თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2019, 20:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2418,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილის შეძენას ცდილობს
"იუნაიტედი" ახალგაზრდებით დაინტერესებას განაგრძობს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილის, დანი ოლმოს თაობაზე შეთავაზება გააკეთა.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე გუნდის გადახალისებას გეგმავს ცუდად დასრულებული წინა სეზონის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის გარკვეულ ეტაპზე "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრის ფავორიტები იყვნენ, მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდნენ საბოლოოდ.

სოლსკიაერმა უკვე შეიძინა "კრისტალ პალასიდან" აარონ ვან-ბისაკა, ხოლო "სუონსიდან" დენიელ ჯეიმსი. მაგრამ წინ კიდევ ბევრი ტრანსფერი იგეგმება.

ხორვატიული გაზეთი Sportske Novosti კი იტყობინება, რომ "იუნაიტედმა" ოლმოს თაობაზე 36 მლნ. ფუნტიანი წინადადება გააკეთა.

სწორედ ოლმოს ანგარიშზეა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრების კარში გატანილი გამარჯვების გოლი.

ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელით, რომელმაც წინა სეზონში 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, მადრიდის "რეალიც" ინტერესდება.

გარდა ამისა, ოლმომ ხორვატიის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაც მიიღო.

იგი განუყოფელი ნაწილი იყო წარმატებული "დინამოსი", რომელმაც ოთხჯერ მოიგო ჩემპიონატი და სამჯერ ქვეყნის თასი მასთან ერთად.

საკუთარი აკადემიის აღზრდილის სამსახურით "ბარსელონაც" ინტერესდებოდა, მანამდე კი "ლევერკუზენმა" სცადა 25 მლნ. ევროს სანაცვლოდ მისი შეძენა.

21 წლის ოლმო მიმდინარე ზაფხულის ოლე გუნარისეულ გეგმებში ჯდება, ვინაიდან ნორვეგიელს "ოლდ ტრაფორდზე" ახალგაზრდების მიყვანა სურს.

წყარო: express
ახალი ამბები, ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
3 ივლისი 2019 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ამის თამაშიც და მომენტებიც ნანახი მაქვს, დამიჯერეთ ასეთი ბიჭი მთელ მანჩესტერში არ გვყავს;
საოცარი ტექნიკა, დრიბლინგი, პასიი ძაან მაგარი ბიჭიაა, ასეთებში უნდა დააბანდონ ფული ამ არაფრის მაქნისმა გლეიზერებმა!
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
4 ივლისი 2019 16:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: krekera
ამის თამაშიც და მომენტებიც ნანახი მაქვს, დამიჯერეთ ასეთი ბიჭი მთელ მანჩესტერში არ გვყავს;
საოცარი ტექნიკა, დრიბლინგი, პასიი ძაან მაგარი ბიჭიაა, ასეთებში უნდა დააბანდონ ფული ამ არაფრის მაქნისმა გლეიზერებმა!

ამ ბიჭის ვიდეოები ვნახე მართლა კაი ტიპი ჩანს.ძაან ლამაზი მოძრაობები დაქვს და ბურთთან მუშაობის კულტურა,ხედვა რავი ყველაფერი აქვს.უბრალოდ ვიდეოებიდან არ ჩანს რამდენად ძლიერია ფიზიკურად რომ პრემიერ ლიგას ადვილად შეეგუოს და გაქაჩოს თორე ძაან კაი ტიპია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top