თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2019, 13:42
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1860,
კომენტარები: 13
Mirror: "რეალი" პოგბაში კოლოსალურ თანხას გადაიხდის
მადრიდული გრანდი პოგბას არ ეშვება.
Mirror:
ფლოტენტინო პერესის "რეალ მადრიდი" გეგმავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელის პოლ პოგბას სანაცვლოდ კოლოსალური თანხა 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. - იუწყება ბრიტანული პრესა.

ამ ზაფხულს "რეალმა" უკვე შეიძინა: აზარი, იოვიჩი, მენდი, მილიტაო და როდრიგო. გამომდინარე აქედან მადრიდელებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ხარჯებს, თუმცა მიუხედავად ამისა ესპანელები პოლ პოგბასთვის კოლოსალური თანხის გამოყოფას საკუთარი ბიუჯეტიდან არ მოერიდებიან.

Goal- ის ცნობით, "სამეფო კლუბი" უკვე გამოეთიშა ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველისთვის კრისტიან ერიკსენისთვის ბრძოლას, მთელი ყურადღება პოლ პოგბას გადაბირებას მოხმარდება. გავრცელებული ინფორმაციით მადრიდელთა მენეჯერი ზინედინ ზიდანი პირად სიმპათიებს ავლენს "იუნაიტედის" ნახევარმცველის მიმართ.

არსებობს კიდევ ერთი გუნდი რომელიც ესპანურ გრანდს პოლ პოგბასთვის ბრძოლაში სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს - ტურინის "იუვენტუსი" ფრანგისთვის ბრძოლას გეგმავს. Corriere dello Sport- მა აქამდე დაწერა, რომ "ბებერი ქალბატონი" ნახევარმცველის" ტრანსფერში დახმარებას "Adidas" სთხოვს, კომპანიას რომელტანაც პოგბასაც აკავშირებს ხელშეკრულება.
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: nika1983
30 ივნისი 2019 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ისკო და 40 ლიმონი შეთა ვაზაო , ა მბობენ , მგონი არაუშ ავს
0
№12
ავტორი: mishiko1
30 ივნისი 2019 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
წავიდეს რა მაგის წუწუნმა ტვინი წაიღი კლუბის მიმართ პატივისცემა საერთოდ არ ააქვს და ასეთი ტიპები გუნდში არ უნდა გააჩერო თან 150 მილიონი არაა ცუდი კუში ან ისკო და ასენსიო მოგვცენ.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2019 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა პოგბა აქ დამრჩენი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top