თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2019, 12:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 17
არაფერგიუსონული მიდგომა და ფულით გადაჭრილი პრობლემები
პოსტ-ფერგიუსონის პერიოდში ყველაფერი სხვანაირადაა.
არაფერგიუსონული მიდგომა და ფულით გადაჭრილი პრობლემები
"როცა ფეხბურთელი უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე მთავარი მწვრთნელი ან კლუბი, ეს უკვე აღარაა "მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში იყო ისეთი დიადი პერიოდი, როცა გუნდს მთავარი მწვრთნელის შეხედულებები მართავდა და არა ცალკეული ფეხბურთელის მზარდი მნიშვნელობა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ვარსკვლავი გაუზრდია კლუბს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და არაერთს განშორებია სწორედ ამ მიზეზით, მაგრამ, როგორც ჩანს, დროება შეიცვალა.

საქმე ის გახლავთ, რომ "იუნაიტედის" ნახევარმველ პოლ პოგბას ახალი გამოწვევები სურს, რასაც მადრიდი "რეალი" სთავაზობს და საეჭვოა, პოგბა ამის წინააღმდეგი იყოს, მაგრამ თანახმა არ არის კლუბის ხელმძღვანელობა.

როცა მსოფლიო ჩემპიონს ვერ აკმაყოფილებ ტიტულებით, კარგი თამაშითა და ვერ აკავებ საკუთარი ავტორიტეტით, საქმეში ფული ერთვება. სწორედ ამ ხერხს მიმართავს "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" პოგბას შესანარჩუნებლად უკიდურეს ზომებს მიმართა.

"იუნაიტედს" იმედი აქვს, რომ ფრანგ ფეხბურთელს კვირაში 500 ათასი ფუნტის ოდენობით ხელფასს შესთავაზებს, ის კი კლუბის გამოცვლაზე ფიქრს თავიდან ამოიგებს.

გასულ კვირას პოგბამ საჯაროდ განაცხადა, რომ ახალი გამოწვევა სურს და ამის შესაძლებლობას ესპანეთში სთავაზობენ, თუმცა არც ტურინის "იუვენტუსია" მისი დაბრუნების წინააღმდეგი.

"იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს კი თავისი გეგმები აქვს და წარმატებისკენ მიმავალ ამ გეგმებს სწორედ პოგბას უკავშირებს. ნორვეგიელი მწვრთნელი მას კაპიტნის სამკლაურს და ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც პოლის ხელფასი 290 ათასი ფუნტიდან 500 ათასამდე გაიზრდება, რაც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ პოგბამ "იუნაიტედიდან" წასვლა აღარ ისურვოს, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჯერ კიდევ კლუბის სიყვარულით ანთებული ალექს ფერგიუსონი ამ მიდგომას არ მოიწონებდა.
ახალი ამბები, ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
18 ივნისი 2019 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
Araa araaa da araaa wasvla unda wavides
0
№12
ავტორი: Lalana
18 ივნისი 2019 15:42
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
მესის აქვს ხუთასი ათასი კვირაში და სასაცილო იქნება ამასაც იმდენივე რომ ჰქონდეს
0
№13
ავტორი: datasta25
18 ივნისი 2019 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: kobinio
ადმინი რომ ვიყო დაგბლოკავდი :))

თე ს ლი პასუხია
ციტატა: PaLoMo
რონალდუს წასვლის შემდეგაც 2013 წლამდე დომინირებადა მანჩესტერი და შენ სხვა რამეზე საუბრობ ვაბშე.

თუნდაც ერერა რო მოგთXოვს კვირაში 250K და სანჩესი რო 500 იღებს ესაა სამარეთალი? ტოტენჰემშI ხელფასის ლიმიტია და იქ იკლავს ხალხი დარჩენას და არაინტერესებთ ფული მათ ფეხბურთის თამაში წყურიათ და ჩVენთან ყვეალფ ული სსაკეთებლად მოდის? ნურასუკაცრავად ეგეთები არგვჭირდება და გააბუნძUლონ აქაედან.

2013 წლამდე რო დომინირებდა მანჩესტერი ეგ ნიშნავს რო რონალდუ ვინმეთი ჩავანაცვლეთ ?
ერერას 250 და სანჩესის 500 არ არის მართალი.
ტოტენჰემს რაც შეეხება, არცერთი ფეხბურთელი ტოტეში მოსვლის დროს არ ბრწყინავდა, ვისაც შენ გულისხმობ იმათზე ვამბობ, და ეხმა მიმდინარე კონტრაქტებიაქვთ, ახალ კონტრაქტებს რო დადებენ ვნახოთ რამდენს მოითხოვენ
0
№14
ავტორი: dybbuk
18 ივნისი 2019 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1575
ციტატა: datasta25

მეგობარო საწყენად არ გეუბნები მაგრამ შენი პოსტი ძალიან სუბიექტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ხან ვედრებით სხვა გუნდებს(ნებისმიერ საკითხში- ხელფასი, ისტორია, სტილი, ბიუჯეტი და ა.შ.) და ხან არა როგორც გაწყობს თუ როგორაა საქმე?!:)) ცოტა არასერიოზულად ჟღერს ეს ყველაფერი. რა ტრანსფერები არ კეთდებოდა ფერგის დროს თუ რახან უმეტესად ახალგაზრდებს ყიდულობდა რომლებიც მერე მსოფლიო იზრდებოდნენ ეგ არ ითვლება ტრანსფერად? აგერ ატლეტიკომ დაითრია ფელიში და ნახე ტიპი რას იყომარებს, ჩვენ ვსდიოთ ლონგსტაფებს და ჯეიმსებს და ვუხანგრძლივოთ პოგბას რომელიც პირდაპირ იძახის !ლეზე მკიდია ეს გუნდი წასვლა მინდაო, იქით რეშფორდი 10დან ერთხელ რო მოარტყამს კარში უნამუსოდ რო იმუქრება, მოკლედ რომ ვთქვა პალაჟენიაა დასაყენებელი, ყველა გუნდს თავისი სახე აქვს და ზუსტად მაგას აქვს ხიბლი, რა თქმა უნდა თანამედროვეობას არ უნდა ჩამორჩე მაგრამ სახე არ უნდა დაკარგო ამხელა ისტორიის გუნდი რომ გქვია. აგერ ლივერპულის სახელფასო განაკვეთს გადახედე და მითხარი, ვინმეზე ნაკლებ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ? ლიგაც მოიგეს და რო არა სიტის ფენომენალური სეზონი ეპლსაც მოიგებდნენ, სწორი მენეჯმენტია წარმატების საწინდარი, ჩვენი სტაფი რო ტრ აკში პერო გაყრილ ბუნტოვშიკების პოხონდრიებზე დადის მაგიტომაც ვართ იქ სადაც ვართ
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
18 ივნისი 2019 21:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
პოგბა თუ მოინდომა წასვლა და აიცრუა გული მერე აღარ აქვს ხვეწნას აზრი და არც უნდა ეხვეწონ
0
№16
ავტორი: stepno
19 ივნისი 2019 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ დან*რეული გვაქვს
0
№17
ავტორი: mishiko1
19 ივნისი 2019 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
სანამ ამ გუნდში გადაწყვეტილებებს ვუდვორდი იღებს არაფერი გვეშველება!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top