თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2019, 11:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1848,
კომენტარები: 20
"ინტერი" არენდაზე გადაერთო
"წიითელ ეშმაკებს" შეთავაზება მოეწონათ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იტალიურ "ინტერში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ინგლისურ მხარესთან ტრანსფერზე მოლაპარაკებები მალე დასრულდება.

თავდაპირველად კონტეს გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ლუკაკუს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა რაზეც უმალ უარი მიიღო. "წითელ ეშმაკებს" შეთავაზებული თანხა ეცოტავათ.

შემდეგი შეთავაზება იყო ბარტერი, რომელიც "ნერაძურუმ" ინგლისელებს წარუდგინა - მაურო იკარდი ან რაჯა ნაინგოლანი + სატრანსფერო თანხით, თუმცა პირველი შეთავაზების მსგავსად ედ ვუდვორდმა ეს შეთავაზებაც დაბლოკა.

როგორც ჩანს "ინტერმა" გამოსავალი იპოვა, რომელუ ლუკაკუ იტალიის სერა ა-ში არენდის წესით გადავა, იტალიური კლუბი "იუნაიტედს" ლუკაკუს არენდის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო ფეხბურთელის არენდაზე 2 წლიან უფლებას მოიპოვებს, საბოლოო გამოსასყიდი თანხა ამის შემდგომ 60 მილიონი ევრო იქნება.
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
27 ივნისი 2019 14:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი აბზაც აბზაც უნდა გიპასუხო)) ჯერ დავიწყებ იქედან რო ლუკაკუს მიმართ ანტიფათიურად განწყობლი არ ვარ და რო ვიყიდეთ ძაანაც მეიმედებოდა უბრალოდ რაც დავწერე ყველაფერს ფაქტების მაგალითით ვწერ და ეხლაც ფაქებით დაგისაბუთებ ყველაფერს, რო ამბობ მასში ეძებ და საუბრობ მხოლოდ მინუსებზეო ანუ პლიუსები მეც კარგად ვიცი ლუკაკუსი ძაან მარა ამ გუნდში თავის პლიუსებს ვერ იყენებს მოდი ამას ნუ უარყოფ იმიტორო ფაქტია, 10 დან 8 მანჩესტერის გულწფელი და საღად მოაზროვნე გულშემატკივარ გეტყვის რო ლუკაკუ არ არის ის რაც უნდა იყოს და ბოლომდე ვერ ამართლებს მიუხედავად ამისა რაც მანჩესტერშია 50 გოლამდე აქ სეგდებული ტიპს მარა საიდან როგორ ანუ გუნდურად ვერ ეწყობა ამ მანჩესერს დიდად მაღალი დონეა და მეტიც შეუძლია და მიტო იყიდეს მარა აქ ვერ გაიხსნა ვერ განვითარდა პესეჟესთან და ნებისმიერ სხვა გუნდთად კარგ თამაშს არ ვუკარგავ მარა მე როცა შემდაგრი ფეხბურთელი მინდა გუნდში და თან მანჩესტერის ფანი ვარ ვეძებ ფეხბურთელში ნებისმიერ პოზიციის ფეხბურთელში ბალანსს და სრულყოფილებასთან მიახლოებას მაინც და ეგ არ არის, როგორ შეიძლება ეხლა მე და შენ ისეთი ფეხბურთელის ბალანსზე ვისაუბროთ ვინც ბურთს ვერ იმორჩილებს ? რაც გინდა ის თქვნი მარა ეგ არის ანბანი ამ სპორტის და 1-2 ჯერ ლუკაკუს არ უქნია ეგრე ამის უამრავი მაგალითი იუთუბზეც სეგიძლია ნახო და აი მაგალითი https://www.youtube.com/watch?v=9NiumzzcmEI და თავად იხილე.

თავიდან კარგად დაიწყო მოუს დროსაც და ეგ არც მე მავიწყდება და არ ვუკარგავ მარა ლუკაკუს შემხედვარეს პირველი სეზონის საწყისი ტურების გარდა სულ გიჩნება ადამიანს არასრულფასოვნების გრძნობა ამასაც ვერავინ უარყოფს ეხლა რაც შეეხება ოლეს მოსვლის მერე სკამზე გადაჯენას, ამის მიზეზს მე და შენ ვერასდროს გავიგებთ სანამ ოლე არ იტყვის რა ქონდა ჩაფიქრებული, იყო ეს ტაქტიკური სვლა რო ლუკაკუ უფრო კონკურენტ უნარიანი გაეხადა თუ მოურინიოს ბოლოდროინდელი იუნაიტედის სუსტი ლუკაკუს მართლა სკამზე გადასმა და აქაც ყოველ სემთხვევაში გინდ ისე ყოფილიყო და გინდ ასე ფსიქოლოგიურად რატო უნდა გაჭირვებოდა ლუკაკუს რეშფორდთან ჭიდილი ან რა არის გასატყდომი დავიჯერო პირველად ხდება ამ ფეხბურთელის კარიერაში როცა ვინმესთან კონკურენცია უწევს ?

თუ რეშფორდთან რო კონკურენცია გიწევს ტეხვას? აი თუ ლუკაკუსთვის რეშფორდთან კიარა მე რო მანიუსი ვირიცხებოდე და მე დამაყენონ მაგის კონკურენტად და ჩემტან კონკურენციაზე ცხვირს ბზიკავდეს აი ეგ არის უკვე არაპროფესიონალიზმის საწყისი ნიშნები იმედია მიხვდი რას ვგულისხმობ და თუ ლუკაკუს ,,გაუწყდა" ვინმესთან მეორე ნომრად ყოფნა მაგარი პრობლემები ქონია ტვინშიც და ფსიქოლოგიურად ძაან სუსტი ყოფილა ისეთი დონის გუნდისთვის როგორიც ვართ, ლუკაკუზე ბევრად დიდ ფეხბურთელებს დაუძლევიათ ,,არასაკადრისი"კონკურენცია და რაც სეეხება ნდობას მაგას მოპოვება უნდა და მითუმეტეს

ახალი მწვრთნელის თვალში და არა გაუბუტვა და გაბრაზება აი აქვლინდება პიროვნული ხასიათები რომელიც ეგრევე ეგოს უტყავს და ჯამში იღებ იმას რაც გაქ ეგოისტი და მაპარტავანი პოგბა და უი მეორენაირი გვყოლია ლუკაკუ გნდში და ესეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვერაფერ სერიიოზულს ვერასდროს მოიგებს იმიტორო მენტალიტეტში არის გარღვევა, ოლე გუნარის დროს რუნი და ვან ნისტელროი იყვნენ

ვერ დავამთავრე ბოლომდე აღარ მაწერინებს))
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
27 ივნისი 2019 15:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ლუკაკუსთან მიმართებაში ტექნიკური წუნის არსებობის უარყოფა სირაქლემასავით სილაში თავის ჩაგვრაა.მაგრამ...სულ ვაკვირდებოდი თუ როგორ აძლევდნენ პასებს და მინდოდა დამენახა მიზეზი.პასების 80% მოდიოდა დაცვიდან წინ გადაგდებით,უფრო კონკრეტულად იანგი რომ ამოადებდა ბურთს წიხლს და გადააგდებდა წინ.ამ დროს ბურთი თითქმის არასდროს არ მიდიოდა იქ სადაც ლუკაკუ იყო.ეგ ბუნებრივიცაა იმიტომ რომ ეს პასი კი არ იყო არამედ მოშორება.ეს გარბოდა ცენტრისკენ რო ბურთზე ებრძოლა და იგებდა დიდი პროცენტული მაჩვენებლით, მაგრამ აი აქ არის ზუსტად პრობლემა.კერძოდ,ლუკაკუს ტიპაჟის თავდამსხმელი არის ფინიშერი არა?ხოდა ცენტრში ჩამოსულ ფინიშერს როცა ბრძოლა უწევს მაღალ ბურთზე მერე მის შენარჩუნებაზე და ამ დროს არავინ არ ყავს ირგვლივ ელემენტარულად რომ დაუგდოს ბურთი - ასეთ სიტუაციაში ის მაჩვენებელი რაც ქონდა ჩვენთან გოლების კუთხით კიდევ კაი იყო.ჩამწოდებელი არავინ არ ყავდა, ცენტრიდან შეტევა ჩვენ არ გვივარგა.უმეტესად რაც კი გაიტანა ინდივიდუალურად იყო და მარჯვნივ კიდევ როდესაც გადადიოდა და ამ მაღალ ბურთზე აღარ უწევდა სირბილი უფრო მწვავე იყო მისი შეტევები მარჯვნიდან.მოკლედ ეს ყველაფერი დავწერე მხოლოდ იმისათვის რომ სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ ეს მიზეზებიც,თორე მანჩესტერის ფორვარდი რო არაა არც ეს და არც იბრა იყო.იმიტომ რომ მძიმე ფორვარდები არაა ჩვენბი სტილი.ახლა აქ მეორე თემაა ოლეს რა უტრიალებს თავში და რისი აწყობა უნდა ეგ სხვა თემაა
0
№13
ავტორი: The Special One
27 ივნისი 2019 15:27
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
აი დე ხეას მერე ეს კაცი მეცოდება იუნაიტედში ;დ ხან მეკარე გადაუგდებდა ბურთს ხან ვიღაც ამოკრავდა და ეს საწყალი იდგა და 3 კაცს ეჭიდავებოდა მეორე სართულზე.ეს არ არის ისეთი ფორვარდი 10 დან 10-ს რო გაიტანს,მარა მაგის გარდა უამრავი პლიუსი აქ,ესეთი აღნაგობის ფორვარდი მე ბევრი არ ვიცი,ეს სულშერი კიდე რისთვის იყო შემტევი ვერ გავიგე,ხო უნდა გაუზიაროს რაღაც ამ ბიჭებს თავისი გამოცდილებიდან.გვარდიოლა აიღეთ,ტიპმა სტერლინგი ფეხბურთელად დააყენა,არადა 2-3 წლის წინ ჩვეულებრივი ლიანდაგზე გაბმული ფეხბურთელი იყო,პასი მაგან არ იცოდა და დარტყმა,გაიგდე ბურთი და სდიე იყო.

იმედია დარჩება რომელუ და გაამართლებს კიდეც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№14
ავტორი: shotkin
27 ივნისი 2019 15:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato kutaisi
ლუკაკუსთან მიმართებაში ტექნიკური წუნის არსებობის უარყოფა სირაქლემასავით სილაში თავის ჩაგვრაა.მაგრამ...სულ ვაკვირდებოდი თუ როგორ აძლევდნენ პასებს და მინდოდა დამენახა მიზეზი.პასების 80% მოდიოდა დაცვიდან წინ გადაგდებით,უფრო კონკრეტულად იანგი რომ ამოადებდა ბურთს წიხლს და გადააგდებდა წინ.ამ დროს ბურთი თითქმის არასდროს არ მიდიოდა იქ სადაც ლუკაკუ იყო.ეგ ბუნებრივიცაა იმიტომ რომ ეს პასი კი არ იყო არამედ მოშორება.ეს გარბოდა ცენტრისკენ რო ბურთზე ებრძოლა და იგებდა დიდი პროცენტული მაჩვენებლით, მაგრამ აი აქ არის ზუსტად პრობლემა.კერძოდ,ლუკაკუს ტიპაჟის თავდამსხმელი არის ფინიშერი არა?ხოდა ცენტრში ჩამოსულ ფინიშერს როცა ბრძოლა უწევს მაღალ ბურთზე მერე მის შენარჩუნებაზე და ამ დროს არავინ არ ყავს ირგვლივ ელემენტარულად რომ დაუგდოს ბურთი - ასეთ სიტუაციაში ის მაჩვენებელი რაც ქონდა ჩვენთან გოლების კუთხით კიდევ კაი იყო.ჩამწოდებელი არავინ არ ყავდა, ცენტრიდან შეტევა ჩვენ არ გვივარგა.უმეტესად რაც კი გაიტანა ინდივიდუალურად იყო და მარჯვნივ კიდევ როდესაც გადადიოდა და ამ მაღალ ბურთზე აღარ უწევდა სირბილი უფრო მწვავე იყო მისი შეტევები მარჯვნიდან.მოკლედ ეს ყველაფერი დავწერე მხოლოდ იმისათვის რომ სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ ეს მიზეზებიც,თორე მანჩესტერის ფორვარდი რო არაა არც ეს და არც იბრა იყო.იმიტომ რომ მძიმე ფორვარდები არაა ჩვენბი სტილი.ახლა აქ მეორე თემაა ოლეს რა უტრიალებს თავში და რისი აწყობა უნდა ეგ სხვა თემაა

ეჰ მძიმე იყო ბერბატოვი მარა სახლიდან რო მომეგერიებინა ბურთი იმას ისე ლამაზად მიიღებდა და კარგად ნებისმიერ მოენდის მონაკვეთში რო რა გითხრა 10 ჯერ ნელი იყო ბერბა ლუკაკუზე და იბაზეც მარა კაი ფინისერიც იყო და ბურთსაც იჭერდა ფინიშერი გვყავდა ვან პერსიც მარა ეგეთი წუნი რაც ლუკაკუს აქ ძმაო რასაც ფირსთ თაჩ ქვია არ მახსენდება

ციტატა: The Special One
აი დე ხეას მერე ეს კაცი მეცოდება იუნაიტედში ;დ ხან მეკარე გადაუგდებდა ბურთს ხან ვიღაც ამოკრავდა და ეს საწყალი იდგა და 3 კაცს ეჭიდავებოდა მეორე სართულზე.ეს არ არის ისეთი ფორვარდი 10 დან 10-ს რო გაიტანს,მარა მაგის გარდა უამრავი პლიუსი აქ,ესეთი აღნაგობის ფორვარდი მე ბევრი არ ვიცი,ეს სულშერი კიდე რისთვის იყო შემტევი ვერ გავიგე,ხო უნდა გაუზიაროს რაღაც ამ ბიჭებს თავისი გამოცდილებიდან.გვარდიოლა აიღეთ,ტიპმა სტერლინგი ფეხბურთელად დააყენა,არადა 2-3 წლის წინ ჩვეულებრივი ლიანდაგზე გაბმული ფეხბურთელი იყო,პასი მაგან არ იცოდა და დარტყმა,გაიგდე ბურთი და სდიე იყო.

იმედია დარჩება რომელუ და გაამართლებს კიდეც

ჯიგარ გვარდიოლას და სულსერ ჯერ რატო ადარებ ? ლოგიკა? მერე რაიცი რო არ უზიარებს თავის გამოცდილებას და მესამე გვარდიოლამ სტერლინგი ფეხბურთელად აქცია როცა კოლოსალური წმვრთნელობის გამოოცდილებ აქ სულშერი ეხლა იწყებს :)) ვაფშე რა შუაშია
0
№15
ავტორი: Svanchester
27 ივნისი 2019 16:13
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
shotkin- მოკლეთ ტრენდული გახადე შენ ეს - "ლუკაკუს მიერ ბურთის ვერდამორჩილება" )) არსებობს ტექნიკური წუნი ეს აშკარაა, არსებობს და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ არსებობს მაგრამ. მოდი გავამარტივებ და მარტივად ვისაუბრებ: არც გასწავლი რა არის ფეხბურთი და არც პროფესორობას ვგეგმავ ამ საკითხში. რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შენი აზრით ნახევარდაცვას? რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ფორვარდის უკან მოძრავ იმ ნახევარმცველებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბურთის ატანაზე, გამჭოლ გადაცემებზე, ფორვარდის დამუხტვაზე, ფორვარდის მომარაგებაზე, ეს ყველაფერი ხომ არის მათი მოვალეობა? რატო უნდა ეჯაჯგუროს უმისამართოდ ამოგდებულ ბურთს მოედნის ცენტრში ლუკაკუ როდესაც ამას ნახევარმცველები საყრდენები უნდა აკეთებდნენ, ფორვარდს აქვს საქმე წინ, ნახევარმცველმა უნდა უზრუნველყოს ბურთი ცენტრში დაიჭიროს და სწორი გადაცემები აკეთოს, დათო ქუთაისმა ახსენა მოშორებულ ბურთზე ბრძოლის დროს ცენტრში ჩამორბენილ ლუკაკუს რა გინდა მოსთხოვო? ბურთის ატანა მოედნის ცენტრიდან და გატანა თუ დრიბლინგი? პრობლემა უფრო ღრმაა ვიდრე ლუკაკუს ტექნიკური წუნი, ჩემი აზრით ლუკაკუ არუნდა გაყიდონ (არენდა სწორი არჩევანია), ასეთ ფორვარდს ვერ იყიდი ბაზარზე, მისი უდიდესი პლიუსი ის აღნაგობა და ძალაა რაც პრემიერ ლიგას სჭირდება. ლუკაკუ სწორ ტაქტიკებში მომაკვდინებელი ძალაა. არ ითამაშა გუნდმა ლუკაკუზე და რატომ არ ითამაშა? იქ რეშფორდის ეგოისტობა, აქეთ ლინგარდის ბრიქაობა, იყო მატჩები სადაც პასებს არ აკეთებდნენ და აშკარა იყო იგნორი ფორვარდის, ლუკაკუს მასზე მოთამაშე ფეხბურთელები სჭირდება და მაშინაა ის ძალა რაც რეალურად თუნდაც ნაკრებშია. ფინიშინგი აქვს და მაგრად არ მაინტერესებს მოედნის ცენტრში თუ ბურთს ვერ მიიღებს და ვერ დაამუშავებს, მიაწოდონ და შეაგდებს.
0
№16
ავტორი: shotkin
27 ივნისი 2019 17:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სვანი ანუ მეც მარტივად გეტყვი ლუკაკუს ბურთის მიღება თუ უწევს თუნდაც მეკარის მიერ გადმოგდებული ბურთის მიღება ნახევარდაცვასთან ახლოს ეგ არის დიდი ალბატობით მწვრთნელის დავალება მე რატო მეკითხები მაგ ფაქტის სისწორეს ? მოურინიოს უნდა კითხო ეგ)) არსებობენ ისეთი ტიპის მწვრთნელები ვინც ჯანიან ფორვარდებს მაგას ავალებენ და ლივერპულში რო ქეროლი იყო ზუსტად მაგ როლს ასრულებდა ანუ მოკლედ რისი თქმა მინდა იცი? სქოულზის გამოზომილი პასის მიღება რათქმაუნდა უფრო ადვილია ვიდრე ეშლი იანგის უმისამარტოთ ამორტყმული ბურთი როგორც დათო ქუაისმა აღნიშნა მარა როგორც ფეხბურთელისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამორტყმული ბურთი თუ სენსკენ მოდის უნდა შეგეძლოს მიღება რამენაირად და არ უნდა ფორთხიალობდე კარგად მახსოვს ელემენტარული ფეხში მიცემული პასები გინდა ხეს მოარტყი გინდა ლუკაკუს იმენა ძაან აურია ბოლო წელს ამ კაცმა, ნახევარდაცვას და სხვას რაც სეეხება ეგ ცალკე თემაა სხვა ტაქტიკაში შეიძლება ოლემ ლუკაკუ კარგად ჩასვას მარა რა ტაქტიკაშიც არუნდა ჩასვა ტიპს აშკარაა რო ეგ ტექნიკური წუნი დასახვეწი აქვს და რა ვქნა ეხლა_))))
0
№17
ავტორი: Svanchester
27 ივნისი 2019 18:15
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: shotkin

შენ იმიტომ, რომ პრობლემა უფრო ღრმადაა ვიდრე ლუკაკუს ტექნიკური წუნი, არ აქვს ის პრობლემა ლუკაკუს რო გასაყიდი იყოს. შენ იმიტო რო ყოველთვის ამ წუნს ახსენებ იმას არ ახსენებ რომ ლუკაკუს უკან მოძრავი ნახევარდაცვა 0-ზე ოდნავ მეტი თუა, ასეთ დროს ფორვარდის ეფექტურობა მაგრად იკლებს. კი გეთანხმები მაღალ დონეზე უნდა ჰქონდეს დამუშავებული ტექნიკა რაზეა საუბარი ეს ანბანია ფეხბურთის დაგეთანხმები მაგრამ ეს ის პრობლემა არ არის რომ ლუკაკუსნაირი ფორვარდი გუნდიდან გაუშვა მაშინ როცა ბენ იედერს ეჩალიჩები. არ მითხრა ეხლა რო რეშფორდი გირჩევნოდა ცხრიანზე ვიდრე ლუკაკუ?
0
№18
ავტორი: Dato kutaisi
27 ივნისი 2019 18:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მესმის shotkin რაზეც ამბობს და ვეთანხმები.ბევრჯერ ქონდა ისეთი მომენტები როდესაც ზუსტად თავის პოზიციაზე იდგა და იქ ვერ მიიღო ელემემტარულად ბურთი.ეგ წუნი აქვს,მაგრამ ჩემდა გასაკვირად ბევრი იყო ისეთი გოლი ამ სეზონში როდესაც მისთვის რთული მარჯვენა ფეხით გაიტან.პლიუს ამას დუბლებიც ძალიან საჭირო დროს შეასრულა.აქ ვერ ვხვდები ოლეს დამოკიდებულებას.რატომ დასვა დუბლების მერე სკამზე და დააყენა რეში?ეს თუ ჯინიანობა არ იყო და რაღა იყო მაშინ.როცა მიზეზი არ ქონდა ამის გაკეთების და ადგა და ეს გადაწყვეტილება მიიღო.გაამართლა ამან?არა იმიტომ რომ რეშფორდი არის ერთუჯრედიანი.
ახლა ბოლოს უკვე ლუკაკუს გაყიდვა არ გაყიდვაზე.ლუკაკუს როცა ყიდი მაშინ უნდა ჩანდეს მკაფიოდ თუ ვის აყენებ მის პოზიციაზე.გრინვუდს?თუ რეშს?მარსიალს ეს 9ზე არ დააყენებს დარწმუნებული ვარ 100%ით.ზოგადად ოლე არაა ის ვისაც ექსპერიმენტები შეუძლია აკეთოს.არაა მენტალურად ძლიერი და სულ ყველას გავლენის ქვეშ იქნება,კერძოდ ფელანის.მე არ ვიცი რეშში რა დაინახეს და რამ განაპირობა ის უაზრო გადაწყვეტილებების კასკადი რაც დაგვიჯდა კიდეც ლიგოს საგზურის ფასად.და მეორე.მოუს ვაკრიტიკებდით ზუსტად იმის გამო რომ ამოჩემება იცის ხალხისო და ლუკაკუსთან და რეშთან მიმართებაში ზუსტად იგივეს აკეთებდა.ლუკაკუს როცა უშვებ ჯერ ნაყიდი უნდა გყავდეს შემცვლელი.ისევ რეშს თუ უპირებს ცენტრ ფორვარდობას აგვწყობია საქმე და დეკემბერში დაახვევს აქედან ოლეც და მისი შტაბიც
0
№19
ავტორი: shotkin
28 ივნისი 2019 10:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato kutaisi
მან?არა იმიტომ რომ რეშფორდი არ

მე ამდენი მწვრთნელების ცვლა ყელში მაქ ვს უკვე მაგრამ ამიტო არ ვბალეშიკობ ოლეს არ ვიცი რა იქნება მარა რადიკალურად ვერ ვიტყოდი რო ოლე ვერ გაამართლებს დრო გვაჩვენებს შეიზლება ყველა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩეს ვნახოთ დასაკარგი მაინც არაფერია ყოველ სემთხვევაში უკვე ამ ეტაპზე
0
№20
ავტორი: Dato kutaisi
28 ივნისი 2019 10:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: shotkin
ციტატა: Dato kutaisi
მან?არა იმიტომ რომ რეშფორდი არ

მე ამდენი მწვრთნელების ცვლა ყელში მაქ ვს უკვე მაგრამ ამიტო არ ვბალეშიკობ ოლეს არ ვიცი რა იქნება მარა რადიკალურად ვერ ვიტყოდი რო ოლე ვერ გაამართლებს დრო გვაჩვენებს შეიზლება ყველა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩეს ვნახოთ დასაკარგი მაინც არაფერია ყოველ სემთხვევაში უკვე ამ ეტაპზე

გამართლების ალბათობა 50 -50 ზეა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top