თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2019, 21:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2122,
კომენტარები: 15
პოგბა სოლსკიაერის გადარწმუნებას შეეცდება
ფრანგი თავისას არ იშლის.
პოგბა სოლსკიაერის გადარწმუნებას შეეცდება
მიმდინარე კვირაში პოლ პოგბა პირადად შეხვდება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს, რათა იგი კლუბიდან თავისი წასვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა ფრანგსა და მის აგენტ მინო რაიოლას აცნობა, რომ პოგბას თაობაზე მიღებულ ნებისმიერ შეთავაზებას განხილვის გარეშე დაბლოკავს.

მაგრამ 26 წლის ფეხბურთელმა თავის თანაგუნდელებს უკვე შეატყობინა, რომ წასვლა სურს იმედი აქვს, სოლსკიაერი ედ ვუდვორდსაც დაარწმუნებს ამის აუცილებლობაში.

"იუნაიტედი" თავის პირველ წინასასეზონო შეხვედრას 13 ივლისს ავსტრალიაში "პერტ გლორის" წინააღმდეგ გამართავს და პოგბას სურს, რომ კლუბში ამ დროისთვის უკვე აღარ იმყოფებოდეს.

ნახევარმცველის შეძენა მადრიდის "რეალსა" და "იუვენტუსს" სურთ, მაგრამ ჯერ არცერთ მათგანს არ გაუკეთებიან ოფიციალური შეთავაზება.

მაგრამ თუ პოგბა აუცილებლად უნდა გაიყიდოს, ვუდოვრდი მასში 120 მლნ. ფუნტს მოითხოვს.

ზინედინ ზიდანი პოგბას დიდი გულშემატკივარია, მაგრამ მასში 90 მლნ. ფუნტზე მეტის გადახდას არ აპირებს, მითუმეტეს, რომ 130 მლნ. უკვე გაიღო ედენ აზარში.

"რეალის" მწვრთნელი 27 წლის ისკოს შეთავაზების ვარიანტსაც განიხილავს, როგორც შესაძლო შეთანხმების საფუძველს.

წყარო: the sun
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: psixi13
1 ივლისი 2019 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
გაააჯმევინონ ამ მათხოჯს
0
№12
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2019 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვნახოთ აბა რა მოხდება
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2019 12:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ესეც კიდე წავიდეს თუ მიდის
0
№14
ავტორი: becks7
1 ივლისი 2019 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
გაცვალონ ისკოში და დაამატონ ფული ძაან მაგარი იქნება.... რაღაც ვერ ათამაშებენ ამ კაცს და ცოდოა თითონაც
0
№15
2 ივლისი 2019 18:39
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ამას წამით როგორ აჩერებენ... :@@@ ტიპმა 1000-ჯერ განაცხადა წასვლა მინდაო, ასეთი ფეხბურთელის ადგილი არასდროს ყოფილა იუნაიტედში. angry

მიყიდონ რეალს, აქეთ კი ვარანე ან ისკო წამოიყვანონ, + ფულიც დაგვიმატონ ზემოდან. თუ გაცვლა არ აწყობთ, მაშინ 130 მილიონი გადაიხადონ. მოუნდა პერესს 90-ში პოგბას დათრევა... ყველას ჩვენთან აქვს ჭკუა :((( :@@
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top