ორი ინგლისური გრანდი, კერძოდ "იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" ბრუნო ფერნანდეშისთვის იბრძვიან, რომელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა ლისაბონის "სპორტინგის" რიგებში.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონში, "სპორტინგის" მაისურით ყველა ტურნირზე 31 გოლის გატანა შეძლო, რაც შესანიშნავი შედეგია. იგი 25 წლის გახლავთ და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" მინიმუმ 2 ნახევარმცველი სჭირდება, რათა შეავსოს ფელაინის და ანდერ ერერას ადგილი. ერთ-ერთი ვინც მათ ადგილს დაიკავებს, შეიძლება სწორედ ბრუნო ფერნანდეში იყოს.
"წითელი ეშმაკები" ფერნანდეშის სანაცვლოდ 48 მილიონს იხდიიან, ხოლო "სპორტინგი" ბონუსიის სახით დამატებით კიდევ 18 მილიონს მიიღებს, რაც შეეხება" ტოტენჰემს" ისინი 58 მილიონს სთავაზობენ პორტუგალიურ კლუბს.