბეეკის გარდა ყველა ობიექტურად ჯობია ბრუნოს ეგენიც საკამათოა კიდე,მედისონს ეპლის გამოცდილება აქ და უფრო ნაკლები შანსია რო ვერ გაამართლოს
ბრუნოს გამო ვენებს ნაღდათ არ გადაიჭრიან თუ დააგდებს ფასს სპორტინგი იყიდიან თუ არადა სხვაზე გადაერთვებიან
0
№14
ავტორი: JuanMata
15 ივლისი 2019 12:46
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: bziki

ჩემი აზრით ნახევარმცველი ჭირდება გუნდს პირველ რიგში, თუნდაც მარტო იმიტომ რომ ორი ფეხბურთელი გავუშვით ამ პოზიციაზე და არავინ დაგვიმატებია, ბრუნოს გარდა რეალური ინტერესი არ ყოფილა ჩვენი გუნდიდან. ამიტომაც ველოდები მე ნახევარმცველს, ამ შემთხვევაში ბრუნო ფერნანდეშს.
თანაც მოლაპრაკებები უკვე რაღაც სტადიაზეა მისული და უფრო ადვილი იქნება ამ ტრანსფერის განხორიცელება, ვიდრე თავიდან დაწყება და 2-3 კვირა გაწელვა ყველაფრის, ცალკე კლუბთან, ცალკე ფეხბურთელთან.

ბრუნო ამ სეზონში ნამდვილად იყო გამრჩეული, რაც არ უნდა იყოს, 20 გოლი და 13 ასისტი ნახევარმცველისთვის ძალიან მაგარი შედეგია, მითუმეტეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, მომენტების შექმნაა, პლიუს ამას ძალიან კარგად ასრულებს სტანდარტებს და ძალიან გამიხარდება თუ იანგს ჩაანაცვლებს ვინმე ამ საკითხში. თამაშს კარგად ამწვავებს, ბურთი წინ მიაქვს და ბევრ მომენტს ქმნის.

ჩამოთვლილი ნახევარმცველებიდან, ამ ფასში შეიძლება მარტო ვან დე ბეკი ვიყიდოთ, მედისონს 40-ად ნამდვილად არ მოგვცემენ, სხვათა შორის, არც ეგაა ცუდი ვარიანტი, ერიქსენზე უკეთესი სეზონი კი ჰქონდა წელს, უბრალოდ ჯერ ახალგაზრდაა და არაა კარგად გაპიარებული.

ორი ყველაზე რეალური ტრანსფერი ახლა მანიუსთვის არის ბრუნო და მაგუაიაერი, ბრუნოს დახურვა უკვე შეიძლება, ფეხბურთელთან მოგვარებულია სიტუაცია და სპორტინგს ერთი შეთავაზება უკვე გაუკეთეს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top